მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტნის ეროვნული გუნდი 4 ივნისს "ფრანგ ბარბაროსებს" დაუპირისპირდება
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქე, არგენტინის ეროვნული გუნდი 4 ივნისს "ფრანგ ბარბაროსებს" დაუპირისპირდება საწვრთნელ შეხვედრაში.

არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა 45 მორაგბე შეარჩია, რომელთაგან საბოლოოდ 30-ს ახალ ზელანდიაში იახლებს. მორაგბეთა ამ ჩამონათვალში არ არის მგეზავი ხუან მარტინ ერნანდესი, რომელმაც ერთი თვის წინ ფეხზე საკმაოდ მძიმე ოპერაცია გადაიტანა და, ახლა, ყველანაირად ცდილობს, მსოფლიო თაისის გათამაშების დაწყებამდე გამოჯანმრთელდეს.

ფელანმა გაფართოებულ შემადგენლობაში "პამპასების" ცხრა მოთამაშე შეიყვანა. ამ გუნდმა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის, "ვადაკომ კაპის" ფინალში, პრეტორიის "ბლუ ბულზის" დამარცხება შეძლო. ესენი არიან: ოგუსტინ კრივი, მაქსიმილაინო ბუსტოსი, ბანხამონ მაკომი, მარიანო გალარსა, მიგელ დე აჩავალი, ლეონარდო სენატო, ნიკოლას სანჩესი, ხუან ხოსე იმხოფი და აგუსტინ გოსიო.

აღსანიშნავია, რომ "ფრანგი ბარბაროსების" წინააღმდეგ სავარაუდოდ ვერ ითამაშებენ, მარიო ლედესმა, მარტინ სკელსო (ორივე-კლერმონი), პატრისიო ალბასეტე (ტულუზი), ნიკოლას ვერგალო, ალბერტო ბასუალდო, ალვარო გალინდო (სამივე-მეტრო რასინგი), ხუან პაბლო ორლანდი , ხუან ფიგალო, სანტიაგო ფერნანდესი და მარტინ ბუსტოს მოიანო (ოთხივე-მონპელიე), რადგან მათ გუნდებს საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში აქვთ სათამაშო.

მსოფლიო თასის გათამაშების დაწყებამდე არგენტინელები 20 აგვისტოს კიდევ ერთ ტესტ მატჩს გამართავენ. "პუმები" კარდიფში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე B ჯგუფში საქართველოსა და არგენტინის ნაკრებებთან ერთად ინგლისის, შოტლანდიისა და რუმინეთის ნაკრებები იასპარეზებენ.

"ბორჯღალოსნები" არგენტინის ეროვნულ გუნდს ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში, 2 ოქტომბერს პალმერსთონში დაუპირისპირდებიან.

არგენტინის ნაკრები

ჰორასიო აგულა, მარკოს აიერსა, ლუკას გონსალესი (სამივე - ლესტერი), პატრისო ალბასეტე, ნიკოლას ვერგალო, ალბერტო ბასუალდო (სამივე - ტულუზი), ლუკას ბორხესი (ალბი), მარსელ ბოში, მანუელ კარისა, ეუსებიო გუინაზი (სამივე - ბიარიცი), ნიკოლას ბრუზონე (ეს აი სი), მარტინ ბუსტოს მოიანო, სანტიაგო ფერნანდესი, ხუან ფიგალო (სამივე - მონპელიე), მაქსიმილიანო ბუსტოსი (უნივერისტი), ოსკარ კამაჩო, ტომას ვალეხოსი (ორივე - ჰარლიქუინზი), ალეხანდრო კამპოსი (აჟენი), რაფაელ კარბალო (ბორდო), ფელიპე კონტეპომი, ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე (ორივე-ტულონი), მიგელ დე აჩავალი (ალუმნი), ხულიო ალფრდო ფარიასი, სანტიაგო ნიკოლას გუსმანი, ბენხამონ მაკომი, ფედერიკო სანჩესი (ოთხივე-ტუკმენი), ჯენარო ფესიო (კორდობა), აგუსტინ ფიგუეროლა (ბრივი), ალვარო გალინდო (მეტრო რასინგი), ხუან იგნასიო გაუტიერი (კოლომიე), ოსკარ გოსია (ნიუმენი),ხუან აიმჰოფი (დანდი), ალფრედო ლალანე (ლონდონ აირიში), მარიო ლედესმა, მარტინ სკელსო (ორივე-კლერმონი), ხუან მანუელ ლეგუზამონი, მარტინ როდრიგესი, როდრიგო რონსერო, გონსალო ტისეი (ოთხივე-სტად ფრანსე), იგნასიო მიერესი (ექსეტერი), ხუან პაბლო ორლანდი (მეტრო რასინგი), ჰორასიო ალბერტო სან მარტინი, ლეონარდო სენატორი (ორივე-აირონი).

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა