ველოსპორტი. ჯირო დ'იტალია
ჯირო დ'იტალია მთებს მიუახლოვდა და მალე დაიწყება იტალიური სუპერმათონის მთავარი ფავორიტების ნამდვილი ბრძოლა. ამ მხრივ ერთგვარი რეპეტიცია იყო მერვე ეტაპი, რომელშიც თავისი ამბიციები გამოავლინა ესპანელმა სუპერვარსკვლავმა ალბერტო კონტადორმა.

წესით ამ ეტაპზე სპრინტერების ბრძოლა უნდა გვეხილა - ალესანდრო პეტაკისა და მარკ კევენდიშს უნდა გაერკვიათ ჯიროზე საუკეთესო სპრინტერის ვინაობა, მაგრამ საქმეში ჩაერია ბოლო მთა, რომელზეც ფინიში იყო დაგეგმილი.

მთის სპეციალისტებისგან იქ შეტევას არ ელოდნენ, მაგრამ მოულოდნელად წინ გაიჭრა "ფარნეზეს" 26 წლის ველომრბოლი ოსკარ გატო, რომელსაც მხოლოდ ალბერტო კონტადორი გამოედევნა. როგორც წესი, ესპანელი ასეთ მთებში არ უტევს და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, მაგრამ ამჯერად მომავალი ეტაპების წინ მეტოქეებზე ფსიქოლოგიური შეტევის მიტანა გადაწყვიტა და გამოუვიდა კიდეც. მართალია, ეტაპის მოგება ვერ შეძლო, მაგრამ ესპანელმა დაამტკიცა, რომ კვლავაც კარგ ფორმაშია და ჯიროს მთავარ ფავორიტად რჩება.

VIII ეტაპი

1. ოსკარ გატო (იტა, "ფარნეზე") - 4:59.45; 2. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - იგივე დრო; 3. ალესანდრო პეტაკი (იტა, "ლამპრე") - +0.05; 4. ალექსანდრ კრისტოფი (ნორ, "ბიემსი") - იგივე დრო; 5. რობერტო ფერარი (იტა, "ანდრონი ჯოკატოლი"); 6. დავიდე პოლონიო (იტა, "სკაი") - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. პიტერ ვენინგი (ჰოლ, "რაბობანკი") - 28:09.49; 2. კონსტანტინ სივცოვი (ბლრ, "ჰაიროუდი") - +0.02; 3. მარკო პინოტი (იტა, "ჰაიროუდი") - +0.02; 4. კრისტოფ ლე მეველი (საფ, "საქსობანკი") - +0.05; 5. ალბერტო კონტადორი (იტა, "საქსობანკი") - +0.13; 6. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +0.14...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა