ევროპული თამაშების ფინალში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (125 კგ) რუსეთის ჩეჩენ წარმომადგენელ ანზორ ხიზრიევთან კი დამარცხდა, მაგრამ კარგი ჭიდაობისთვის გულშემატკივართა სიმპათიები დაიმსახურა, ვინაიდან მასზე გაცილებით მძიმე და მაღალ მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლა.

ფინალის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა.

"მადლობა მინდა გადავუხადო ნაკრების მწვრთნელებს, რომ ნდობა გამომიცხადეს და მძიმე წონაში დამაყენეს. მაქსიმალურად ვეცადე, მაგრამ მგონია, მეტი შემიძლია. თუ საშუალება მომეცემა, ამას შემდეგ ტურნირზე აუცილებლად გამოვასწორებ.

რამ გამოიწვია ჩემი წაგება? ალბათ, უფრო წონაში სხვაობამ. 102-103 კილოგრამი ვარ და ამდენი ბრძოლის მერე გამიჭირდა.

უფროსებში პირველი მედალი მოვიპოვე. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ცოტა გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ვგრძნობ, მეტი შემეძლო. გუშინდელი შეხვედრა მძიმე იყო და ცოტა დავიღალე, აღდგენა ვერ მოვასწარი. რაც უნდა იყოს, მძიმე წონაა და დიდი ენერგია დავხარჯე, - განუცხადა მაჭარაშვილმა "პირველ არხს".

ოკ
ღმერთმა გვიმრავლოს შენისთანა მამაცები, მადლობა შენ და შენს გამზრდელებს, ღმერთმა წარმატებები არ მოგიშალოს..
არჩილი
გივი კარგი ბიჭია, მაგრამ, აღნაგობა არ უწყობს ხელს 125-ისათვის. გარდა ამისა, პეტრიაშვილია მაგ წონაში, კიდევ კარგა ხანს იქნება, ალბათ და, გაუჭირდება გივის მანდ თავის დამკვიდრება, როგორც გენოსთან, ისე-დანარჩენებთან დიდი ფიზიკური სხვაობის გამო. უფრო ჯობს, რომ ჩამოიწიოს 97-ში და სნაიდერ-სადულაევთან მოსინჯოს ძალები.. ოდიკაძეს შანსი არ აქვს არც ერთთან და არც-მეორესთან და, იქნებ, გივის გამოუვიდეს. ტექნიკაც აქვს, სისწრაფეც, თავგანწირვაც და ფიზიკური მდგომარეობითაც შეეფერება.
zaza
გივი გმირი ხარ! უნდა დაბრუნდე 100 კილოგრამამდე და ოლიმპიადაზე სადულაევი დადო ბეჭებზე.
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] სრული დომინაციით! - მერაბ დვალიშვილმა ედგარი უშანსოდ დაამარცხა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
[VIDEO] მაჭარაშვილმა RAF-ში მეორე გამარჯვება მოიპოვა
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ