სკანდალი: მკერავებიღა აკლდა მსოფლიო ფეხბურთს: ინგლისში „ბლექბერნის“ 29 წლის ფრანგი ფეხბურთელის, გაელ ჟივეს საქმეს იძიებენ
მკერავებიღა აკლდა მსოფლიო ფეხბურთს: ინგლისში „ბლექბერნის“ 29 წლის ფრანგი ფეხბურთელის, გაელ ჟივეს საქმეს იძიებენ. უფრო ზუსტად, ასოციაცია მისი ტრანსფერით დაინტერესდა. ჟივე „ბლექბერნში“ „მარსელიდან“ 2009 წელს 3,5 მილიონ ფუნტად გადავიდა. როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, ამ ამბავში ერთი მეტად უხერხული და უსიამოვნო დეტალი იყო — შუაკაცი, რომელიც ფიფას ლიცენზირებული აგენტი არ არის.

„სანთან“ ლაპარაკში (ასოციაციამ კი სწორედ ამ გაზეთის მიერ მიწოდებული ჩანაწერებიდან შეიტყო, რა მოხდა ორი წლის წინ) ჟივემ თქვა, რომ ის აიძულეს 50 ათასი ფუნტი „ვიღაც კაცისთვის“ გადაეხადა. ეს კაცი მანჩესტერელი მკერავი ფილ ბლექი გახლდათ, რომელიც ფრანგ ფეხბურთელს „ბლექბერნში“ გადასვლაში დაეხარჯა. ჟივემ თქვა, რომ მოდების მაღაზიის მეპატრონე მას აეროპორტშიც კი დახვდა და გუნდის მაშინდელ მწვრთნელ სემ ელერდაისთან მიიყვანა, თუმცა ყველაზე შოკისმომგვრელი მაიც ის მომენტი ყოფილა, როდესაც მკერავმა გასამრჯელო მოსთხოვა.

„სანთან“ გულახდილ ლაპარაკში ჟივემ აღწერა, თავიდან როგორ ჩაუდო ბლექს კონვერტში 5 ათასი ფუნტი. ამის შემდეგ მან 25 ათასი პირდაპირ მკერავის ანგარიშზე დასვა, ბოლოს კი უდიდესი ულუფა — 30 ათასიც გადაურიცხა. ჟივესა და ჟურნალისტების ლაპარაკს ფეხბურთელის ადვოკატებიც ესწრებოდნენ. ფრანგმა გაზეთსა და ფეხბურთის ასოციაციას გამოძიებაში თანამშრომლობა აღუთქვა.

მცველმა თქვა: „ფილ ბლექი პირველი ადამიანი იყო, ვინც „ბლექბერნზე“ დამიწყო ლაპარაკი. ის დამიკავშირდა და ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა. შემდეგ, როდესაც მე და ჩემი აგენტი ფრედერიკ დობარიე მოსალაპარაკებლად ინგლისში ჩამოვედით, ბლექი ლივერპულის აეროპორტში დაგვხვდა. სწორედ მაშინ ვნახე ის პირველად. ბლექს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ ბლექბერნში წაგვიყვანა. უნდა გითხრათ, რომ მას არც სხვა დროს მიუღია რაიმეში მონაწილეობა. საერთოდ აღარ გამოჩენილა. „ბლექბერნის“ თანამშრომელი მეგონა. მაგრამ, როდესაც ტრანსფერი შედგა და მე კონტრაქტს ხელი მოვაწერე, მან ფული მომთხოვა. მან მითხრა, რომ აგენტებისთვის გამოყოფილი პროცენტიდან ნაწილი მასაც ერგებოდა და ეს ჩემს აგენტთანაც ჰქონდა შეთანხმებული.

ბლექი ფულს კარგა ხანს მთხოვდა. ის დაჟინებით მიმეორებდა, რომ წილი ეკუთვნოდა და მე ვალდებული ვიყავი გამესტუმრებინა. ის მეუბნებოდა, რომ იპოთეკის თანხა ჰქონდა გადასახდელი და ჩემს გამო მძიმე მდგომარეობაში ვარდებოდა. მე თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი, ვხვდებოდი, რომ რაღაც ისე არ იყო, მაგრამ ბლექის დაჟინებას საზღვარი არ ჰქონდა. მან ისიც კი მითხრა, რომ როდესაც ჩემი აგენტი ვალს გაუსტუმრებდა, ის ამ თანხას დამიბრუნებდა.

წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, უცხოეთში ვიყავი და არც კი ვიცოდი ასეთი რამ, აქ, ჩვეულებრივი ამბავი იყო თუ არა. მოგვიანებით თავი სულელად ვიგრძენი“.

საინტერესოა, რომ „სანმა“ ბლექსაც მიაკითხა და მკერავმა ტრანსფერში თავისი მონაწილეობა სულაც არ უარყო. მან დაადასტურა, რომ ჟივესგან მართლაც აიღო ფული. მკერავი ჟივესგან განსხვავებით უფრო მცირე თანხას ასახელებს, მაგრამ ფაქტს არ უარყოფს.

„ჩემი შემოსავალი კვირაში 65 ათასი ფუნტია და, დამეთანხმებით, ასეთი მასშტაბის ბიზნესმენისთვის 5 ათასი ნამდვილად არ არის ის თანხა, რომელსაც შეიძლება დახარბდე. რაც შეეხება ფეხბურთს, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“.

უცნაურია, რომ „სანს“ გაკვრით ისიც კი უწერია, ბლექმა ჟივეს მოგვიანებით 15 ათასი დაუბრუნა, მაგრამ ფეხბურთელი მთელ თანხას ითხოვსო. მოკლედ, თანხებთან დაკავშირებით მეტი სიცხადე იქნებოდა სასურველი, თუმცა, ასეა თუ ისე, ფიფა სატრანსფერო გარიგებებში არალიცენზირებული ადამიანების მონაწილეობას კრძალავს.

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა