დღეს კაისეის წინააღმდეგ გამოჩნდება, რამდენად სერიოზულია მე-6 მაეგაშირა ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის განაცხადი ჩემპიონობაზე
დღეს გამოჩნდება, რამდენად სერიოზულია მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) განაცხადი ჩემპიონობაზე. ქართველი დოჰიოზე მე-16 მაეგაშირა კაისეის წინააღმდეგ გავა.

აქამდე ამ დაპირისპირებაში უპირობო ფავორიტად ტოჩინოშინს შევრაცხავდით, მაგრამ ბრაზილიელმა კაისეიმ სუმოს მთელი სამყარო გააოცა - დებიუტანტმა აქამდე ცხრავე ორთაბრძოლა მოიგო! არც ქართველია ჯაბანი, მან უკვე დაიბევა დადებითი ბალანსი და წინსვლა რეიტინგში, მას შემდეგ, რაც მე-8 ორთაბრძოლა მოიგო.

გუშინ ლევანმა კარიერის რეკორდი დაამყარა - ტოჩინოშინს აქამდე არასოდეს ჰქონია 8-1 ბალანსი, არც მაშინ, როცა ვიცე-ჩემპიონი გახდა. ჩვენებური ვაკაკოიუს ხვდებოდა, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია მას. ჯაჯგური საკმაო ხანს გაგრძელდა, ლევანმა ბევრი ძალ-ღონე შეალია იმას, რომ ვაკაკოიუ დოჰიოდან გაეყვანა. ტოჩინოშინი კაისეის კარიერაში პირველად ხვდება, რადგან მასზე გაცილებით ადრე ავიდა ელიტაში მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელზე ახალგაზრდაა.

იყოჩაღა ელიტის უმძიმესმა ფალავანმა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი) - დოჰიოს ცენტრში მისი და ყოფილი ოძეკი მიაბიამას ერთობლივი წონა 380 კილოგრამამდე იყო. გაგამარუმ ღონით აჯობა ვეტერანს და რკალს მიღმა გაიყვანა. ჩვენებურს 4-5 ბალანსი აქვს და დღეს მე-9 მაეგაშირა ტოსაიუტაკას შეერკინება (3:1 ურთიერთშეხვედრებში).

ძურიოს დივიზიონში გავარდნილი კოკაი (ლევან ცაგურია) ცუდი სტარტის შემდეგ მოყოჩაღდა - მან ჯერ ზედიზედ 5 შეხვედრა დათმო, შემდეგ კი 4-დან 3-ში იმარჯვა და კარიერის მე-400 მოგებაც იზეიმა. გუშინ ჩვენებურმა 197 სმ სიმაღლის იოშიაზუმას ბრწყინვალე ილეთი ჩაუტარა. კოკაის 3-6 ბალანსი აქვს და დღეს, დროებით, უმაღლეს დივიზიონში იჭიდავებს, "შავ ზღვას" ძირძველი მეტოქე ჰყავს - ტაკამისაკარი. კოკაი პროფესიულ კარიერაში ყველაზე მეტჯერ სწორედ "რობოტ პოლიციელ" ტაკამისაკარის შეხვედრია, მათ შორის 12:12-ია.

ნაცუ ბაშოს ორი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და კაისეი. მათ კვალში ტოჩინოშინი და ესტონელი ოძეკი ბარუტო მიყვებიან 8-8 მოგებით.

IX დღე

მაკუუჩი: ჰაკუჰო-ტაკეკაძე (ოშიდაში), ოკინოუმი-კოტოოშუ (კოტენაგე), კაკურიუ-კაიო (ოშიდაში), ბარუტო-ტოიონოშიმა (იორიტაოში), ჰარუმაფუჯი-არანი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჰომაშო (ოშიდაში), კისენოსატო-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), გოეიდო-კიტატაიკი (იორიკირი), ამინიშიკი-ვაკანოსატო (ოშიტაოში), ტამავაში-კიოკუტენჰო (ოშიდაში), ტოჩინოშინი-ვაკაკოიუ (იორიკირი), იოშიკაძე-ასასეკირიუ (იორიკირი), ტოჩინონადა-შოტენრო (ცუკიოტოში), ტოსაიუტაკა-კიმურაიამა (იორიკირი), ტოჩინოვაკა-ტაკამისაკარი (ოშიდაში), კაისეი-ტოიოჰიბიკი (უვატენაგე), ტოკიტენკუ-ფუჯიაზუმა (ოკურიდაში), გაგამარუ-მიაბიამა (ოშიდაში); ძურიო: კოკაი-იოშიაზუმა (შიტატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა

9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაისეი (მაეგაშირა 16).

8-1: ბარუტო (ოძეკი), ტოჩინოშინი (მ 6).

7-2: კოტოშოგიკუ (სეკივაკე), იოშიაკძე (მ 7).

. .. 4-5: გაგამარუ (მ 14).

X დღე

მნიშვნელოვანი ბრძოლები - მაკუუჩი: ჰაკუჰო-კისენოსატო, კაიო-ტაკეკაძე, ბარუტო-ჰარუმაფუჯი, კოტოოშუ-არანი, კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი, ტოიონოშიმა-გოეიდო, კაკურიუ-ჰომაშო, ამინიშიკი-ტამავაში, კიტატაიკი-ოკინოუმი, ტოჩინოშინი-კაისეი, გაგამარუ-ტოსაიუტაკა, კოკაი-ტაკამისაკარი.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...