ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ლიგის ხელმძღვანელობამ წლის ლაურეატები დაასახელა
ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული სეზონი დასრულდა და ლიგის ხელმძღვანელობამ წლის ლაურეატთა დასახელება დაიწყო.

კალათბურთელების, მწვრთნელების, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის თანახმად სეზონის MVP გახდა "კახა ლაბორალის" ფორვარდი ფერნანდო სან ემეტერიო. ესპანელმა კალათბურთელმა ორ ამერიკელ ლეგიონერს - ნიკა კანერ-მედლისა ("ესტუდიანტესი") და ჯეისი კეროლს ("გრან კანარია") გაუსწრო.

საინტერესოა, რომ მწვრთნელებმა უპირატესობა კეროლს მიანიჭეს, პრესამ - კანერ-მედლის, ხოლო მოთამაშეებმა - სან ემეტერიოს. გადამწყვეტი აღ მოჩნდა გულშემატკივართა ხმა - მათ არჩევანი ფერნანდოზე გააკეთეს, რომელმაც კანერ-მედლის 15 ქულით გაუსწრო.

ესპანეთის ჩემპიონატში სან ემეტერიო საშუალოდ 16.6 ქულას აგროვებდა. უკეთესი შედეგი მხოლოდ კანერ-მედლის ჰქონდა - 17.6, მაგრამ ესპანელი სხვა მაჩვენებლებით სჯობდა ამერიკელს.

"დაჯერება მიჭირს. სეზონის ბოლოს მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორმე უკეთესად დამესრულებინა რეგულარული ჩემპიონატი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს პრიზი ჩემს ხელში აღმოჩნდებოდა. განსაკუთრებული გრძნობაა, როცა საკალათბურთო საზოგადოების რჩეული ხარ. მადლობა იმ ხალხს, ვინც ჩემი შრომა დააფასა", - განაცხადა სან ემეტერიომ.

ესპანელი ფორვარდი "კახა ლაბორალის" მეორე მოთამაშეა, ვინც ეს ტიტული დაიმსახურა. ადრე იგივე პატივი ერგო ბრაზილიელ ცენტრ ტიაგო სპლიტერს, რომელიც ამჟამად "სან ანტონიო სპურსში" თამაშობს.

როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო მწვრთნელის ტიტული "ბარსელონას" დამრიგებელმა ხავი პასკუალმა მოიპოვა. კატალონურმა კლუბმა რეგულარული სეზონი დამაჯერებლად მოიგო - მან 34 მატჩში 28 მოიგო და მხოლოდ ექვსჯერ დატოვა მოედანი დამარცხებულმა.

ამ სეზონში ხავი პასკუალმა უკვე მოაპოვებინა ორი ტიტული "ბარსელონას": ესპანეთის თასი და სუპერთასი. ახლა კატალონელები საჩემპიონოდ ემზადებიან. ისინი შარშანაც მთავარი ფავორიტები იყვნენ, მაგრამ პირწმინდად წააგეს სერია "კახა ლაბორალთან".

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა