სატრანსფერო ფანჯარა, ტრაიდიციულად თანამედროვე ფეხბურთის ნაწილი, ეგრეთწოდებული სატრანსფერო საპნის ოპერა გახდა, როდესაც გუნდები ამა თუ იმ მოთამაშის გადაბარგებას სპეციალურად აჭიანურებენ, რათა მეტად ხელსაყრელი პირობები მიიღონ.

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერს, კატალონიის "ბარსელონას" დღესდღეისობით არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ. როგორც ცნობილია "ბარსელონა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე 2 დიდი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს, სულ კი 4 მოთამაშის დამატებას გეგმავს.

ვისი დამატება სურს "ბარსელონას"

ფელილე ლუიში (ატლეტიკო)

ალბერტო მორენო (ლივერპული)

რაფაელ გერერო (დორტმუნდი)

ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)

ნეიმარი (პსჟ)

ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი)

კატალონიელებისთვის ამ ეტაპზე ანტუან გრიზმანისა და ნეიმარის ტრანსფერები პრიორიტეტულად მიიჩნევა. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ კლუბი მატიას დე ლიხტს ვეღარ შეიძენს და სათადარიგო მცველად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვიქტორ ლინდელოფს განიხილავს.

ასევე არის მარცხენა მცველის ვარიანტი, რათა გუნდში ჟორდი ალბას ალტერნატივა გაჩნდეს. აქ რამდენიმე, შედარებით დაბალფასიანი ვარიანტებია, უკლუბო ფელიპე ლუიში და ალბერტო მორენო და დორტმუნდელი რაფაელ გერერო, რომლის სატრანსფერო ღირებულებამაც 15 მილიონს არ უნდა გადააჭარბოს.

კატალონიელები გრიზმანის გამოსასყიდ თანხას გადახდიან და ფრანგი "ბარსელონას" რიგებს შეუერთდება.

გაცილებით რთულად არის საქმე ნეიმარის შემთხვევაში, "პარიზ სენ ჟერმენს" მასთან განშორება არ სურს, თუმცა ბრაზილიელმა საფრანგეთიდან აბარგების და "ბარსაში" დაბრუნების სურვილი არაერთხელ გამოხატა, ეს კი კატალონიელებს უძღები შვილის დაბრუნებისთვის სამოქმედო გეგმას უსახავს.

აქ ბევრი ვარიანტები განიხილება. პსჟ-ს ფაქტობრივად ხელ ფეხი შეკრული აქვს. სატრანსფერო ფეირ პლეის წესებიდან გამომდინარე დიდი შესყიდვების საშუალება არ აქვს, ეს შემადგენლობა კი შიდა ტიტულების გარდა ვერაფრისთვის იბრძვის. ამიტომაც გუნდმა აუცილებლად ვიღაც უნდა დათმოს, ეს ვიღაც კი სავარაუდოდ ბრაზილიელი შემტევი უნდა იყოს.

თავის მხრივ შემადგენლობის გაძლიერება "ბლაუგრანასაც" სურს და იმავე ფეარ პლეის წესები, რომ არ დაარღვიოს 100 მილიონზე მეტის შეთავაზება არ სურს. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ბრაზილიელის გადმოსაყვანად საკმარისი არ არის ამიტომაც რამდენიმე მეტად საინტერესო ვარიანტი მუშავდება.

ვინ შეიძლება წავიდეს

ფილიპე კოუტინიო

ივან რაკიტიჩი

სამუელ უმტიტი

არტურო ვიდალი

უსმან დემბელე

კატალონიელები მზადა არიან პარიზელებს 100 მილიონთან ერთად, ვერ გახსნილი ფელიპე კოუტინიო დაუთმონ, ან შესაძლოა ამას კიდევ რაკიტიჩი-უმტიტის შორის ერთ-ერთი დაემატოს.

ეს უკანასკნელი ალბათ იმ შემთხვევაში მოხდება თუ გუნდი ვიქტორ ლინდელოფის გაფორმებას შეძლებს, რაკიტიჩის გაშვებას კი გუნდი ისედაც გეგმავს.

"ბარსამ" ამომავალი ვარსკლავი, ფრენკი დე იონგი შეიძინა, რომლისთვისაც დროის გამონახვა მაქსიმალურად უნდა და სამომავლო პერსპექტივით კონკურენტებს ხელოვნურად აშორებს.

ასევე ნახევარდაცვაში გაიჟღერა კიდევ ერთმა ვარიანტმა.

ფაქტია, რომ ბუსკეტსი ხელშეუხებელია, ვალვერდე არტურს ენდობა და მას სათამაშო დროს აუცილებლად გამოუნახავს, ფრენკი დე იონგის დამატებით კი საგრძნობლად მცირდება არტურო ვიდალის სათამაშო დრო, რაც მოდით აქვე შევთანხმდეთ, რომ სამართლიანია...

მიუხედავად იმისა, რომ ვიდალი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, იგი "ბარსელონას" სტილს არცერთი ასპექტით არ შეესაბამება... ამიტომაც ჩილელი გუნდის დატოვებას განიხილავს, მისი გუნდში ხილვა კი - მისთვის კარგად ნაცნობ სპეციალისტს, "ინტერში" ახლადდანიშნულ ანტონიო კონტეს სურს. ამით იტალიელ სპეციალისტს აჯანყებული რაჯა ნაინგოლანის მოშორება უნდა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა მარტივი ხასიათის სულაც არ ყოფილა. ვინაიდან ბელგიელის შეტევითი პოტენციალი ვიდალისას გაცილებით აღემატება, ამიტომ კატალონიელებმა ამ ბარტერზე ფიქრი საფუძვლიანად დაიწყეს.

თუ "ბარსელონას" ყველა სატრასნფერო სურვილი შესრულდა, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კატალონიელებს მესის, სუარესის, გრიზმანისა და ნეიმარის სახით ყველა დროის საუკეთესო შემტევი ხაზი ეყოლებათ, თუმცა ეს ერთდროულად როგორც დიდი ფუფუნება, ასევე ვალვერდეს დიდი თავის ტკივილი იქნება.

რაც შეეხება ახალგაზრდა უსმან დემბელეს, ის დიდი ალბათობით როტაციის დროს დაეხმარება გუნდს ან შესაძლოა "ბარსელონა" დატოვოს, რადგან მისი სათამაშო დრო მინიმუმამდე დაიწევს.

თითოეული მათგანი ძირითადის წევრი უნდა იყოს, ბასკი სპეციალისტი კი ასეთი შემტევი ფეხბურთის მოყვარული არ არის, ის უფრო ფრთხილი მწვრთნელების კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც რისკზე წასვლა არ უყვარს. მიუხედავად ამისა, მას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება და სქემის ისე განლაგება, რომ ოთხივე მათგანი ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

პირველი ვარიანტი 4-4-2 განლაგებაა, სადაც ფლანგებზე ნეიმარი და გრიზმანი ითამაშებენ, ცენტრის პოზიციას კი სუარესი და მესი დაიკავებს. მესი ძირითადად თავისუფლად, ნებისმიერ სივრცეში გადაადგილდება, ეგრეთწოდებული ფრი როუმ ფლეიერი იქნება. მათ უკან კი სერჟიო ბუსკეტსი და ფრენკი დე იონგი განლაგდებიან, რომლებიც ძირითად აქცენტს დაცვაზე გააკეთებენ.

ასევე განიხილება ვარიანტი, სადაც ლიონელ მესის სუფთა 10-იანი პოზიციაზე იქნება და სუარესის უკან დადგება, თუმცა ეს ორი სტრატეგია ალბათ ერთმანეთს ძალიან წააგავს, რადგან როგორც უკვე ავღნიშნეთ, მესი იქნება იქ სადაც თვითონ და გუნდი ჩათვლის საჭიროდ.

მესამე, მაგრამ ალბათ ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ არგენტინელმა მარჯვენა ფლანგი დაიკავეს, ცენტრი კი მთლიანად გრიზმანსა და სუარესს დაუთმოს. ამ შემთხვევაში ლეოს შეზღუდული შესაძლებლობები ექნება, ვალვერდე კი მოსვლის დღიდან ცდილობს ის მაქსიმალურად კომფორტულს პოზიციაზე განამწესოს, ეს სტრატეგია კი მის არსენალში ნაკლებად სავარაუდოა.

ერთი რამ ცხადია, ასეთი შეტევის გამკლავება ნებისმიერ კლუბს გაუჭირდება, მაგრამ ამას ფელიპე კოუტინიოსთან, ივან რაკიტიჩთან და უსმან დემბელესთან გამომშვიდობება იქნება საჭირო, შესაძლოა გუნდი საერთოდ სამივემ ერთად დატოვოს. ასეთი გადაწყვეტილება კი რამდენად გონიერია, ამას კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.

ლაშა ბერძენიშვილი სპეციალურად Sportall.ge-სთვის

კობა
ამაშია საქმე! შენს ბრუტუნს, ბჟუტურს და ფრუტუნს საერთოდ აქვს ფასი???? ამიტომ მოვრჩეთ რა? ზედმეტ არაფრის მომცემ უაზრო შტერულ კომენტარებს ბარსას მისამართით.
ამაშია საქმე
ბარსა მაგრად აიჭრა.სიგიჟემდე უნდათ ჩ.ლ-ის მოგება და აღარ იციან რა ქნან.შარშანდელ სულელურ ტრანსფერებს წელს ახალ სისულელებს უმატებენ.ვარსკვლავის სკამზე დაჯდომამ კი ბუნტი იცის.
Beqa
საერთოდ აირევა გუნდი და დაჟე იმ ლა ლიგასაც ვერ მოიგებენ რასაც ეხლა იგებენ 1 შემთხვევა მაინც გახსოვთ რომ ერთდროულად რამოდენიმე ვარსკვლავის ერთ გუნდში შეყრას შედეგი მოეტანოს? განა პესი და ფიფაა ჯოისტიკით რო ითამაშოს ვალვერდემ და ისე მოუგოს გუნდებს მერე კიდე მე პირადად აქამდე ბარსა მიყვარდა და ვაფასებდი იმის გამო, რომ ზრდიდა აკადემიიდან ხალხს და ბოლო 2-3 სეზონი რასაც ვუყურებ სიტიზე მეტს ხარჯავენ მგონი, არ მინდა ესეთი ბარსა მე პირადად
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
[VIDEO] მესის ფანტასტიკური გოლი ჯარიმიდან - მაიამის "ინტერი" ბოლო წამებზე დამარცხდა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას - ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"პორნოს" ვერ ვუყურებ" - პიტმა გადაწყვიტა ნეიმარს სიმულანტობის გაკვეთილები ჩაუტაროს
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
[VIDEO] ლუის სუარესის ულამაზესი გოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი