საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფისთვის" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ინტენსიურად ემზადება
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, რომელიც 24 მაისიდან თბილისში "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" იასპარეზებს, საწვრთნელი შეკრება ერთი კვირის წინ დაიწყო და "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ინტენსიურად ემზადება.

გუშინ კი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საწვრთნელი შეხვედრა გამართეს საქართველოს ჩემპიონ, თბილისის "ლოკომოტივთან". თამაში 20-წლამდელთა გამარჯვებით დასრულდა. იქამდე კი ჩვენმა ჭაბუკებმა, აპრილის ბოლოს, თბილისში სტუმრად მყოფ ფრანგული "კლერმონის", ერთი წლით უფროსი მორაგბეებით დაკომპლექტებულ გუნდს მოუგეს.

შეგახსნებთ, რომ ჩვენი მორაგბეები "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" B ჯგუფში იასპარეზებენ. 24 ივნისს "უმცროსი ბორჯღალოსნები" კანადის ნაკრებს დუპირისპირდებიან, 28 ივნისს მეტოქე ზიმბაბველი თანატოლები იქნებიან, ბოლო მატჩში კი ჯგუფის ფავორიტ იაპონიას ვეთამაშებით.

ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი A ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, სადაც სამოას, აშშ-ს, რუსეთისა და ურუგვაის ნაკრებები იბრძოლებენ პირველობისთვის. "მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის" მფლობელი კი მომავალ წელს, სამხრეთ აფრიკაში გასამართ მოსფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს. ფინალი "ავჭალის სტადიონზე" 5 ივნისს გაიმართება.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს, ამ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პაატა ნარიმანაშვილი და ზურაბ ამონაშვილი ამზადებენ. საქართველოში მოასპარეზე მორაგბეების გარდა გუნდში სამი ლეგიონერია, შერკინების ბურჯი ლევან ჩილაჩავა, მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე (ორივე-ტულონი) და შუამარბი დავით ლოსაბერიძე (ბონი).

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ზაზა ნავროზაშვილი (არმია), ზურაბ ერისთავი, ზურა ჟვანია, მერაბ მატკავა (სამივე-აია), ირაკლი ჩომახაშვილი (არმაზი).

II ხაზი: ხვიჩა ბუჯიაშვილი (ლოკომოტივი), კოტე მიქაუტაძე (ტულონი), გიორგი ჟღენტი (არმია).

III ხაზი: ბექა ბიწაძე (არმია), გიორგი ტყეშელიაძე (ყოჩები), გიგა თხილაიშვილი (ბათუმი XV), ლევან თხელიძე (ლელო).

#9: ჯიმი ღამბაშიძე (ლელო), გიორგი მისრიაშვილი (არმაზი).

#10: გოდერძი ჭინჭარაული (ლელო), ლუკა კვარაცხელია (ყოჩები).

#12-13: გიგა გაგოშვილი (ლოკომოტივი), დავით ლოსაბერიძე (ბონი), გიორგი მარგიანი (აკადემია)

#11-14: გიორგი აბრამიძე (აია), ვანო გაბროშვილი (არმახზი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია)

#15: ზურა ძნელაძე (აია), ბახვა კობახიძე (არმია), უჩა მჭედლიშვილი (ლელო).

18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა