ბედის ირონიით, "სპარტაკთან" დაშავებული ქართველი მცველი, შესაძლოა, მოედანს ისევ "სპარტაკის" წინააღმდეგ დაუბრუნდეს
იმედი გამართლდა - დღეს, 17 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, "კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი გუნდთან ერთად ჩვეული დატვირთვით ივარჯიშებს.

გერმანიაში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ალეკო ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. იყო ვარაუდი, რომ 14 მაისს "ტომთან" ნიღბით ითამაშებდა, თუმცა რისკის თავიდან ასაცილებლად ამჯერადაც დაასვენეს, მაგრამ დღეიდან ექიმებმა სრული დატვირთვით ვარჯიშის უფლება მისცეს.

და, როგორც ალეკოს ოჯახში გვითხრეს, დიდია ალბათობა, 21 მაისს რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტურის შეხვედრისას "კრასნოდარი" მოედანზე კვლავ მან გაიყვანოს. ალეკო თავს კარგად გრძნობს, ტკივილები არ აწუხებს და მზად არის, ნაკრებში გამოძახების შემთხვევაში შეკრებაზე გამოცხადდეს.

ბედის ირონიაა: ამისულაშვილი 4 აპრილს მოსკოვის "სპარტაკთან" სათასო მატჩში დაშავდა. 21 მაისს, როდესაც მის დაბრუნებას ელიან, "კრასნოდარი" კვლავ მოსკოვში და კვლავ "სპარტაკს" ეთამაშება.

იმედია, ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდება!

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა