"ფულჰემმა" ყველა გააკვირვა: პრემიერლიგის თავმჯდომარეს სერ დეივ რიჩარდსს სასამართლოში უჩივლა...

"ფულჰემმა" ყველა გააკვირვა: პრემიერლიგის თავმჯდომარეს სერ დეივ რიჩარდსს სასამართლოში უჩივლა. დასავლეთ ლონდონის კლუბი საფეხბურთო დიდმოხელეს ბრალს სდებს, რომ ის პიტერ კრაუჩის "პორტსმუთიდან" "ტოტენჰემში" გადასვლის საქმეში ჩაერია. ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი 2009 წლის ივლისში 9 მილიონ ფუნტად გაიყიდა.

რამდენადაც გაზეთ "სანისთვის" გახდა ცნობილი, პრემიერლიგამ თავადაც ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ მის შეფს ცუდი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ "ფულჰემი" ვერაფრით შეგუებია კრაუჩის ცხვირწინ აწაპვნის ფაქტს და სასამართლოში ჩივის. ლონდონელები ამტკიცებენ, რომ ისინი "პორტსმუთთან" უკვე იყვნენ 11 მილიონად გარიგებული, თუმცა, მერე საქმეში რიჩარდსი ჩაერია და ტრანსფერის ამბავიც ყირაზე დააყენა. "ფულჰემისა" და პრემიერლიგის დაპირისპირებამ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელმა შეფმა რიჩარდ სკუდემორმა ოცივე გუნდს დაურეკა და თავიანთი წილი ახსნა განმარტებები მოსთხოვა. საქმეში ჩახედულმა წყარომ "სანს" ასე უამბო:

"ფულჰემში ეჭვი აღარ ეპარებოდათ, რომ კრაუჩი უკვე მათი ფეხბურთელი იყო. როდესაც გაიგეს, რომ თავდამსხმელი ორი მილიონით იაფად "ტოტენჰემში" გაიყიდა, თვალებს არ უჯერებდნენ".

"კრეივენ კოტეჯზე" ეჭვი არ ეპარებათ, რომ "პორტსმუთმა", რომელიც ამ ამბიდან დაახლოებით ნახევარ წელიწადში გაკოტრდა და მართვაში ადმინისტრატორებს გადაეცა, 2 მილიონზე უარი დეივ რიჩარდსის ჩარევის გამო თქვა. თუმცა, შეიძლება საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ: განა გამორიცხულია, რომ "პორთსმუთს" ფული სასწრაფოდ სჭირდებოდა და "ფულჰემის" ნაწილ-ნაწილ ჩარიცხულს "ტოტენჰემის" ერთბაშად გადახდილი ამჯობინა?

მაგრამ, დასავლეთ ლონდონში ამტკიცებენ, ეს ასე არ იყო, რადგან გასული წლის ივლისში "პორტსმუთი" არაბ ბიზნესმენ სულეიმან ალ ფაჰიმს ახალი ნაყიდი ჰქონდა. "ფულჰემი" მრავალმნიშვნელოვნად იმასაც ამტკიცებს, რომ სწორედ იმ დღეებში რიჩარდსი ალ ფაჰიმს პირადად შეხვდა და პრემიერლიგის კლუბის მეპატრონეთათვის სავალდებულო წესები გააცნო. ამ ბრალდებებზე პრემიერლიგის პრეს-მდივანმა განაცხადა: "ვინაიდან საკითხი სასამართლომ უნდა გაარჩიოს, ჩვენ მეტ კომენტარს ვეღარ გავაკეთებთ".

დამატებითი კომენტარისგან თავი "ფულჰემმაც" შეიკავა.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...