ფოტო: gbf.ge

ბათუმში მიმდინარე შავი ზღვის თასზე მორიგ სათამაშო დღეს ერთმანეთს საქართველოს ნაკრები - "ზაზას აკადემია", ასევე, აჭარის ნაკრები -"ჟალგირისი" დაუპირისპირდნენ. ორივე მატჩში დიდი სხვაობა დაფიქსირდა. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა "ზაზას აკადემია" 36 ქულით დაამარცხა - 88:52.

საქართველოს ნაკრებში 18 ქულით საუკეთესო იყო ნიკოლოზ გულიაშილი. 14 ქულა მოაგროვა კოკა კაკულიამ, ხოლო ლუკა ლურსმანაშვილის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. "ზაზას აკადემიამ" ტურნირის პირველ დღეს კაუნასის "ჟალგირისი" დაამარცხა, თუმცა საქართველოს ნაკრებთან ვერას გახდა. აკადემიელთაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ სანდრო კოკოჩაშვილი ასცდა, რომელმაც 11 ქულა მოაგროვა.

მეორე მატჩში 32-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. კაუნასის "ჟალგირისმა" 90:58 დაამარცხა აჭარის ნაკრები. მასპინძლებმა მხოლოდ ბოლო პერიოდი მოიგეს - 23:21, თუმცა მანამდე ყველა ათწუთეული პირწმინდად დათმეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით დამარცხდნენ. კაუნასელთაგან 23 ქულით საუკეთესო იყო კაიუს კუბლისკასი, აჭარელთაგან კი 10 ქულით ბომბარდირი დავით გვიანიძე გახდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, 28 ივნისს, აჭარის ნაკრები "ზაზას აკადემიას" დაუპირისპირდება (14:00), ხოლო საქართველო - "ჟალგირისს" (16:00)

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება