სატრანსფერო ფანჯარა პირველი ივლისიდან გაიხსნა, უამრავმა კლუბმა თავისთვის სასურველი ფეხბურთელი უკვე შეიძინა და გუნდის კომპლექტაცია დაიწყო.

ბოლო წლების და ალბათ ისტორიითაც ერთ-ერთი უდიდესი კლუბი, მადრიდის "რეალი", არ ყოფილა გამონაკლისი.

პოსტზე დაბრუნებულმა ზინედინ ზიდანმა კლუბის სტრუქტურის ძირეულად შეცვლა განიზრახა და ფეხბურთელების დამატება დაიწყო.

მადრიდის "რეალმა" ჯერ "პორტუდან", ცენტრალური მცველი ედერ მილიტაო გადაიბირა, შემდეგ კი ლუკა იოვიჩის ტრანსფერი განახორციელა. 23 წლის ცენტრფორვარდი ალბათ გასული წლის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენდა გახდა, თუმცა როგორ უნდა მიიღოს მან სათამაშო დრო, ზიდანის საყვარელ მოსწავლესთან, კარიმ ბენზემასთან კონკურენციაში - ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ედენ აზარი, რომელმაც "ჩელსიში" გატარებული 7 წლის შემდეგ მადრიდულ გიგანტს მიაშურა. აქაც იგი გუნდის ლიდერად და მთავარ მამოძრავებელ ძალად განიხილება.

მართალია აზარი ვარჯიშზე სიზარმაცით გამოირჩევა, თუმცა მისი ნიჭის და ზიდანის ავტორიტეტის დამატებით შესაძლოა თეთრებმა ლა ლიგის მცველების კოშმარი, ახალი ტერორისტი დაიმატეს.

ფრანგი სპეციალისტი დიდი ხანია პოლ პოგბასადმი სიმპათიებს გამოხატავს, თუმცა აქამდე მას მადრიდში კარგად ჩამოყალიბებული, შეთამაშებული, ტიტულებს მოწყურებული ნახევარდაცვის ხაზი ჰყავდა, ახლა კი გუნდი თავიდან კომპლექტდება - მანჩესტერელის ტრანსფერზე ფიქრი კი ფლორენტინო პერესს და მის გუნდს მწვრთნელისგან დავალებული აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ჯერ ჯერობით ლუკა მოდრიჩი ირიცხება, ხოლო რამდენიმე კვირის წინ ტონი კროოსს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, ნახევარდაცვა ის რგოლია, რომელზეც ფიქრობენ, რომ გაძლიერება არ აწყენდა.

საუბარი პოგბას გარდა კრისტიან ერიკსენზე მიდის, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს ორი ფეხბურთელი ერთად "რეალში" ვერ გადავა და ამის ბევრი მიზეზი არსებობს: პირველ რიგში ის, რომ კროოსის და მოდრიჩის გარდა გუნდს ძალიან პროდუქტიული კაზემირო ჰყავს, რომელიც ზიდანიის ფორმაციაში უმნიშვნელოვანეს როლს იკავებს, მეორე ის რომ პოგბა და ერიკსენი ფაქტობრივად ერთსა და იმავე პოზიციაზე თამაშობენ. თუ კაზემირო მეტად თავს იცავს, მოდრიჩი და კროოსი მოედნის ცენტრალური ნაწილის დაპყრობით არიან დაკავებულები, ერიკსენს და პოგბას უკეთესად შეტევა გამოსდით.

ნახევარდაცვაში კი ამდენი ადგილი არ არის, ამიტომაც ამათგან ერთ-ერთი მერენგების რიგებს დანამდვილებით ვერ შეუერთდება, შესაძლოა ეს ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხოს.. და მესამე, ფინანსები.. მადრიდის "რეალი" მსოფლიო ფეხბურთში გამომუშვებული თანხების მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა, თუმცა ხარჯიც საკმაოდ დიდი აქვს.

როგორც პოგბას ასევე ერიკსენსაც კლუბები 150 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდიან, "რეალი" კი ამდენი ფულის გადახდას არ მოისურვებს, რადგან საკმაოდ ძვირად ლუკა იოვიჩი და ედენ აზარი შეიძინა..

ასევე განიხილება ახალგაზრდა აიაქსელი, დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერის საკითხიც, თუმცა ეს ალბათ სამომავლო პერსპექტივისთვის გათვლილი მოთამაშეა. "რეალის" ძირითადი ნახევარმცველები უკვე ასაკში არიან, წელს დაფიქსირებული შედეგის შემდეგ კი ვან დე ბეეკი ესპანელთა თვალთახედვის არეალში სრულიად დამსახურებულად მოექცა.

ზინედინ ზიდანმა დაბრუნებისთანავე განაცხადა, რომ ზაფხულში დიდი წმენდა იგეგმებოდა და თავიდანვე გამოკვეთა ის მოთამაშეები, რომლებსაც ახალი კლუბი მოძებნა მოუწევდათ. გუნდი მატეო კოვაჩიჩმა დატოვა და "ჩელსის" შეუერთდა, სადაც შარშანდელი სეზონი იჯარის წესით გაატარა.

2-წლიანი იჯარის შემდეგ "ბაიერნმა" ხამეს როდრიგესი არ გამოისყიდა და იგი "რეალში" დაბრუნდა, თუმცა თეთრების გეგმებში კოლუმბიელი არ შედის და ის აუცილებლად გაიყიდება.

ასევე წამსვლელთა სიაშია გარეთ ბეილი და ისკო ალარკონი, რომლებსაც ზიზუ არათუ ძირითადის - არამედ საერთოდ შემადგენლობაში აღარ მოიაზრებს და მათი გასხვისება უნდა. ამ ტრანსფერებიდან "რეალს" ჯამში 300 მილიონი ევროს გამომუშავების და გუნდის გვარიანად გაძლიერების იმედი აქვს.

ასევე ძირითად გუნდში არ განიხილება მარიანო დიასი, დანი სებალიოსი, ლუკას ვასკესი, ოდრიოსოლა და სერხიო რეგილონი, რომლის ადგილსაც ფერლან მენდი მოიყვანეს. თუმცა ზიდანმა ამ ფეხბურთელების დატოვებაზე მზადყოფნა განაცხადა, თუმცა სავარაუდოა, რომ მათ მხოლოდ უმნიშვნელო მატჩებში მოუწევთ ასპარეზობა.

გუნდის კომპლექტაცია გრძელდება, ფრანგი ლეგენდა კი მომავალი სეზონისთვის სუპერგუნდის ჩამოყალიბებას აგრძელებს და სავარაუდო შემადგენლობებზე ტაქტიკური განლაგებების მოფიქრებას იწყებს, სადაც ფეხბურთელებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ვარიანტი განიხილება.

4-3-3

ზიდანის არსენალში პირველ სტრატეგიად მისთვის ჩვეული 4-3-3 უნდა მივიჩნიოთ. დაცვის ხაზში ცვლილებები არ იქნება, მილიტაო მეტად სათადარიგო მცველად განიხილება, რათა რამოსსა და ვარანს კვალიფიციურმა, ახალგაზრდა და ენერგიულმა მოთამაშემ დასვენების საშუალება მისცეს.

პირველ ვარიანტად ძველი ნახევარდაცვა მიიჩნევა, სადა კაზემირო შეტევებს ჩაშლის მოდრიჩი და კროოსი კი თამაშში ბალანსს შეინარჩუნებენ და ახალ იერიშებს წამოიწყებენ.

წინა ხაზი უფრო საინტერესოა, აქ მარცხნივ აზარი უნდა დადგეს, შუაში სავარაუდოდ პირველ წელს მაინც ბენზემა იქნება და იოვიჩი შეცვლის ხოლმე, მარჯვნივ კი მარკოს ასენსიოს ვარიანტი მუშავდება.

აქტიურად იწერება ასენსიო-მანეს ბარტერზე, სადაც "რეალი" ფულს დაამატებს, ამ შემთხვევაში ფლანგელად ლივერპულელი ვინგერის ვარიანტი იდეალურად მოჩანს. ჯერ მოდრიჩს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია, თუ ხორვატი წავა და გუნდში ერიკსენი-პოგბადან ერთ-ერთი მოვა, ამ პოზიციას ორივე მოერგება ამიტომ აქ პრობლემები არ იქნება.

4-1-2-1-2

მეორე სტრატეგიად, ზიზუსთვის კიდევ ერთი საყვარელი 4-1-2-1-2 სტრატეგია განიხილება. წასვლამდე ფრანგი ამ ფორმაციაზე ძირითადად მეორე ტაიმის შუაში გადადიოდა ხოლმე, როდესაც კრიშტიანო რონალდო ბენზემას ცენტრში უწყვილდებოდა და მათ უკან ისკო ალარკონი - ეგრეთწოდებული 10-იანის პოზიციაზეა თამაშობდა.

ზუსტად თუ გადმოვიტანთ იგივე სტრატეგიას და რონალდოს ადგილას იოვიჩი დადგება, ხოლო 10-იანზე, ბრწყინვალე დრიბლიორი, ბელგიელი ედენ აზარი მოგვევლინება, ვფიქრობთ საკმაოდ რესპექტაბელურ შემადგენლობას მივიღებთ. თუმცა ალბათ ეს სტრატეგია მაშინდელივით, მეორე ტაიმში, სათადარიგო ვარიანტად განიხილება.

4-5-1
მესამე ვარიანტი 4-5-1 განლაგებაა.. თუ ზიდანი ერიკსენი პოგბადან ერთ-ერთს, ან მაინც ორივეს შეიძენს, შესაძლებელია ასეთი შემადგენლობის ხილვაც, სადაც კაზემირო სკამზე გადაინაცვლებს და ნახევარდაცვის შუა ნაწილს კროოსი, პოგბა, ერიკსენი დაიკავებს.. მარცხნივ კვლავ ედენ აზარი იქნება, ხოლო მარჯვენა ფლანგს ასენსიოს ჩააბარებს, ხოლო ფორვარდის პოზიციაზეა ბენზემა და იოვიჩი შეეცვლებიან.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ფრანგი აქტიურად გეგმავს ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტის ვინისიუს ჟუნიორის გამოყენებას, რომელსაც როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ თამაში შეუძლია.

იგი მისი ასაკიდან და მცირე გამოცდილებიდან გამომდინარე მეტად რეზერვისტად განიხილება, ფაქტები კი გვეუბნება, რომ ზიდანი მნიშვნელოვან მატჩებში, ძირითად შემადგენლობაში მეტად სტაჟიან ფეხბურთელებს ენდობა...

ლაშა ბერძენიშვილი სპეციალურად საიტისთვის

R.M.
კი ხუმრობენ, პირდაპირ უნდა დაეწერათ: "მე-20 საუკუნის საუკეთესო და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი".
nika
ბოლო წლების და ალბათ ისტორიითაც ერთ-ერთი უდიდესი კლუბი, მადრიდის "რეალი" ... ალბათ? :DD ხუმრობთ ალბათ :DD
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"ჩემი თანაგუნდელი მესისა და რონალდოს დონეზე თამაშობდა" - ჯონ ტერი
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"რატომ დავასრულე კარიერა 32 წლის ასაკში?" - აზარმა განმარტა
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვთქვი უარი კარიერის გაგრძელებაზე" - ედენ აზარი
"ვაპირებ თუ არა მწვრთნელობას?" - რა თქვა აზარმა