იაპონიის ნაკრებმა ამერიკის თასზე მონაწილეობაზე, რომელიც არგენტინაში 2011 წლის ივლისში გაიმართება, საბოლოოდ თქვა უარი
იაპონიის ნაკრებმა ამერიკის თასზე მონაწილეობაზე, რომელიც არგენტინაში 2011 წლის ივლისში გაიმართება, საბოლოოდ თქვა უარი. ამის შესახებ, არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ხულიო გრონდონამ განაცხადა.

ამერიკის თასზე ტრადიციულად 12 გუნდი მონაწილეობს - ჩვეულებრივ ესაა 10 სამხრეთ ამერიკული გუნდი, მექსიკა და კიდევ ერთი მოწვეული გუნდი. 2011 წელს იაპონიის ნაკრები ტურნირის პირველ ეტაპზე არგენტინასთან, ბოლივიასთან და კოლუმბიასთან ერთ ჯგუფში უნდა გამოსულიყო.

იაპონელებმა თავდაპირველად ამერიკის თასზე მონაწილეობაზე უარი იაპონიაში მარტში მომხდარი მიწისძვრის და ცუნამის გამო თქვეს ( სტიქიური უბედურების გამო ქვეყნის ჩემპიონატში ბევრი მატჩი გადაიდო და მათი ნაწილი ივლისში გაიმართება). ამის შემდეგ იაპონიის ნაკრების ადგილი ესპანელებს შესთავაზეს, მაგრამ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

აპრილში იაპონიელებმა განაცხადეს, რომ ამერიკის თასზე მონაწილეობას მაინც მიიღებდნენ, რადგან ფიფამ გადაწყვიტა ევროპული კლუბებისთვის იაპონელი ფეხბურთელების ტურნირზე გაშვება დაევალდებულებინა. თუმცა, ამ პირობაზე კლუბების დათანხმება ვერ მოხერხდა.

მიიწვევენ თუ არა ტურნირის ორგანიზატორები იაპონელების ნაცვლად რომელიმე სხვა ნაკრებს არ არის ცნობილი.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა