რუმინეთის ქალაქ მამაიაში, ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ჭადრაკში, 6 წლის დავით თათვაძემ უმაღლესი ტიტული მოიპოვა.

პატარა სპორტსმენმა პირველ 7 ტურში 7 ქულა აიღო და შეჯიბრების დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა ოქროს მედალი. როდის მივიდა დავითი ჭადრაკზე, რა რეაქცია ჰქონდა ჩემპიონობაზე? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხი "კვირის პალიტრამ" დავითის დედა ეთერ ხობუას  სთხოვა.

Sportall.ge გთავაზობთ ნაწყვეტებს აღნიშნული ინტერვიუდან.

- დავითი თავიდანვე ძალიან განსხვავებული და გამორჩეული ბავშვი იყო. ორი წლისამ ასოების სწავლა დაიწყო, ჯერ ქართული ისწავლა, მერე ინგლისური. ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით, სახლში ნახა ჭადრაკის დაფა. თავიდან ფიგურების დალაგება ვასწავლეთ. სიმართლე რომ ვთქვა, არც მიფიქრია, ასეთ პატარა ასაკში ჭადრაკის სწავლა თუ შეიძლებოდა.

დაახლოებით 3,5 წლის იყო, როცა დაინტერესდა, როგორ ხდებოდა ჭადრაკის თამაში, სვლები როგორ კეთდებოდა. მერე კომპიუტერთან ჯდებოდა და კომპიუტერს ეთამაშებოდა. რადგან ასე

დაინტერესდა, გადავწყვიტეთ, მასწავლებელთან მიგვეყვანა. ოთხი წლისა მივიყვანეთ ქალბატონ ნანა ჭეფხოძესთან, რომელმაც თავიდან გვითხრა, რომ პატარა იყო, თუმცა მერე შეამოწმა, ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, აეყვანა.

დაახლოებით ორ თვეში პირველ ტურნირზე გაიყვანა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მეორე ადგილი დაიკავა, მაშინ ჯერ კიდევ 4 წლის იყო. იქიდან მოყოლებული, სერიოზულად ჩავერთეთ და თითქმის ყველა ტურნირში, სადაც მონაწილეობა მიუღია, ყოველთვის საპრიზო ადგილებზე გადის. ევროპის ჩემპიონატის საგზური საქართველოს ჩემპიონატზე მოიპოვა, როცა შვიდწლამდელთა ჩემპიონატში ვიცე-ჩემპიონი გახდა.

- როგორი რეაქცია ჰქონდა დავითს, როდესაც ევროპის ჩემპიონი გახდა?

- რომ ვთქვა, რაიმე განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდა-მეთქი, მოვიტყუები. იმდენად პატარაა, რომ კარგად ვერც მიხვდა, თუ რამხელა რაღაც მოხდა. მისთვის მთავარია თამაში, რაც ძალიან უყვარს! მიდის, იგებს და ამით არის ბედნიერი. ამბობდა, დიდი ხანია, ჩემპიონატებიდან თასი არ წამომიღია სახლშიო და თასი რომ მისცეს, ამით იყო უბედნიერესი. ჩემპიონობის მერე ბევრმა დაგვირეკა ინტერვიუს თხოვნით, მაგრამ თვითონ დავითს ლაპარაკი არ უყვარს, არც ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს. რამდენიმე დღის წინ მაღაზიაში იცნეს და არ მოეწონა, ამათ საიდანღა გაიგეს ჩემი ჩემპიონობის ამბავიო.

- გარდა ჭადრაკისა, სხვა რითი ერთობა პატარა ჩემპიონი?

- ძირითადად, ჭადრაკითაა დაკავებული, თუმცა ახლა ახალი გატაცება აქვს და ამბობს, რომ ჭადრაკთან ერთად ფეხბურთიც უნდა ისწავლოს. ძალიან უყვარს მათემატიკა. აეროპორტში ჟურნალები ჰქონდა და თითქმის მთელი გზა სუდოკუს ხსნიდა. ძირითადად, შემეცნებით რაღაცებით უყვარს გართობა.

იხილეთ სრული ინტერვიუ kvirispalitra.ge-ზე

ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
U21 | ახალგაზრდულმა მარტის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - პირველი ვარჯიში წყალტუბოში
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
თავის აღზრდილს დაიბრუნებენ? - "რეალი" კარვახალის შემცვლელს ეძებს
ანტი-რეკორდის გამეორება 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ - "ტოტენჰემი" ღრმა კრიზისშია
38 წლის ასაკში დიმიტრი პაიემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
[VIDEO] მესიმ პელეს გადაუსწრო - ლეოზე წინ ახლა მხოლოდ ჟუნინიოა
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება