1/2 ფინალურმა სერიამ იმდენი ემოცია ჩაიტია, რომ ძნელი იყო, ის ნეიტრალურ ჟურნალისტსაც არ გადასდებოდა
სუპერლიგა. 1/2 ფინალი

14 მაისი, თბილისი, სპირტის სასახლე

სოხუმი-არმია 65:71

21:16, 11:22, 13:18, 20:15

სერია მოიგო არმიამ - 3:1

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი

სოხუმი წთ მ პ ფ შ ჩ დ ქ

ფარღალავა 34:42 4 4 3 4 1 0 7

ჰარისი 33:56 5 5 2 0 1 0 8

ჩლაიძე 08:18 1 0 1 0 1 0 0

შანიძე 17:03 2 1 1 0 1 1 2

სორდია 09:54 1 0 0 1 0 0 8

კანკია 18:47 0 3 3 0 1 0 6

კ. დამუსი 29:18 15 0 3 5 0 0 16

რ. დამუსი 12:20 4 0 2 0 0 1 6

ფაცაცია 35:42 6 1 5 5 2 1 12

არმია წთ მ პ ფ შ ჩ დ ქ

ბაბიაშვილი 25:41 8 0 2 0 0 1 13

ბოისა 36:24 9 1 1 2 1 0 11

ტუღუში 38:47 4 5 2 4 3 0 22

პირველაშვილი 13:04 2 0 2 0 1 0 5

ათანელიშვილი 14:55 2 0 2 1 2 0 4

შარაბიძე 34:46 8 1 4 0 1 1 14

ბ. ბერიშვილი 36:23 4 4 2 2 3 0 2

"არმიამ" დასახულ მიზანს მიაღწია - ფინალში გავიდა. "სოხუმი" მე-3 ადგილისთვის "ქუთაისთან" იბრძოლებს. ნახევარფინალების დასრულების შემდეგ ასე მშვიდად ლაპარაკი იოლია, მაგრამ 1/2 ფინალურმა სერიამ იმდენი ემოცია ჩაიტია, რომ ძნელი იყო, ის ნეიტრალურ ჟურნალისტსაც არ გადასდებოდა.

ემოცია დადებითიც იყო და უარყოფითიც. დავიწყოთ უარყოფითით. შეიძლება, ამა თუ იმ მატჩის შემდეგ ერთი გუნდი მსაჯობით უკმაყოფილო დარჩეს, მაგრამ არ შეიძლება ეს შეგრძნება ჟურნალისტს გადაედოს, რომელიც შვეიცარიასავით ნეიტრალურია. "სოხუმი"-"არმიას" მეოთხე მატჩის შემდეგ პრეს-ლოჟაში მსხდარი ჟურნალისტები ერთხმად ამბობდნენ - მსაჯმა შეცდომები "არმიას" სასარგებლოდ დაუშვაო. ახლა, კონკრეტული მაგალითების მოყვანას არ მოვყვებით, რადგან არბიტრების განსჯა მათი ზემდგომი ორგანოს, სამსაჯო კომიტეტის პრეროგატივაა. ამ სეზონში უკვე ორი არბიტრი დაისაჯა - ზაზა მაჩალაძე და მალხაზ ანდღულაძე (ეს უკანასკნელი სეზონის ბოლომდე მოკვეთეს). ჰოდა, თუ მართლა იყო შეცდომები, იმედია, სათანადო რეაგირება არ დააყოვნებს.

მაგრამ იცით, რა არის სამწუხარო? - ქვეყანაში, სადაც მსაჯებს დღესაც სცემენ, ამ საქმისთვის ხელის მოკიდება არავის სურს. ამიტომაა, სუპერლიგის პლეი ოფებს ორ-ორი მსაჯი რომ ემსახურება. არადა ნახევარფინალებში შარშან და შარშანწინ სამ-სამი მსაჯი იყო. თუმცა მეოთხედფინალში ტვინის შერყევა მიიღო მაკა კუპატაძემ და ამიტომ, სუპერლიგის მოქმედ კალათბურთელ, ირაკლი ბერიშვილს სთხოვეს ქუთაისში მსაჯობა. წლეულს, ალბათ, ფინანსური მდგომარეობის გამო უცხოელი არბიტრების მოწვევა ვერ მოხერხდა. თორემ, ერთ მატჩს სამი მსაჯი რომ უნდა სჯიდეს, ეს ყველას კარგად მოეხსენება.

როგორც შევიტყვეთ, წინასწარ ცნობილია, რომ ფინალურ სერიას სამი არბიტრი მოემსახურება. როგორც უნდა დასრულდეს ფინალები, ერთი რამ დღესვე ხმამაღლა უნდა ითქვას - მსაჯობა მისახედია!

ახლა დადებითზე. "არმიამ" სერია 3:1 მოიგო. კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მათი შრომის გაუფერულება იქნება, "სოხუმის" წაგება არბიტრებს დავაბრალოთ. ტუღუშმა, ბოისამ, ბაბიაშვილმა და მათმა თანაგუნდელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გამოცდილება კალათბურთში ბევრს წყვეტს, ასევე დაგვანახეს მაღალი კლასი (საქართველოს დონეზე). "არმია" სწორედ კლასის ხარჯზე გავიდა ფინალში, სადაც თსუ-ს დაუპირისპირდება.

"არმია"-"სოხუმის" ნახევარფინალურმა სერიამ მთავარი, რაც დაგვანახა კალათბურთში მწვრთნელის მნიშვნელობა იყო. ორჯერ სუსტი შემადგენლობის "სოხუმმა" არმიელებს სწორედ მწვრთნელის, აინარს ბაგაცკისის წყალობით გაუჩაღა თანაბარი ბრძოლა. ეს ახალგაზრდა ლატვიელი, შესაძლოა, ზოგჯერ მეტად ემოციურად რეაგირებდა მსაჯების მოქმედებაზე, მაგრამ მთავარია, ხუთ თვეში იმდენს მიაღწია, რომ მანამდე ინდივიდუალიზმის იმედზე მყოფი გუნდი მონოლითურ კოლექტივად შეკრა, ჯერ შსს ჩამოიტოვა, შემდეგ გაციელბით ძლიერ "არმიას" ფიცხელი ბრძოლა გაუჩაღა. საქართველოში ჩამოსვლისას ბაგაცკისი წუხდა, ერთი-ორი კალათბურთელის დამატების საშუალება რომ მქონდეს, სულ სხვა კალათბურთს ვითამაშებდითო, მაგრამ მის ხელთ არსებული რესურსით მაინც მაქსიმუმზე მეტს მიაღწია.

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მეორე მწვრთნელი): "კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "სოხუმი" პლეი ოფს სათანადოდ მომზადებული შეხვდა. მთავარი მწვრთნელის მითითებით კალათბურთელებმა კარგად იშრომეს, რაც შსს-სთან მეოთხედფინალურ სერიაშიც გამოჩნდა და ნახევარფინალშიც. ბევრი ვიბრძოლეთ. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მომავალი სეზონისთვის ლეგიონერებით გავძლიერდებით, ჩვენს ხელთ არსებული რესურსიდან საუკეთესოებს დავტოვებთ და მეტის მიღწევას ვეცდებით."

botsvi
მოსეშვილისთვის საქებარი სიტყვა არ მოგეძებნათ ლექსიკონში
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა