საფეხბურთო კლუბ ფოთის "კოლხეთი 1913"-ის დირექტორად ზაზა ინაშვილი დაინიშნა.

ის უფლებოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.

მისი განცხადებით, კლუბში უამრავი პრობლემაა, რომლებიც სასწრაფოდაა მოსაგვარებელი. როგორც ის ამბობს, მაქსიმუმს გააკეთებს, გუნდში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.

"ამ გუნდს უამრავი პრობლემა აქვს. აქვს დიდი ვალი, რომელიც საწრაფოდ არის დასაფარი.

ფეხბურთელების დავალიანების გადაუხდელობის გამო, 15 ივლისს გუნდს 6 ქულის დაკლება ემუქრება. პირველ რიგში ვმუშაობ ამ საკითხის მოგვარებაზე.

იმედს ვიტოვებ ის ბიჭები მოლაპარაკებაზე წამოვლენ ისე, რომ არც ისინი დაზარალდნენ და არც ჩვენ, უბრალოდ იმაში უნდა დაგვეხმარონ, რომ გადახდის ვადებმა გადაიწიოს.

ახლა ვერანაირად ვერ ვასწრებთ. ამ გუნდში მხოლოდ პრობლემებია, პოზიტიური ის არის, რომ ბევრი ახალგაზრდა ფოთელი ფეხბურთელი თამაშობს აქ და მომავალი ფოთის "კოლხეთს" აქვს.

თუ ფინანსური პრობლემები მოგვარდა, რაშიც ყველა, მთელი ქალაქი უნდა ჩაერთოს, მაშინ შევინარჩუნებთ გუნდს და პერსპექტივაც ექნება. მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ის ძველი შეცდომები, რომლებიც დაშვებული იყო კლუბში, გამოვასწორო და რამდენად გამოვა, ვნახოთ", - განაცხადა ზაზა ინიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ ფოთის "კოლხეთი 1913"-ის პოსტს ნიკო ჯაში იკავებდა, რომელმაც თანამდებობა ივნისის დასაწყისში დატოვა.

წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო