საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა" ესტონეთის ჩემპიონატის ფინალური სერია "კალევთან" 0:4 წააგო

ესტონეთის ჩემპიონატის ფინალური სერია სუსტად ჩაატარა გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა", რომელმაც 0:4 წააგო "კალევთან".

იყო სერიაში ანგარიშის დასველების შანსი - მეოთხე შეხვედრაში "როკმა" ძირითადი დრო 77:77 დაასრულა, თუმცა საკუთარი პუბლიკის წინაშე მაინც ვერ მოახერხა "კალევის" საბოლოოდ გატეხვა. შეხვედრა ტალინელებმა 89:86 მოიგეს.

"როკისა" და საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ სეზონი მსუყე მონაგარით დაასრულა. მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა მოედანზე 32 წუთი გაატარა, 13 ქულა, 3-3 მოხსნა-ჩაჭრა და 7 პასი მიითვალა. ბუმ (ცინცაძის მეტსახელი) მაღალი პროცენტული სიზუსტით ისროლა: 6-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო. "როკის" ბომბარდირი 20 ქულით სოკი გახდა.

ასე და ამგრად, ცინცაძემ თავის ტიტულებს ესტონური ვერცხლი შემატა. შეგახსენებთ, რომ იგი "როკერებთან" ერთად ესტონეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა - 2007 და 2008 წლებში, ხოლო 2009-ში და წლეულს ვერცხლს დასჯერდა.

წლევანდელ სეზონში გიორგი ესტონეთის ჩემპიონატის 33 მატჩში საშუალოდ 20 წუთში 7.8 ქულას, 3.2 მოხსნას, 3.2 პასსა და 1.8 ჩაჭრას აგროვებდა. 2008-09 წლების სეზონში, როცა ესტონეთის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა ბუს მონაგარი ასეთი იყო: 30 მატჩი, 27.6 წუთი, 10.5 ქულა, 4.2 პასი, 3.5 მოხსნა.

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა