გორში ცნობილი ფალავანის, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს ტურნირი გაიმართა ჭაბუკთა შორის, ათზე მეტი ქალაქის წარმომადგენელთა მონაწილეობით
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, ”ოლიმპიური გამოწვევის” ეგიდით ატარებს შეჯიბრებებს, სპორტის სხვადასხვა სახეობებაში.

14-15 მაისს გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზმა ამ პროექტის ფარგლებში უმასპინძლა ცნობილი ფალავანის, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს ტურნირს ჭაბუკთა შორის ათზე მეტი ქალაქის წარმომადგენელთა მონაწილეობით. აქვე იყო ერთობლივ წვრთნებზე გორში მყოფი აზერბაიჯანის ძიუდოს ორი კლუბის გუნდი. ორივე საშეჯიბრო დღემ დარბაზში სავსე ტრიბუნების წინ ჩაიარა.

ღონისძებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა სპორტის სამინისტროდან, ძიუდოს ფედერაციიდან, ადგილობრივი ხელისუფლებიდან.

”ოლიმპიური გამოწვევის” ეგიდით ეს მეორე ღონისძიება იყო ჩვენს მიერ ორგანიზებული. პირველი ჩავატარეთ კარატეში. მეორე ძიუდოში და საამისოდ გორი იმიტომ შევარჩიეთ, რომ ტრადიცია აქვს ამ ქალაქს. ამასთან შოთა ჩოჩიშვილის სახელი მივანიჭეთ ამ ღონისძიებას. ბუნებრივია, გვინდა ამ ასაკშივე გამოვავლინოთ ის ტალანტები, რომლებიც ცოტა ხანში უკვე ასაკობრივი ნაკრებების თავკაცთა თვალთახედვის არეში მოხვდებიან.

კარგია, რომ სტუმრებიც გვყავდა აზერბაიჯანიდან, რომლებმაც საკმაოდ მძაფრი კონკურენცია გაუწიეს ჩვენს ძიუდოისტებს. სულ ათზე მეტ ღონისძიებას ჩავატარებთ ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. ამისი საშუალებებიც გვაქვს და რესურსიც. ასე რომ, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სპორტსმენები თუ ზოგადად სპორტის ქომაგები საიტერესო სპორტული ღონისძიებების მოლოდინში უნდა იყვნენ” - გვითხრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ნამგალაურმა.

გაგაცნობთ გამარჯვებულებს და პრიზიორებს:

გოგონები. 40 კგ - 1. ეთერ ლიპატრელიანი (მესტია), 2. მარიამ ილურიძე (სამაჩაბლო), 3. ნატო ყიფშიძე და ქეთი ჩხეიძე (ორივე - თბილისი); 44 კგ - 1. მზია ბებოშვილი, 2. ლიკა როგავა (ორივე - თბილისი), 3. ნინო ვართანიანი (წყნეთი) და მარი ზანგალაძე (სამაჩაბლო); 48 კგ - 1. სალომე აბაშიძე, 2. თეა მარგიანი, 3. დიანა ურუსიანი და ინა გალუსტიანი (ოთხივე - თბილისი):

52 კგ - 1. გურანდა შოთაძე (აჭარა), 2. სალომე მარგიანი, 3. სალომე მჭედლიშვილი და ტატიანა ჯოხაძე (სამივე თბილისი)

57 კგ - 1. მარი ჯანაშვილი 2. თამარ მჭედლიშვილი (ორივე თბილისი), 3. თამარ საითიძე და მარი მახარაშვილი (ორივე გორი)

მძიმე - 1. ანი მინდიაშვილი, 2. ნათია ყავრელიშვილი (ორივე გორი), 3. ხატია ჯანაშვილი და ნია ნატროშვილი (ორივე დედოფლისწყარო)

ბიჭები. 38 კგ - 1. ასიმან რაგიმოვი (აზერბაიჯანი), 2. თორნიკე ტიტვინიძე (ქარელი), 3. ნიკო ჭიკაიძე (ახმეტა) და ვასილ ქერდიყოშვილი (გორი); 42 კგ - 1. მეხტი ასკეროვი (აზერბაიჯანი), 2. არჩილ კუჭუაშვილი (საგარეჯო), 3. გიორგი დოღონაძე და გიორგი აბაშიძე (ორივე - თბილისი) 46კგ - 1. არიფ გასიმოვი (აზერბაიჯანი), 2. თორნიკე მათიაშვილი (საგარეჯო), 3. გაგა იმერლიშვილი (ახმეტა) და ფუად ბეიბუტლუ (აზერბაიჯანი): 50 კგ - 1. კამილ ჯაბაევი (აზერბაიჯანი), 2. დავით ოძელაშილი (თბილისი), 3. ირაკლი გოგატიშვილი (გორი) და ბექა ტერტერაშვილი (საგარეჯო); 55 კგ - 1. რაუფ ხალილოვი, 2. ელვარ აბდულაევი (ორივე აზერბაიჯანი), 3. ზაზა ბერაშვილი (გორი) და ჭაბუკა კირაკოზაშვილი (საგარეჯო); 60 კგ - 1. სიმონ მამარდაშვილი (საგარეჯო), 2. ფადაილ სალიმანოვი, 3. ჰუსეინ ჯანატოვი (ორივე აზერბაიჯანი) და დიმიტრი გიგაური (გორი); 66 კგ - 1. მათე ბენდელიანი (ლენტეხი), 2. დავით იმერლიშვილი (ქარელი), 3. მათე გელაშვილი (ლენტეხი) და გიორგი შალვაშვილი (საგარეჯო); 73 კგ - 1. დიმიტრი წურიაშვილი, 2. ვალერი ჭიღლაძეE(ორივე გორი), 3. გიორგი თედიაშვილი (ქარელი) და ანდრო მაისურაძე (გორი); მძიმე - 1. თედო წოწინაშვილი (მცხეთა), 2. გიორგი ქანთარია (თბილისი), 3. გიორგი მჭედლიშვილი (გორი) და საბირ აგაევი (აზერბაიჯანი)

ვასილ ბალახაძე

გორიდან

დავით ასპანიძის ფოტო

ფოტოზე: გამარჯვებულებს აჯილდოებს შოთა ჩოჩიშვილის ვაჟი, რამაზ ჩოჩიშვილი

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...