საბოლოოდ გადაწყდა და გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტორსტენ ფრინგსი ბრემენის „ვერდერს“ დატოვებს და ან ამერიკაში წავა, ანაც არაბეთში
საბოლოოდ გადაწყდა და გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტორსტენ ფრინგსი ბრემენის „ვერდერს“ დატოვებს. ეს ინფორმაცია გუშინ „მუსიკოსების“ მთავარმა მწვრთნელმა თომას შააფმა და სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა დაადასტურეს. ჩვენი გერმანელი კოლეგები კი, კატასტროფული სეზონის შემდეგ, „ვერდერში“ სერიოზულ საკადრო ცვლილებებს წინასწარმეტყველებენ.

„ფრინგსის წასვლის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ტორსტენი ამ სეზონით ძალიან იმედგაცრუებულია, რაც ჩემთვის გასაგები და მისაღებია. ზოგადად, მასთან ახალი კონტრაქტის არგაფორმებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის სპორტული და ფინანსური მდგომარეობაა,“ - განაცხადა ალოფსმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ისიც აღნიშნა, რომ მთავარი მიზეზი ფული არ ყოფილა - მიუხედავად იმისა, რომ ტორსტენი „ვერდერში“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახლდათ (მისი წლიური ხელფასი 4 მილიონ ევროს შეადგენდა).

მოკლედ, ბრემენულ კლუბს მთავარი ლიდერი და გუნდის კაპიტანი ტოვებს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფრინგსი ახლა სამ ვარიანტს განიხილავს: ის ან კარიერას დაასრულებს, ან ამერიკაში წავა, ანაც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ გერმანელ ფეხბურთელზე (ტორსტენი 34 წლისაა) აშშ-ის ჩემპიონატსა და საემიროებში უდიდესი მოთხოვნაა. ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან ტორსტენი გერმანიის ნაკრების ღირსებას წლების მანძილზე იცავდა და ბუნდესგუნდის მაისურით 79 მატჩი აქვს ჩატარებული. ბუნდესლიგაში კი მას 402 შეხვედრა აქვს გამართული (აქედან 326 „ვერდერის“ რიგებში).

კულუარული ინფორმაციით, ფრინგსისთვის ახალი კონტრაქტის არშეთავაზება იმით გახლავთ გამოწვეული, რომ „ვერდერის“ შეფებმა ფულის დაზოგვა გადაწყვიტეს. რაკი ბრემენულმა კლუბმა ამ სეზონში მე-13 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს, ალოფსი იძულებული გახდა, სახელფასო ფონდის შემცირებაზე იზრუნოს, ფრინგსი კი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო. თუ ტორსტენი კარიერის დამთავრებას გადაწყვეტს, ალოფსი მას კლუბში ბავშვთა გუნდების კოორდინატორის თანამდებობას შესთავაზებს და სურვილის შემთხვევაში, სამწვრთნელო კურსებზეც მიავლენს.

შეგახსენებთ, რომ ფრინგსი „ვერდერის“ ღირსებას ორჯერ იცავდა: პირველად 1997-დან 2002 წლამდე, მეორედ კი 2005-დან დღემდე. ბრემენში დაბრუნებამდე ის დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მიუნხენის „ბაიერნში“ ასპარეზობდა. ფეხბურთის თამაში კი, ტორსტენმა პროფესიონალურ დონეზე აახენის „ალემანიაში“ დაიწყო და „ვერდერში“ პირველად 1997 წელს მოხვდა. ბრემენული კლუბის ისტორიაში, ფრინგსზე მეტი თამაში მხოლოდ 8 ფეხბურთელს აქვს ჩატარებული. მას მერე, რაც ფრანკ ბაუმანმა კარიერა დაამთავრა, ტორსტენი გუნდის კაპიტანი გახლდათ.

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...