ჩმილიტე და ხოტენაშვილი მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატში, რვა ტურის შემდეგ, 6,5-6,5 ქულით კვლავ ლიდერებად რჩებიან
ერთდღიანი შესვენების შემდეგ "შერატონ მეტეხი პალასში" გუშინ განახლდა მოჭადრაკე ქალთა ევროპის ჩემპიონატი. ყველაზე დიდ ინტერესს, ცხადია, ტურის ცენტრალური შეხვედრა იწვევდა: 6-6 ქულით დაწინაურებული ბელა ხოტენაშვილი და ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

მეტოქეებმა ბენონის დაცვა გაითამაშეს. მე-13 g4 სვლით ქართველმა დიდოსტატმა არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღო - თეორიას გადაუხვია და პოზიცია გაართულა. ენდშპილში გადასვლისას ბევრად უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე მისი რეალიზება ვერ მოახერხა და მეტოქეს ნახევარი ქულის მოპოვების შანსი მისცა. ამდენად, რვა ტურის შემდეგ ჩმილიტე და ხოტენაშვილი 6,5-6,5 ქულით კვლავ ლიდერებად რჩებიან.

შვიდი ტურის შემდეგ 5,5-5,5 ქულით მესამე-მეხუთე ადგილებს ლელა ჯავახიშვილი, ორგზის ევროპის ჩემპიონები - კატერინა ლახნო (უკრაინა) და პია კრამლინგი (შვედეთი) იყოფდნენ. გუშინ დაზავდნენ კრამლინგი-ჯავახიშვილი, ანა მუზიჩუკი (სლოვენია) და ლახნო.

ხუთქულიანთაგან წარმატებას მიაღწიეს ტატიანა კოსინცევამ (რუსეთი), ელინა დანიელიანმა (სომხეთი), ანტოანეტა სტეფანოვამ (ბულგარეთი) და ქეთევან არახამია-გრანტმა, რომლებმაც, შესაბამისად, სალომე მელია, ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი), ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი) და ლილით გალოიანი (სომხეთი). დაამარცხეს დაზავდნენ: ნინო ხურციძე-ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი), ანასტასია სავინა (რუსეთი)-ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი), ნაზი პაიკიძე-ევგენია ოვოდი (რუსეთი), ხოლო მარია რომანკომ (რუსეთი) თეთრებით ნინო ბაციაშვილთან წააგო.

რვა ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასეთია: ჩმილიტე, ხოტენაშვილი-6,5-6,5, დანიელიანი, ლახნო, სტეფანოვა, ჯავახიშვილი, კრამლინგი, ტ. კოსინცევა, არახამია-გრანტი-6-6, პაიკიძე, ოვოდი, ნ. კოსინცევა, ა. მუზიჩუკი, ხურციძე, სავინა, კოსტენიუკი, ბაციაშვილი, მანაკოვა, მატვეევა-5,5-5,5 ქულა.

დღეს მე-9 ტურში ითამაშებენ: ჩმილიტე-კრამლინგი, ლახნო-ხოტენაშვილი, დანიელიანი-ტ. კოსინცევა, ჯავახიშვილი-სტეფანოვა, კოსტენიუკი-არახამია-გრანტი, ნ. კოსინცევა-სავინა, ოვოდი-ა. მუზიჩუკი, ბაციაშვილი-ხურციძე, მატვეევა-პაიკიძე, ბოდნარუკი-მანაკოვა, სოფიო გურამიშვილი (5)-ჰოანგ თან თრანგი (5), ნათია ჯანჯღავა (5)-ევა მოზერი (5), მელია (5)-ბულმაგა (5), მერი არაბიძე (5)-ნანა ძაგნიძე (4,5)...

ავტორის ფოტო

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"