აღმოსავლეთის ფინალის პირველ მატჩში სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო "მაიამიმ"
აღმოსავლეთის ფინალის პირველ მატჩში სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო "მაიამიმ", რომელმაც წინა რაუნდში "ბოსტონის" განადგურებით მთავარი ფავორიტის სტატუსი მოიპოვა. როგორც ჩანს, "ჩიკაგოს" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ ახალ მოწინააღმდეგეს ახალი სიუპრიზი მოუმზადა.

არადა, მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა. ლებრონ ჯეიმსის აქტიურობით "მაიამიმ" ზედიზედ ორი წარმატებული შეტევა განახორციელა და 4:0 დაწინაურდა. რა თქმა უნდა, "ჩიკაგოს" მხრიდან პასუხის გაცემა დერეკ როუზს ევალებოდა, მანაც ჯერ საშუალო მანძილიდან ჩააგდო, შემდეგ შორიდან, ბოლომ კი ჟოაკიმ ნოაც ახეირა - 7:6 მასპინძლების სასარგებლოდ.

საერთო ჯამში, პირველ მეოთხედში უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ, მაგრამ ბოლოსკენ თანდათან ინიციატივა ჩიკაგოელთა მხარეს გადავიდა. ამას ხელი შეუწყო მოედანზე რეზერვისტების გამოსვლამ. ამ მხრივ "ბულზს" აშკარა უპირატესობა ჰქონდა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ტაჯ გიბსონმა, რომელმაც ჯერ საშუალო მანძილიდან მოათავსა ბურთი კალათში, შემდეგ კი სწრაფი გარღვევისას ულამაზესი ჩატენვა გვიჩვენა.

მეორე მეოთხედიც დაახლოებით ანალოგიური სცენარით ვითარდებოდა. "ჰიტი" გაქცევას ლამობდა, "ბულზი" - დაწევას. დიდ შესვენებამდე 2 წუთითა და 53 წამით ადრე ამ დევნამ შედეგი გამოიღო - 42:42. დაახლოებით ერთ წუთში კი "ხარები" წინ გავიდნენ - ბუზერმა შეტევაში მოხსნა ბურთი და თავად დაასრულა შეტევა. თუმცა გასახდელში გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ - კრის ბოშმა როუზის ორქულიანს ორი ზუსტი შეტევით უპასუხა.

პირველ ტაიმში როუზმა რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვა და მეორეში ნახევარში მათ გამოსწორებას მიჰყო ხელი. დასვენებულმა ორმაგი ენერგიით გააგრძელა თამაში და ამან მაშინვე მოიტანა შედეგი. მეოთხედის ბოლოს 10:0 გაქცევის წყალობით მასპინძლები 11 ქულით გავიდნენ წინ, ასეთ დაძაბულ თამაშში კი ეს სოლიდური ფორა იყო. ხოლო ბოლო მეოთხედის დაწყებიდან ორი წუთის თავზე სტუმრების მდგომარეობა კრიტიკული გახდა - 66:83 სი ჯეი უოტსონის სამქულიანის შემდეგ. ერიკ სპოელსტრამ ზედიზედ ორი ტაიმ-აუტი აიღო, მაგრამ შეგირდების თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. არ იმუშავა "მაიამის" მთავარმა იარაღმა - "დიდმა ტრიომ". ჯეიმსის, უეიდისა და ბოშის სამეულიდან მხოლოდ ეს უკანასკნელი იმსახურებს ქებას (თამაშიდან - 12/18 და საჯარიმო - 6/6).

პირველი მატჩის ბედი საბოლოო საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 56 წამით ადრე გადაწყდა. დენგის ზუსტი სროლის შემდეგ ანგარიში იყო 99:80 მასპინძელთა სასარგებლოდ. ბრიტანელი საერთოდ მატჩის გმირი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ 21 ქულა, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა დააგროვა (საუკეთესო იყო სარგებლიანობის კოეფიციენტით- "+18"), მან დაცვაში თითქოს შეუძლებელი შეძლო - შეაჩერა ლებრონი.

ცუდად არც "ჩიკაგოს" მაღლები" გამოიყურებოდნენ. მართალია, კრის ბოშს ვერ გაუმკლავდნენ, სამაგიეროდ, მოხსნებში მოუტანეს საკუთარი გუნდს სოლიდური უპირატესობა - 45:33, მეტოქის ფარზე კი საერთოდ დომინირებდნენ. მარტო ნოამ შეტევაში ორით მეტი მოხსნა გააკეთა, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა მაიამელმა - 8:6! გარდა ამისა, მასპინძლებმა კარგად გადაუკეტეს სამწამიანისკენ მიმავალი გზები ჯეიმსსა და უეიდს.

რა თქმა უნდა, სპოელსტრა და მისი ვარსკვლავი შეგირდები იპოვნიან გზებს სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ ეს სწრაფად უნდა გააკეთონ, რადგან ამ მომენტისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობა "ჩიკაგოს" მხარესაა.

აღმოსავლეთი

ჩიკაგო-მაიამი 103:82

20:23, 28:25, 24:15, 31:19

ჩ: როუზი (28+6 პასი), დენგი (21+7 მოხსნა), ბუზერი (14+9 მოხსნა), ნოა (9+14 მოხსნა), გიბსონი (9+7 მოხსნა), ბრიუერი (8), აშიქი (5), ბოგანსი (3), უოტსონი (3), კორვერი (3).

მ: ბოში (30+9 მოხსნა), უეიდი (18), ჯეიმსი (15+6 პასი), ჩელმერსი (9), ჯონსი (4), ბიბი (4), მაგლოირი (2).

სერია: 1-0

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...