4 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა შედგა, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა და რამდენიმე საათს გაგრძელდა.

კომიტეტმა მოისმინა მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებული ფეხბურთელების საკითხი და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: თბილისის "ვიტ ჯორჯიას" ხუთ მოთამაშეს: გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს სანქციის სახით დაეკისრათ საფეხბურთო საქმიანობის სამუდამო აკრძალვა, ხოლო თავად კლუბს დააკლდა ექვსი ქულა და დაჯარიმდა 50 ათასი ლარით.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის "გურიას" ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე, როგორც "ჭიათურის" მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

4 ივნისს გამართულ სხდომაზე კომიტეტმა კიდევ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა:

ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში ჩხოროწყუს "სამეგრელოსა" და ხობის "კოლხეთის" მატჩის დასრულებისას მომხდარი ინციდენტის გამო ორივე კლუბი დაჯარიმდა 200-200 ლარით. ხობის "კოლხეთის" ფეხბურთელი ლანა ჯიქია და ჩხოროწყუს "სამეგრელოს" წევრი ანა გაბედავა დისკვალიფიცირებულნი არიან სამ-სამი მატჩით.

მე-15 ტურში ბოლნისის "სიონსა" და "რუსთავს" შორის მომხდარი ინციდენტის დროს გაძევებული ოთხი ფეხბურთელი - დავით თარგამაძე, ვილი ისიანი, ლუკა გადრანი და ლაშა ქოჩლაძე ოთხ-ოთხ მატჩს გამოტოვებენ და თითოეული ჯარიმის სახით 1000 ლარს გადაიხდის, ისევე, როგორც ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილე ლევან ხმალაძე, რომელიც ასევე ოთხ მატჩში ვერ დაეხმარება "სიონს".

თბილისის ელიტლიგის გათამაშების 13-წლამდელთა ლიგაში "საბურთალოსა" და "ავაზას" მატჩის შემდეგ გულშემატკივართა მხრიდან მსაჯზე ფიზიკური თავდასხმის გამო საფეხბურთო სკოლა "ავაზა" დაჯარიმდა 1000 ლარით და ერთწლიანი პირობითი სასჯელით. გარდა ამისა, "ავაზას" გუნდი მომდევნო სამ შეხვედრას მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.

ლიგა 4-ის მონაწილე სენაკის "ეგრისისა" და ჩხოროწყუს "სამეგრელოს" მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო "სამეგრელო" დაჯარიმდა 250 ლარით, ხოლო ჩხოროწყუელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტ თორნიკე გაგუას 250-ლარიან ჯარიმასთან ერთად სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაეკისრა.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ობიექტი
როგორ არ გრცხვენიათ ხალხო?? ღმერთის როგორ არ გეშინიათ? არზეზე არახართ რა მოხვდა საქმის დეტალები არაფერი არ იცით.და ყბადაღებულ კომენტარებს წერთ, ხვალ თავად გახდებით მსგავსი შანტაჟის მსხვერპლები,თუ ვინმეს ასე ზაან გაინტერესებთ შეგიძლიათ მობრძნდეთ 15 ივლისს სასამართლო პროცესზე და გაარკვიოთ რა და როგორ მოხვდა. ფეღბურთის ფედერაციამ რომელმც სრულიად უკანონო უპასუხისმგებლო და არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო,მათ არც კი გადახედეს საქმეში არსებულ არცერთ გარემოებას,მათ ამ გადაწყვეტილებით გაზა გაუხსნეს ნამდვილ გამკეთებლებს რომლების თითქმის ყველა თამაშს აკეთებენ ეროვნილლიგაში.ნუთუ არ დაფიქრებულხართ საიდან კრისტალბეთ ეროვნული ლიგა
დავითი
ელემენტარულ უცოდინრობას და არაკომპეტენტურობას ამჟღავნებენ ფეხბურთის ფედერაცია და მისი ხელმძღვანელობა.როგორ შეიძლება დასაჯო ფეხბურთელები მანამდე,სანამ სასამართლოზე არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი.ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.არ შეეძლოთ მოეთმინათ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე?
მოქალაქე
საინტერესოა, ახლა რა პოსტს დაწერს ერთ-ერთი ბრალდებულის (ჯონი შეროზიას) მეუღლე?! ახლა ალბათ ფედერაციას გალანძღავს რომელმაც მისი ქმარი "ულუკმაპუროდ" დატოვა :)
აზრი
რა თქმა უნდა!
ბექა
ირონიულად წერ ხომ ამ ყველაფერს?
zaza
მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, უმკაცრესი სასჯელი აუცილებელია რომ არავინ მსგავსი საქციელი აღარ გაბედოს!!! თამაშის გაყიდვას არანაირი ახსნა არ აქვს და აქ დამთავრდა ყველაფერი. შეიძლება ციხისთვის ცოდოები იყვნენ, თუ დადასტურდა რომ პირადად ფული არ აიღეს, თუმცა ამ ხალხს ფეხბურთში არაფერი ესაქმება!!
აზრი
ეს რა ქენით ამ გმირებისთვის ძეგლის დადგმა გვინდოდა როგორც სამაგალითო მოთამაშეების, რომლებიც მეგობარს გვერდში დაუდგნენ, ჩაიშალა ყველაფერი. ხალხმა თავის თავი გაწირა სხვების ბედნიერებისთვის და ესე დაისაჯნენ ხო???
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნაპოლისთვის" მზად არ არის" - მარადონა უმცროსმა "კვარას" შემცვლელი გააკრიტიკა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა