საქართველოს 3×3 კალათბურთში 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი დაასრულა. ქართველებმა კვლავ ბოლო წამებზე, დასანანი მარცხი განიცადეს. მართალია, ჩვენს გუნდს და მეტოქე ლატვიასაც ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდათ, თუმცა მსოფლიო პირველობის დასკვნით მატჩში ორივე გუნდი პრესტიჟისთვის თამაშობდა და ბრძოლაც უშეღავათო, საკმაოდ დაძაბული გამოვიდა.

საქართველოს ნაკრები ძირითადად მდევრის როლში იყო, თუმცა მეტოქეს უთანაბრდებოდა და რამდენჯერმე წინაც გავიდა. ფრე იყო მატჩის ბოლო წუთზეც, როცა საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ლატვიელებმა ორქულიანი ჩააგდეს და შეხვედრას სათავისო წერტილი დაუსვეს - 21:19. თამაში შეწყდა, რადგან ბალტიისპირელებმა 21 ქულას მიაღწიეს.

საქართველოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ლაშა მიქელაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ვოვა თავაქარაშვილი და ნიკა ნიკოლაიშვილი იცავდნენ, ულან ბატორში მიმდინარე მსოფლიოს 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფში 4 მატჩი გამართა, რომელთაგანაც ბელორუსს სძლია (21:16), ხოლო აშშ-სთან (19:21), მონღოლეთთან (16:18) და ლატვიასთან (19:21) დამარცხდა. ჯგუფიდან პლეი-ოფში 2 საუკეთესო გადიოდა და ეს ადგილები 4-დან 4 მოგების მომპოვებელმა აშშ-მა და მონღოლეთმა (3-1) დაიკავეს.

საქართველოსა და ჯგუფიდან ვერგასული კიდევ 11 ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. მეოთხედფინალში გასული გუნდები კი შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

თურქეთი - მონღოლეთი

არგენტინა - უკრაინა

რუსეთი - რუმინეთი

აშშ - იტალია

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე