სამაგიდო თამაშებზე თაობები იზრდება. მსგავსი ტიპის თამაშები საუკეთესო გასართობია იმ ადამიანებისთვის, ვისაც კარტის თამაში ნაკლებად იზიდავს.

"მონოპოლია" და ამ თამაშის ქართული პროტოტიპი "ბიზნესმენი", "ავალონი" და მრავალი სხვა სამაგიდო თამაში გართობასთან ერთად, მოთამაშეს უვითარებს აზროვნების განსხვავებულ სტილს.

სამაგიდო თამაშების უმრავლესობა გათვლილი არ არის 16 წლამდე მოზარდებზე. ისინი ყოველთვის "დიდების" თამაშებად ითვლებოდა და პატარებსაც სხვა გზა აღარ რჩებათ, სურვილის მიუხედავად, გარეთ ქვიშაში ან ბურთით უნდა ითამაშონ.

ბავშვურ თამაშად არასდროს ითვლებოდა "მონოპოლიის" მსგავსი თამაშები და ბავშვებს ერთმევათ შესაძლებლობა, განიცადონ ის ემოცია, რასაც სამაგიდო თამაშის "ექშენი" ჰქვია, სადაც ჩახლართული ბიზნესგეგმები, კეთილსინდისიერი ბანკირი და იღბალი ერთ მატერიაში ერთიანდება. გაკოტრების ზღვარზე მისული, კოალიციას რომ ჩამოაყალიბებ და თამაშიდან არგავარდნის იდეით შეპყრობილი ბანკიდან სესხსაც რომ აიღებ… ეს საინტერესო და უცნაური ემოცია მხოლოდ "დიდებისთვის" არაა, ეს ემოცია ყველას ეკუთვნის…

რამდენიმე დღის წინ, "მონოპოლიაში" დამარცხების შემდეგ, თანაც ისეთი დამარცხების, თან თამაშის სურვილს რომ აღგიძრავს და თან ამ თამაშის ყუთის დანახვა რომ გაღიზიანებს, სათამაშოების მაღაზიაში შევიარე, ჩემს სახლთან ახლოს "პეპელაში" და სათამაშოების დათვალიერება დავიწყე, იქნებ რამე ისეთი აღმოვაჩინო, გული რომ გადავაყოლო და დამარცხების გაბრაზება რომ გადაწონოს-მეთქი და შემთხვევით ახალ სამაგიდო თამაშს გადავაწყდი.

წინასწარ შემეშინდა დამარცხების და ეს გრძნობა ცოტა მეუცნაურა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ეს სამაგიდო თამაშები პატარა ბავშვებზეც იყო გათვლილი (8 წელს გადაცილებული ბავშვებისთვის), დავწყნარდი… გონებაში ვხატავდი მზაკვრულ გეგმებს, თუ როგორ მოვუგებდი ჩემს პატარა ძმებს ამ თამაშში და გულსაც ვიჯერებდი.

ეს თამაში 2-4 ადამიანზეა გათვლილი, მოთამაშის მიზანი კი საფეხბურთო ნაკრებების შეგროვება და შესაბამისად, სხვა მოთამაშეების გაბანკროტებაა. ამ ოთხი სანტიმეტრის სისქის სამაგიდო თამაშზე - "საფეხბურთო მენეჯერზე" მოგების იმედებს ვამყარებდი, ამიტომაც სასწრაფოდ სალაროსთან მივედი, 60 ლარი მივაწოდე და ხურდას აღარ დაველოდე, ისე გავიქეცი სახლში…

კონსულტანტმა კი შემომძახა, 10 თეთრი გეკუთვნითო, მაგრამ ვის ანაღვლებდა ლიფტის ათთეთრიანი, გამარჯვება აღარ იცდიდა. "საფეხბურთო მენეჯერის" შეძენა 59.90 ლარად სწორედ "პეპელასა" და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ.

სახლში მივედი, წესები გადავიკითხე, ჩემს პატარა ძმებსაც წავუკითხე და თამაში დავიწყეთ… მოგება და წაგება ძმები არიანო, მომაძახეს ძმებმა და დამარცხებული დამტოვეს ჩემს სამაგიდო თამაშთან...

ლევანი
როგორ ვიტამაშოტ საფეხბურთო მენეჯერი ხომ ვერ ამიხსნით?
ლევანი
თუ შეგიოძლიათ დეტალურად ამიხსნატ თამაშის წესები
ლევანი
როგორ უნდა ვიტამასოთ საფეხბურთო მენეჯერი
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში