ქართული ლეგიონის მონაგარის მიმოხილვა: მათეს პირველი გასროლა, მუმუს - მეორე
ევროპული საფეხბურთო სეზონის მიწურულს ქართველ ლეგიონერებს საკმაოდ მოსავლიანი უქმეები ჰქონდათ. ეს განსაკუთრებით ახლა გამოჩნდა, რადგან ერთი კვირის წინ ქართული ლეგიონის ასეულიდან ვერავინ შეძლო თავის გამოჩენა. ახლა კი ქართული გოლები სად აღარ ვიხილეთ, რუსეთსა თუ იაპონიაში, გერმანიასა და აზერბაიჯანში. სამმა ჩვენებურმა კი სულაც ტიტული მოიგო.

სანაკრებო მატჩიც გვიახლოვდება და სამწუხაროდ, რამდენიმე ჩვენს ლეგიონერს ტრავმა აწუხებს, მათ შორის თვით კაპიტანია...

სუფთა ქართული გოლი

22 წლის მათე ვაწაძემ, რომელიც რუსულ საიტ, "ჩემპიონატის" ვერსიით 400 ათასი ევრო ღირს, ლეგიონურ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა. თანაც, "დინამოს" ყოფილმა ფორვარდმა მეტად მნიშვნელოვან დროს შეაგდო - ნალჩიკში თამაშის ბოლო წუთზე, როცა ქართველთა "ვოლგა" აუტსაიდერთან 0:1-ს აგებდა.

სხვათა შორის, ვაწაძეს ჯერ ერთხელაც არ უთამაშია "ვოლგას" სასტარტო შემადგენლობაში, ახლაც მეორე ტაიმში გოგიტა გოგუა შეცვალა. ნალჩიკში კი ძალზე მოსაწყენი თამაში გაიმართა, სადაც ცუდი მოედანი ფეხბურთელებს არ აძლევდა კომბინაციური ფეხბურთის ჩვენების საშუალებას. მასპინძლებს არ ჰყოლიათ დავით სირაძე, სტუმრებს კი ტრავმირებული გოჩა ხოჯავა, გია გრიგალავა ამჯერად სათადარიგოთა სკამს დააჯერეს. "ჩემპიონატმა" ვაწაძეს, ოთარ მარცვალაძეს და ლაშა სალუქვაძეს 6-6 ბალი დაუწერა, გოგუას კი - 5 (ყველაზე ცუდი შეფასება გუნდში).

მატჩის შემდეგ ომარ თეთრაძემ მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს ბოლომდე ბრძოლისთვის და წაგებათა 4-მატჩიანი სერიის შეწყვეტისთვის. ქულის მომტან გოლში კი ლომის წილი მარცვალაძემ დაიდო, რომლის ანგარიშზეც საგოლე პასია.

გვსურს, რუსეთში მოთამაშე სხვა ქართველ ლეგიონერებზეც ვთქვათ რამე, მაგრამ... ალეკო ამისულაშვილი და ჯანო ანანიძე კვლავ არ არიან მწყობრში, არადა, სანაკრებო თამაში გვიახლოვდება. ერთადერთი გასახარი მცირე ტრავმის შემდეგ "ანჟის" კარში ნუკრი რევიშვილის დაბრუნებაა. ნუკრიმ კარი მშრალად შეინახა "ყუბანთან" მატჩში. თანაც ისე, რომ "ჩემპიონატმა" გუნდში საუკეთესო შეფასება დაუწერა - 6,5 ბალი. საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ ნომერ პირველ გოლკიპერს პრემიერლიგის 7 მატჩში მხოლოდ 5 გოლი აქვს გაშვებული (ერთი პენალტი).

დუბლების ჩემპიონატში თავი "ანჟის" 19 წლის ფორვარდმა გიორგი ილურიძემ გამოიჩინა. ეს მისი მე-3 გოლია სეზონში.

13-ში 13-მა

ის, რომ რომის ოლიმპიურ სტადიონზე "ჯენოას" კახა კალაძე არ ეყოლებოდა, წინასწარ ვიცოდით. ქართველი მცველის გარეშე მოთამაშე გენუელებმა "ლაციოსთან" წააგეს - 2:4. "ჯენოას" 13-მა ნომერმა 13 მაისს ვარჯიშზე დაიშავა კოჭი. კლუბში ირწმუნებიან, რომ ტრავმა საშიში არ არის. ბოლო ტურის წინ "ჯენოა" 48 ქულით მე-10 ადგილზეა.

ლევან მჭედლიძე დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა "ემპოლის", რომელსაც სერია A -ში გადასვლის შანსი გაუჩნდა - პლეი ოფის ზონას 2 ქულაღა აშორებს.

ჩემპიონები

ლევან კორღალიძე, დავით გამეზარდაშვილი და მამუკა ლომიძე "დაჩიას" ფეხბურთელებთან ერთად ისტორიის შემოქმედნი შეიქნენ - მათ ვაჟა თარხნიშვილის "შერიფის" 10-წლიანი "მეფობა" დაამხეს და მოლდოვის ჩემპიონები პირველად გახდნენ. ეს "დაჩიამ" ორი ტურით ადრე მოახერხა, როცა სტუმრად "კოსტულენის" მოგებით "შერიფისთვის" მიუღწეველი გახდა. კორღალიძეს სეზონში 13 გოლი დაუგროვდა, გამეზარდაშვილს - 5.

"ჩვენ მხოლოდ ერთი ოცნებით ვცხოვრობდით - გავმხდარიყავით ქვეყნის ჩემპიონები. ახლა, როცა შამპანურისგან მთლიანად სველი ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. იმედია, ეს ჩვენი ბოლო ტიტული არ იქნება", - განაცხადა ლევან კორღალიძემ "დაჩიას" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში. აქვე ვიტყვით, რომ ამ ტურში მოლდოვაში გოლები გაიტანეს სანდრო შუბლაძემ ("ისკრა-სტალი") და ვასილ ღუჭაშვილმა ("ზიმბრუ"), რომელმაც სეზონი "დაჩიაში" დაიწყო.

უემბლიმდე მილენიუმი

ზურაბ ხიზანიშვილი პრემიერლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის - მისმა "რედინგმა" "კარდიფ სიტის" პლეი ოფის პირველ მატჩში უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. ახლა პლეი ოფის ფინალისტს უელსური შეხვედრა გამოავლენს. ჩვენებურმა ჩვეულად და დამაჯერებლად ითამაშა დაცვის ცენტრში. საპასუხო მატჩი სამშაბათსაა.

დავით მუჯირმა კლავ გაიტანა ჯეი-ლიგაში, ამჯერად "იოკაჰამა მარინოსის" კარი აიღო, ქართველი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთი თავზე გადაუგდო.

ბოლო სიტყვა კობიმ თქვა

II ბუნდესლიგაში ადგილი ბოლო ტურში შეინარჩუნა ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ", რომელმაც შინ ბერლინის "უნიონი" 3:2 დაამარცხა და მე-15 ადგილზე დაასრულა ტურნირი. ქართველმა კაპიტანმა მე-3 წუთზე გაატანინა კრისტეას. ეს ჩვენებურის მე-8 საგოლე პასია სეზონში. "შპორტალმა" იაშვილს 2,5 ბალი დაუწერა.

II ბუნდესლიგის ჩემპიონმა "ჰერტამ" სეზონი მოგებით დაასრულა, გამარჯვების გოლი "აუგსბურგის" კარში ლევან კობიაშვილმა პენალტით გაიტანა. ლევანმა სეზონი 3 გოლით დაასრულა და ახლა ბუნდესლიგა ელის. კობიაშვილმა 3 ბალი დაიმსახურა.

ჰოლანდიაში კინაღამ კატასტროფულად დასრულდა მერაბ ჟორდანიასთვის "ვიტესში" პირველი საპრეზიდენტო სეზონი - ბოლო ტურში "ვიტესი" შინ 1:4 განადგურდა უშუალო კონკურენტ "ექსელსიორთან" და ბეწვზე გადაურჩა გასავარდნ პლეი ოფში თამაშს. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა მასპინძელთა რიგებში. მომავალ სეზონში კაშიას და გიორგი ჭანტურიას გუნდი ისევ ერედივიზიეში ითამაშებს.

გიორგი ადამიას ჰეთ თრიკზე ჩემპიონ "ნეფთჩის" კარში უკვე ვწერდით...

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა