საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ მსოფლიო თასისთვის მზადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

სვანიძემ ასევე ზურაბ ჟვანიასა და რუსეთის ნაკრების შესაძლო არჩამოსვლის შესახებაც ისაუბრა.

"დღეს გაგაცნობთ იმ გაფართოებულ შემადგენლობას, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება. ეს სახეები ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ვესაუბრე სამწვრთნელო შტაბს და ტრავმის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, დანაკლისი არ გვაქვს. გუნდში ერთსულოვნებაა, რაც წინაპირობა უნდა გახდეს იმ წარმატებისა, რასაც იაპონიაში ველოდებით.

რუსეთის სარეზერვო ვარიანტის ძიება არ დაგვიწყია. მათ ჩვენთვის პირდაპირ არ მოუმართავთ. ეს მატჩი მათ გვთხოვეს, რომ მსოფლიოზე დავხმარებოდით. სხვას ვერაფერს ვიტყვით. თუ უარი იქნება მათგან, სათადარიგო ვარიანტზე შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი.

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას განცხადებას, ვნახე და ძალიან შევშფოთდი და ისე აღვიქვი, რომ ვიღაც ერევა სელექციის საკითხში. ვერავინ ჩაერევა ამაში, ეს მხოლოდ მწვრთნელთა შტაბის პრეროგატივაა. პირველი, რაც ვეცადეთ, იყო გაგვერკვია, რამე ჩარევის მცდელობა ხომ არაა. ასე არ ყოფილა.

ვიცი, ზურა გულნატკენია და მისი ეს განცხადება გულიდან იყო წამოსული. ეს არ იყო კორექტული, თუმცა მესმის. მინდა წარმატება ვუსურვო კლუბში, ნაკრებში. ამით არაფერი დამთავრებულა.

სანამ აქ ვარ, სამწვრთნელო საქმიანობაში ჩარევა ვერასდროს ვერ მოხდება", - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

ქუთაისელი
ნემსაძეს ერთი პერიოდი არ იძახებდნენ.. და თავი გაიგიჟა კლუბში, რო დაბრუნებულიყო და დაბრუნდა კიდევაც.. ერთი არ გამიგონია რამე ასეთი ეთქვას.. ჰოდა, არაა საჭირო ზედმეტების დაბრეხვა! თავისი საქმე აკეთოს ყველამ!
გიზოგ
ბედნიერი ვიქნები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თუ ბოდიში მექნება მოსახდელი ჩემი კომენტარის გამო. დიდი წარმატებები ბიჭებს.

გაუგებარია რა შუაშია აქ მესხის და ყიფიანის შემთხვევა? იქ სხვა ნიშნით დატოვეს ერთიც და მეორეც. აქ კიდეც არის ძირითადის ხალხი და ვინმეს ამოაგდებს? ასე იყო ჩვენს ნაკრებში სულ. გვყავდა 3 ნომერზე მშვენიერი მოთამაშე გიორგი ჟღენტი, რომელმაც მძაფრი კონკურენციის პირობებში ასეთი პირობა დააყენა - ძირითადში თუ არ მათამაშებთ, ნუ გამომიძახებთო. მისი კონკურენტი ზირაქაშვილი იყო და ასე დარჩა ის ნაკრებს მიღმა. თუ ვინმე სხვა მიზეზით ტოვებს ჟვანიას ნაკრებს მიღმა, უნდა კონკრეტულად ისაუბროს. ჩემი პირადი აზრია, რომ რამდენიმე მოთამაშის ნაცვლად, ნამდვილად მიმაჩნია, რომ უნდა იყოს, მაგრამ ამაზე განმარტება გააკეთა მწვრთნელმა და ვერ შევედავებით. პასუხისმგებელიც ის არის შედეგზე
კახა
ჟვანიას არწაყვანა დიდი შეცდომა მას არაორდინალური გადაწყვეტილებები განოარჩევს კარგი ფანტაზიით გამოირჩევა ბოლობოლო შეცვლაზე შეიძლება შეშვება არამგონია რამე ფიზიკურ კონდიციებს ეხებოდეს გასარკვევია მართლაც პირად ინტერესებს ხომ არ ეწირება
გიზოგ
ყიფიანზეც ასე თქვეს 82-ში ფორმაში არ არის, მესხზე საერთოდ ავადააო, მსოფლიო ნაკრებში არ გაუშვეს. აბა რა უნდა თქვა ასეთ შემთხვევაში კარგი ბიჭია, ფორმაშიცაა, მაგრამ არ მინდა და არ ვათამაშებო. ბატონებმა უნდა იცოდნენ სხვა სკამში გამჯდარი კაცი, მოვლენებს სხვანაირად უყურებს და ეს გასათვალისწინებელია მავანთა მიერ. დიდ წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს, ისინი ამას იმსახურებენ.
ბიძo
ეს ნაკრები ვერაფერს მიაღწევს. ერთი თამაში ძლივს ძლიობით შეიძლება მოიგონ მაქსიმუმ

ვითომ არ იყო საჭირო ჟვანია? კლასი აშკარად მაღალი აქვს და გამოცდილებაც. ვნახოთ გამოჩნდება.

მწვრთნელმა თქვა ტესტი ვერ ჩააბარა და სხვები უკეთეს ფორმაში არიანო. კი, აქ დასახელებულ ბევრს მირჩევნია ჟვანია, მაგრამ მწვრთნელს ფედერაცია ვერ ეტყვის, ათამაშეო. 1 და 3 ნორმებზე ბევრი მოთამაშე გვყავს და ძნელია სხვანაირად მიანიჭო ვინმეს უპირატესობა
გიზოგ
ძალიან გული მწყდება, რომ ზურა მსოფლიოზე არ მიყავთ, ასეთი გამოცდილი და მებრძოლი კაცი დატოვო უგუნდოთ? რავიცი ვერავის შეედავები, მაგრამ შედეგზე პასუხს ვინ აგეს მსოფლიოს შემდეგ? იაპონიის საკლუბო გუნდის მწვრთნელი? ვფიქრობ ამ შემთხვევაში ფედერაცია უნდა ჩაერიოს საკითხის გარკვევაში.
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?