ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ზესტაფონი" ჩემპიონია!

"ზესტაფონი" ჩემპიონია!

იმერული მაისი - ზესტაფონის აისი და სამტრედიის დაისი

ზესტაფონი-სამტრედია 4:1

14. 05. ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 4000 მაყურებელი

1:0 გელაშვილი (23.გრიგალაშვილის პასით), 2:0 დვალი (27.გელაშვილის პასით), 3:0 ონიანი (42), 4:0 წინამძღვრიშვილი (79. გელაშვილის პასით), 4:1 დვალიშვილი (90)

ზესტაფონი სამტრედია

4-4-2 4-1-4-1

რ. კვასხვაძე ბანძავა

ალადაშვილი დვალიშვილი

გ. ონიანი ხუმარაშვილი

კობახიძე თ. შალიკაშვილი

ფოფხაძე ენდელაძე

აფციაური ცხადაია

დაუშვილი ბურჯანაძე

გორგიაშვილი გ. მიქაბერიძე

გრიგალაშვილი ალავერდაშვილი

დვალი ჩხიკვაძე

გელაშვილი რუხაია

მწვრთნელი: მწვრთნელი

გ. გეგუჩაძე ლ.ანჯაფარიძე

53.გორგიაშვილი - ძარია

59.ონიანი - ხიდეშელი

66.დვალი - წინამძღვრიშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, ბენაშვილი, ს. ლომია, ბაბუნაშვილი

46. რუხაია - ნინუა

68. ბურჯანაძე - შენგელია

70. ენდელაძე - ხაჭაპურიძე

სათადარიგოები: გოგავა, გოგიშვილი, ხვადაგიანი, ახობაძე

გაფრთხილება: დვალიშვილი (41)

არბიტრი: ხ.გაგნიძე

"ზესტაფონი" საქართველოს ახალი ჩემპიონია! "სამტრედიასთან" მოგების შემდეგ იმერული კლუბი მდევარ "დინამოსთვის" მიუწვდომელი გახდა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე იზეიმა პირველობა... პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი ფეროელთა მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძეც, რომელიც, დიდი სიხარულის მიუხედავად, ტრადიციულად თავშეკავებული და ობიექტური იყო:

"რა თქმა უნდა, ჩემპიონობა გასახარია, მაგრამ რომ გითხრათ ცაში დავფრინავ-მეთქი, მართალი არ ვიქნები. უბრალოდ, დროც არ გვრჩება, რომ გავიაზროთ ყველაფერი. სეზონის დამთავრების შემდეგ ფეხბურთელებს ერთი კვირით დავასვენებთ, მერე კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის დავიწყებთ მზადებას..."

"ზესტაფონის" ჩემპიონობა მწვრთნელთა და ფეხბურთელთა გარჯის გარდა იმ დიდი ენთუზიაზმის, შრომის, მოთმინებისა და ერთგულების ლოგიკური დაგვირგვინებაა, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ, კერძოდ, კი "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ წლების განმავლობაში გამოიჩინა. ზესტაფონელების მიზანი "ერთწლიანი" გუნდის გაკეთება არ ყოფილა. მათ კლუბის შექმნისთანავე (2004 წ.) შორსმიმავალი გეგმები დაისახეს, რომელთაც ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებდნენ.

ბოლო წლებში "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგის მოწინავეთაგანია, ზედიზედ სამჯერ იყო თასის ფინალისტი. 2008 წელს ფეროელებმა თასიც მოიპოვეს. 2008 და 2010 წლებში "ზესტაფონი" ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ერთი სიტყვით, ჩემპიონობა მომწიფებული იყო და XXII ეროვნული პირველობის დასასრულს ზემოიმერული გუნდის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი და ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა - 14 მაისს "ზესტაფონმა" იჩემპიონა! კლუბის ხელმძღვანელობა კი ამაზე შეჩერებას არ აპირებს. ილია კოკაია თავიდანვე ამბობდა-მთავარი ჩემპიონატის მოგება კი არა - ის არის, ევროტურნირებზე როგორ წარმოვაჩენთ ჩვენს ქვეყანასო. ახლა ზესტაფონელთა წინაშე უფრო დიდი გამოწვევაა, გუნდი პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და იმედი ვიქონიოთ, რომ ევროსარბიელზეც ღირსეულად იასპარეზებს.

"სამტრედიასთან" მატჩის წინ ზესტაფონში უკვე იგრძნობოდა სადღესასწაულო განწყობა. ყველანი გამარჯვებისა და დიდი ზეიმის მოლოდინში იყვნენ. სტადიონიც ბოლომდე გაივსო (ცნობილი მოვლენების დროს დაზარალებული ერთი სექტორის გარდა). ადგილობრივ გულშემატკივრებს რომლებსაც ახალ-ახალი სიმღერები და შეძახილები ჰქონდათ მომზადებული.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ზესტაფონელთა დიდი უპირატესობით წარიმართა. რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ, 23-ე წუთზე ზესტაფონელებმა ანგარიში გახსნეს-გრიგალაშვილის პასით კარი ნიკა გელაშვილმა თავით დალაშქრა და ჩემპიონატში თავისი მე-17 გოლი გაიტანა. გელაშვილის საჩემპიონო მატჩში ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. გოლი ხომ გაიტანა, შემდეგ დვალს გაუკეთა საგოლე გადაცემა, ონიანმა მისი წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა შეაგდო, ბოლოს კი წინამძღვრიშვილსაც გაუწია ასისტენტობა. გასაკვირი არ არის, რომ თემურ ქეცბაიამ ექვს თანაგუნდელთან ერთად ნაკრებში გელაშვილიც გამოიძახა.

4:0-ის შემდეგ ზესტაფონელები მატჩის დასრულებასღა ელოდებოდნენ, დიდ ზეიმს რომ მისცემოდნენ. სამტრედიელებმა ამით ისარგებლეს და ბოლო წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანეს - დვალიშვილი ფლანგიდან დაიძრა, 5 ზესტაფონელი ჩამოიცილა და მართლაც მშვენიერი გოლი გაიტანა... ორიოდე წუთში სასტვენის ხმაც გაისმა და, ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა ვითარება იქნებოდა სტადიონზე. საპატიო წრის შემდეგ ფეხბურთელებმა კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელები "ააბურთავეს", ფეიერვერკის ფონზე შამპანური შესვეს და ყველაზე ერთგულ ფანებს მაისურები უსახსოვრეს. ფეხბურთელები სიხარულს ვერ ფარავდნენ.

მურთაზ დაუშვილი: "გახარებულები ვართ. ჩემპიონობა ლამაზი მოგებით გავიფორმეთ. ვულოცავ კლუბის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს, "ზესტაფონის" ყველა გულშემატკივარს ამ დიდ წარმატებას. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩემპიონები გავმხდარიყავით. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის."

ნიკა გელაშვილი: "დღეს რაც ხდება, ეს არის სასწაული. პირველად გავხდით საქართველოს ჩემპიონები. დიდი მადლობა გულშემატკივარს. ასეთი ქომაგები რომ არ გვყოლოდა, ძნელი იქნებოდა მიზნის მიღწევა. ვეცდებით, ევროთასებზეც წარმატებით ვიასპარეზოთ."

სტადიონიდან ზეიმმა ქუჩებში გადაინაცვლა. ჩემპიონობას მთელი ქალაქი გვიანობამდე ზეიმობდა. ქალაქის ცენტრში გამართულ კონცერტზე "ზესტაფონის" ავტობუსის გამოჩენას ისევ ფეიერვერკი და უსაზღვრო ემოციები მოჰყვა. ფეხბურთელები და მწვრთნელები სცენაზე ავიდნენ და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს, სამომავლოდ კი უფრო დიდ გამარჯვებებსა და სიხარულს დაჰპირდნენ...

იმ დროს კი, როცა "ზესტაფონი" ჩემპიონობას ზეიმობდა, მის მეტოქე "სამტრედიას" საზეიმოდ სულაც არ ჰქონდა საქმე. ამ მარცხის შემდეგ სამტრედიელებმა ოფიციალურად გაიფორმეს პირველი ლიგის "საგზური".

დავით კოხრეიძე ზესტაფონიდან

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო