მარლონ კინგი ციხიდან გამოვიდა და გუნდს ეძებს - ეს ცნობა მისმა აგენტმა გაავრცელა. გეხსომებათ, რომ...

მარლონ კინგი ციხიდან გამოვიდა და გუნდს ეძებს - ეს ცნობა მისმა აგენტმა გაავრცელა. გეხსომებათ, რომ "უიგანისა" და "უოტფორდის" ყოფილმა თავდამსხმელმა 18 თვე საპატიმროში სექსუალური აგრესიისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გაატარა. ბედის ირონია ის გახლავთ, რომ ფეხბურთელმა 20 წლის ქალს ხელი იმ წვეულებაზე გაარტყა, რომელზეც თავისი ცოლის ფეხმძიმობას ზეიმობდა... იმხანად "უიგანს" იგი "ჰალში" ჰყავდა გაქირავებული. დანაშაული კინგმა 2008 წლის დეკემბერში ჩაიდინა, განაჩენი კი 2009 წლის ოქტომბერში გამოუტანეს.

აგენტი ტონი ფინეგანი: "ისევე როგორც ყველას, ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში მასაც აქვს მუშაობის უფლბა. მარლონ კინგმა სასჯელი უკვე მოიხადა, ხოლო როდესაც ადამიანი დანაშაულის ადექვატურ სასჯელის მოიხდის, მერე რაღა უფლება გაქვს ცხოვრება შეუზღუდო? რა ქნას კინგმა, ციხეში შებრუნდეს, რადგან ჩვენს ქვეყანაში ხალხი ამბობს, ეგ გამოსაშვები არც იყოო? მე მარლონ კინგის აგენტი ვარ, მას დიდი ხანია ვიცნობ და მასთან თანამშრომლობას ვაგრძელებ. კინგს ბრიტანული სამართლის ვალი აღარ აქვს და სრული უფლება აქვს სადმე მოეწყოს. უპირველეს ყოვლისა იმ კლუბებს დავივლი, რომელთაც ადრე უნდოდათ ჩემი კლიენტის შეძენა".

ზემოთ აგენტმა ახსენა ხალხი, რომელიც ამბობს, რომ კინგს ფეხბურთის თამაში სამუდამოდ უნდა აუკრძალო. ერთ-ერთი პირველი, ვინც ასეთი რამ თქვა "უიგანის" ყოფილი მეპატრონე დეივ უილანი გახლდათ, თუმცა ახლა, როდესაც ფეხბურთელმა სასჯელი მოიხადა, უილანი როგორც ჩანს მოლბა:

"მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. დღეს კინგი ციხიდან გამოვიდა და ვიმედოვნებ, რომ თავისი საქციელი გააანალიზა. ჩემი მხრივ მისთვის ყველაფერი მიპატიებია და ფეხბურთში წარმატებით დაბრუნებასაც ვუსურვებ".

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა