ფოტო: facebook.com/www.guriatoday.ge/

ადგილობრივი გამოცემა "გურია თუდეის" ინფორმაციით, ლანჩხუთის საჭიდაო დარბაზში ახალდაგებული იატაკი და ლეიბები წყალში ცურავს, კედლები და ჭერი ჩამორეცხილია და განადგურებულია რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების ინვენტარი. გამოცემა აღნიშნული დარბაზის ფოტოებსაც აქვეყნებს.

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ჭიდაობის მასწავლებელი დავით მჟავია "გურია თუდეისთან" განცხადებას აკეთებს საჭიდაო დარბაზში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც სახურავის შეცვლის პერიოდში გაწვიმებისას შეიქმნა:

"ასე ბოროტულად და გულგრილად მოექცნენ საჭიდაო დარბაზს, წყალში ტივტივებს საჭიდაო ლეიბები თავისი გადასაფარებლით, რამდენიმე ათასი დოლარის ინვენტარია გაფუჭებული, ახალდაგებული იატაკი წყალში ტივტივებს, კედლები და ჭერიც ჩამორეცხილია და განადგურებული, ნადმვილი ვანდალიზმი. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ამის გამკეთებელი, ვინც იქნება - სპორტული სკოლის დირექცია თუ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაცია, ფაქტობრივად, უშანსოდ დაგვტოვეს მოჭიდავეები. 20 სურათი რომ დადო სპორტული ცენტრის დირექტორმა "ფეისბუქზე", სახურავის შეცვლას ვიწყებთო და თავს რომ იწონებდა, ყველაფერი ჩემი ინიციატივითააო,პირველ რიგში, ეს გაეთვალისწინებინა, რომ წვიმის შემთხვევაში, რა მოხდებოდა... ყველამ უნდა აგოს პასუხი!"

გამოცემასთან საუბრისას ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ჭიდაობის განყოფილების ხელმძღვანელი კახა აფხაზავა ამბობს, რომ დამნაშავე ტენდერში მონაწილე კომპანიაა.

"რა შუაშია აქ სპორტული ცენტრის დირექცია? ტენდერის შემსრულებლებს უნდა გაეთვალისწინებინა ამინდის გარემოება და როგორც ვიცი, ისინი მზად არიან ზარალის ანაზღაურებაზე"- აღნიშნა აფხაზავამ.

არტაგი
გადაახდევინეთ მაგ უსირცხვილოებს მთელი ზარალი!!!...
სოსო
ზარალის ანაზღაურება გაფუჭებულ ინვენტარს ვერ აღადგენს და ვერც უვარჯიშებლობითვდაკარგულ დროს.რემონტის პერიოდში ტატამი და სხვა ინვენტარი სადმე რომ შეეფარებინათ,მაგასაც ტენდერი უნდოდა?
ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"