მოტომრბოლებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი საფრანგეთში ჩაატარეს, სადაც მაყურებელმა ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა იხილა
მოტომრბოლებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი საფრანგეთში ჩაატარეს, სადაც მაყურებელმა ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა იხილა. ის, რომ სანახაობა გაამართლებდა, სტარტმაც დაადასტურა - დანი პედროსა, რომელიც მეოთხე იდგა სასტარტო ბილიკზე, პირველი მოსახვევის შემდეგ სათავეში მოექცა პელოტონს.

საწყისი წრეებიდანვე ძალიან დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. მალე პოულის მფლობელმა კეისი სტოუნერმა მოახერხა პირველი ადგილის დაბრუნება, მაგრამ სოლიდურ უპირატესობაზე ლაპარაკი არ ყოფილა - პედროსა გვერდით ედგა. იქვე იყვნენ სხვა ფავორიტებიც. ასეთი სიმჭიდროვის გამო ლიდერთა ჯგუფში ხშირად იცვლებოდა ადგილები. მაგალითად, მარკო სიმონჩელი მესამე ადგილზე გადავიდა და პედროსას უკან მოექცა, ანდრეა დოვიციოზომ კი ერთი პოზიცია დაკარგა და ხორხე ლორენსოსა და ვალენტინო როსის შორის აღმოჩნდა.

პირველი ათი წრის შემდეგ გარკვეული ტენდენცია ჩამოყალიბდა. სტოუნერმა ნელ-ნელა დაიწყო პედროსასთან უპირატესობა გაზრდა, ამ უკანასკნელს კი მუდმივად ავიწროებდა სიმონჩელი. იტალიელი უარს არ ამბობდა თავის აგრესიულ სტილზე და მალე შეტევაზეც გადავიდა. მარკომ გვიანი დამუხრუჭება გამოიყენა მოსახვევში გარე რადიუსით შესვლისას. საბოლოოდ, ძალიან სახიფათო მანევრი გამოუვიდა და მრბოლელებს შორის კონტაქტი მოხდა - პედროსა დაეცა, სიმონჩელიმ კი გზა განაგრძო.

მიუხედავად ამისა, იტალიელმა მაინც ვერ მოიპოვა მოტოგრანპრის კლასში თავისი პირველი პოდიუმი. სახიფათო მანევრისთვის ის მსაჯებმა პიტ-ლეინზე შესვლით დააჯარიმეს და ამით მისმა მდევრებმა მიიღეს პოდიუმისთვის ბრძოლის შანსი. ლორენსო, დოვიციოზო და როსი პრეტენზიას არ აცხადებდნენ სამეულში შესვლაზე, მაგრამ ახლა ორ მათგანს ამის შანსი მიეცა. ფავორიტი ლორენსო იყო, მაგრამ ესპანელმა შეცდომა დაუშვა და ერთ წრეზე ერთბაშად ორი პილოტი გაუშვა წინ. მართალია, ხორხე ბევრით არ ჩამორჩენილა და დაკარგული პოზიციის დაბრუნებაც შეეძლო, მაგრამ კიდევ ერთმა შეცდომამ საბოლოოდ მოუსპო პოდიუმზე ასვლის შანსი.

ასე რომ, მეორე ადგილისთვის ბრძოლა დოვიციოზომ და როსიმ წარმართეს. ვალენტინომ თავიდან გაუსწრო კონკურენტს, მაგრამ ანდრე არ დანებდა და ფინიშამდე ოთხი წრით ადრე ისევ მეორე ადგილზე აღმოჩნდა. რომის კიდევ ერთხელ სცადა გაბრძოლება, მაგრამ არც ერთ მის ცდას შედეგი არ მოჰყოლია და მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს მესამე ადგილით დაკმაყოფილება მოუწია.

საფრანგეთის გრან-პრი

1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 28 წრე; 2. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +14,214; 3. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +14,564; 4. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +21,075; 5. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - +31,245; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +31,609

საერთო ჩათვლა

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 78 ქულა; 2. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 66; 3. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 61; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 50; 5. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 47.

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა