2003-04 წლებში დაბადებულ წყალბურთელ ვაჟთა საქართველოს 2018-19 წლების გამარჯვებული "არენა" გახდა.

"არენამ" ფინალში "ივერიას" 12:5 სძლია.

თავდაპირველად 2003-04 წლებში დაბადებულ წყალბურთელ ვაჟთა საქართველოს 2018-19 წლების ჩემპიონატში 11 გუნდი ჩაება.

ერთწრიანი პაექრობების შემდეგ გამოიკვეთა მედლებისთვის მებრძოლი ექვსი გუნდი. მე-2 წრეში სხვებისგან აშკარად გამოირჩეოდა "არენა" (დიმა ჭუმბურიძე, გიორგი კირიაკიდი, ლუკა ჩიქოვანი, თემურ სურმავა, გიორგი აზარაშვილი, ლუკა მელიქიძე, ლუკა თავყელიშვილი, საბა ტყეშელაშვილი, საბა გოგიჩაიშვილი, დავით გორგოძე, თორნიკე გაფრინდაშვილი, დიტო გოგუა, დათო ჩხეიძე, ცოტნე ჯიბლაძე, ნიკა ლაზარეიშვილი, მწვრთნელები - სოსო მაისურაძე და ნოდარ ჩხარტიშვილი), რომელმაც ჯგუფში ხუთივე შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგო და რეგულარულ ჩემპიონატში 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მას 3 ქულით ჩამორჩა "ივერია", მესამე-მეოთხე ადგილებზე, შესაბამისად, "დინამო" და "ბათუმი" გავიდნენ.

სწორედ ამ ოთხეულმა მოიპოვა პლეი-ოფში თამაშის უფლება. ნახევარფინალში "არენამ" "ბათუმი" დაჯაბნა - 12:4, ხოლო "ივერიამ" "დინამოს" მოუგო - 10:5. გადამწყვეტ პაექრობაში სოსო მაისურაძის შეგირდებმა "ივერიასაც" სძლიეს - 12:5 და 16-წლამდელებში საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს. ვერცხლის მედლები "ივერიას" ერგო. დაძაბული და დრამატული გამოდგა მესამე ადგილისთვის შეხვედრა. ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ - 9:9. პენალტებით დინამოელებმა 7:6 გაიმარჯვეს და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

- პრიზიორ გუნდებში ზოგი საქართველოს 15, ზოგიც 17-წლამდელთა ნაკრების წევრი თამაშობს. წლეულს მათ კარგი სეზონი ჰქონდათ. ახლა ცოტას დაისვენებენ და ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატების დასკვნითი ეტაპებისთვის მზადებას დაიწყებენ. 15-წლამდელები ბულგარეთში (ივლისი), 17-წლამდელები კი თბილისში (აგვისტო) იასპარეზებენ, - გვითხრა სოსო მაისურაძემ.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა: 1. "არენა", 2. "ივერია", 3. "დინამო", 4. "ბათუმი", 5. "რუსთავი", 6. "ქუთაისი" (2), 7. "სპორტმენეჯმენტი", 8. "ერევანი", 9. "ტონუსი", 10. "დიღომი", 11. "ქუთაისი" (1).

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს
წყალბურთი. "თბილისი" საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
წყალბურთის ისტორია და განვითარების ეტაპები საქართველოში
ლევან ბერიშვილი: ერთადერთი სპორტი ვართ ამ ეტაპზე, რომელსაც რეალურად აქვს შანსი, ოლიმპიურ თამაშებში შევიდეს
წყალბურთი. ჩემპიონატი: ლიდერებმა კვლავ გაიმარჯვეს
წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი: ფინალში "დინამო" და "თბილისი" არიან