ნუგზარ ჭეიშვილის თსუ-მ სუპერლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლა დაიმსახურა - რეგულარული ეტაპის მეორე წრეში საუკეთესო კალათბურთი უჩვენა
14 მაისი, ქუთაისი, სპირტის სასახლე

ქუთაისი-თსუ 74:80

17:21, 25:17, 18:20, 14:22

ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი

ქუთაისი წთ მ პ ფ შ ჩ დ ქ

ბაბუნაშვილი 30:34 2 2 2 2 0 1 14

დიდია 33:14 9 2 3 5 2 0 17

კვიმსაძე 35:42 5 10 3 2 1 0 9

ბოლქვაძე 22:06 9 1 5 2 1 1 11

ლომინაშვილი 13:17 3 0 1 1 0 0 4

გ. ბარბაქაძე 25:42 4 0 2 3 1 0 5

ცეკვავა 31:16 2 8 3 3 2 2 12

კოღუაშვილი 08:09 2 0 4 1 0 0 2

თსუ წთ მ პ ფ შ ჩ დ ქ

გაფრინდაშვილი 31:56 0 3 3 3 3 0 2

მარხვაშვილი 30:04 4 2 0 1 2 0 24

კოხრეიძე 09:01 1 1 2 0 2 0 0

ლონდარიძე 26:59 10 3 4 1 1 1 15

კორკოტაძე 15:16 2 0 1 0 1 0 4

ჩიტაშვილი 10:37 2 0 0 0 0 0 5

მათიაშვილი 36:45 11 3 5 4 2 1 17

მ. ბერიშვილი 39:22 6 7 2 4 1 1 13

ნუგზარ ჭეიშვილის თსუ სუპერლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. სტუდენტებმა ეს ამჯერადაც დაიმსახურეს - რეგულარული ეტაპის მეორე წრეში საუკეთესო კალათბურთი უჩვენეს.

მას მერე, რაც ქუთათურებმა ნახევარფინალურ სერიაში თბილისში ანგარიში გაათანაბრეს (1:1), იმერლებს გაუჩნდათ იმედი, რომ მომდევნო ორ მატჩს შინ უფრო თავდაჯერებით შეხვდებოდნენ. შეიძლება, ასეც მოხდა, მაგრამ თსუ-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რეგულარულ ეტაპზე მეორე ადგილი შემთხვევით არ დაუკავებია - ჩვეული გუნდურობის წყალობით სერია 3:1 მოიგო.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ფანჩულიძის არყოფნა სტუდენტებს გიორგი მარხვაშვილმა არ დაატყო, რომელმაც 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და მატჩის ბომბარდირი გახდა - 24 ქულა. ორმაგი დუბლები შეასრულეს რიჩარდ მათიაშვილმა (17 ქულა, 11 მოხსნა) და ილია ლონდარიძემ (15 ქულა, 10 მოხსნა).

როგორც "სოხუმზე" ვერ ვიტყვით აუგს, ასევე "ქუთაისზეც" - ქუთათურებმა ხანგრძლივი შესვენების შემდეგ სუპერლიგაში დაბრუნება ნახევარფინალში გასვლით აღნიშნეს. იმედი დავიტოვოთ, რომ იმერლები ამაზე არ შეჩერდებიან და გაისად ისევე გააძლიერებენ გუნდს, როგორც "სოხუმი" აპირებს.

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო