ახაგაზრდა ქართველი ლაინსმენი გიორგი ყრუაშვილი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ მატჩს მოემსახურა
ვერ გეტყვით, კიდევ რამდენი წელი დაგვჭირდება ცდა, სანამ ევროპის რომელიმე ასაკობრივი ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებს ვიხილავთ, სამაგიეროდ, ამ წარმატებას მიაღწია ახალგაზრდა ქართველმა ლაინსმენმა გიორგი ყრუაშვილმა, რომელიც გუშინ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ მატჩს მოემსახურა.

ფინალში ჰოლანდიამ გერმანია 5:2 გაანადგურა, შეხვედრის ესტონელ არბიტრ კრისტო ტოჰვერს კი ყრუაშვილი და უნგრელი ვენცელ ტოტი დაეხმარნენ.

გიორგი, რომელიც ცნობილი ქართველი არბიტრის, კარლო ყრუაშვილის შვილიშვილია, უეფამ ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ მატჩზე (დანია-ინგლისი, დანია-საფრანგეთი, ჩეხეთი-რუმინეთი) გაამწესა, რის შემდეგაც იგი ჰოლანდია-ინგლისის ნახევარფინალშიც ამსაჯეს და როცა აქაც დამაჯერებლად გაისარჯა, ფინალში "გასვლის" უფლებაც მოიპოვა.

ორიოდე სიტყვით თვით ჩემპიონატზეც, რომლის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდამდეც მიაღწია კობა ჟორჟიკაშვილის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა. ფინალში ანგარიში გერმანელებმა გახსნეს, პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი ჰოლანდიელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ალბერტ სტუივენბერგის გუნდმა გერმანიას შანსი არ დაუტოვა.

ცნობისთვის, ეს გუნდები ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინაც ჰოლანდიამ გაიმარჯვა – 2:0. ჰოლანდიელებმა მხოლოდ ჩეხებს ვერ მოუგეს, დანარჩენ მატჩებში კი

დამაჯერებლად გაიმარჯვეს. საფრანგეთი, რომელიც ელიტრაუნდში ჩვენი მეტოქე იყო, ჯგუფში ჩარჩა, ხოლო ინგლისი, რომელიც საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე თბილისში გამართულ პირველ შესარჩევ ეტაპზე იყო, ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალში, ჰოლანდიასთან 0:1 დამარცხებით გამოეთიშა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა