2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი, მარათონელი სამუელ ვანჟირუ, ქალაქ ნიახურურუში საკუთარი სახლის აივნიდან გადახტა და სასიკვდილოდ დაიმტვრა
2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი, მარათონელი სამუელ ვანჟირუ, ქალაქ ნიახურურუში საკუთარი სახლის აივნიდან გადახტა და სასიკვდილოდ დაიმტვრა.

ადგილობრივი პოლიციის მონაცემებით, ვანჟირუ 15 მაისს გვიან საღამოს გარდაიცვალა. სავარაუდოდ, 24 წლის სპორტსმენმა თავი მოიკლა, თუმცა პოლიცია მომხდარის სხვა ვერსიებსაც განიხილავს.

ნიახურურუს პოლიციის წარმოამდგენლების თქმით, 15 მაისს საღამოს სპორტსმენს ცოლმა სხვა ქალთან შეუსწრო, საძინებლის კარი ჩაკეტა, სადაც წყვილი იმყოფებოდა და სახლიდან გაიქცა. ამის შემდეგ, მათი თქმით, ვანჟირუ აივნიდან გადავარდა.

სამუელ ვანჟირუმ 2008 წელს პეკინში ოლიმპიური რეკორდი დაამყარა - მარათონული დისტანცია 2 საათში 6 წუთსა და 32 წამში დაფარა. სამუელ ვანჟირუ ჩიკაგოს მარათონის გამარჯვებულიც იყო 2009 და 2010 წელს, 2009 წელს კი ლონდონის მარათონიც მოიგო.

2010 წლის დეკემბერში, ვანჟირუ საკუთარ სახლში ცოლზე თავდასხმის და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. სპორტსმენი თავიდან გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი მისმა მეუღლემ ბრალდებაზე უარი თქვა. ამასთან, ვანჟირუსთვის იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდება მაინც არ მოუხსნიათ.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა