ბელგიელი ჩოგბურთელი საფრანგეთის ღია პირველობაზე ითამაშებს, რომელიც 22 მაისს როლან გაროსის კორტებზე დაიწყება
სასიამოვნო ამბავი შეიტყვეს კიმ კლაისტერსის გულშემატკივრებმა. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ბელგიელი ჩოგბურთელი საფრანგეთის ღია პირველობაზე ითამაშებს, რომელიც 22 მაისს როლან გაროსის კორტებზე დაიწყება.

კიმის გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან სწრაფ ტემპში მიმდინარეობს და ასეთი თამამი პროგნოზიც სწორედ აქედან მომდინარეობს.

"ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. უახლოესი უქმეების შემდეგ კლაისტერსი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს - ან ითამაშებს პარიზში ან შინ დარჩენასა და უიმბლდონისთვის სერიოზულ მზადებას მიანიჭებს უპირატესობას", - განაცხადა ბელგიელის წარმომადგენელმა გერტ ვან გულენმა.

შეგახსენებთ, რომ კლაისტერსს ბოლო პერიოდში ერთდროულად აწუხებდა მაჯის, მხარისა და ფეხის ტრავმა. "დიდი სლემის" ტურნირების ოთხგზის გამარჯვებულს როლან გაროსი არასოდეს მოუგია - მას იქ ორი ფინალი აქვს წაგებული.

თუ კიმის ამბავი ჯერ კიდევ გასარკვევია, უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ როლან გაროსზე გამოსვლას არ აპირებენ დები უილიამსები. სერენამ და ვენუსმა ორი დღის ინტერვალით განაცხადეს უარი პარიზში ჩასვლაზე. ასე რომ, 2003 წლიდან მოყოლებული პირველად ვერ ვიხილავთ საფრანგეთის ღია პირველობაზე ვერც ერთ დას.

შეგახსენებთ, რომ ვენუს უილიამსი ამ წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ არ გასულა კორტზე, სერენას კი უიმბლდონზე შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ არ ჩაუტარებია ოფიციალური მატჩი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა