ინტერვიუ მარია შარაპოვასთან; რუსი ვარსკვლავი მარია შარაპოვა თანდათან იბრუნებს საბრძოლო ფორმას
რუსი ვარსკვლავი მარია შარაპოვა თანდათან იბრუნებს საბრძოლო ფორმას. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს მის მიერ რომის სუპერტურნირში ნაჩვენები თამაში, სადაც ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი და შარშანდელი როლან გაროსის ფინალისტი სამანტა სტოსური.

საფრანგეთის ღია პირველობის წინ შარაპოვას სულ უფრო აქტიურად მიაკუთვნებენ ტურნირის მთავარ ფავორიტთა რიცხვს, თუმცა თავად მარია ჯერ მოკრძალებულად აფასებს საკუთარ შანსებს. სტოსურთან ფინალის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში რუსმა ბევრ საინტერესო კითხვას უპასუხა.

- ოდესმე გითამაშიათ ასე კარგად, როგორც ეს სტოსურთან ფინალში გააკეთეთ?

- ყველა განვლილ დღესა და ყველა მატჩს ვერ გავიხსენებ. ნებისმიერი გამარჯვება თავისებურად გამორჩეულია და სხვებისგან განსხვავდება. უკვე არაერთი ტიტული მომიგია და მწვერვალზეც ვყოფილვარ, მაგრამ დღევანდელი წარმატება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ტურნირის წინ ფავორიტებს შორის არ ვყოფილვარ, თან გრუნტი ჩემი საყვარელი საფარი არ არის, ამიტომაც იმ მოთამაშეების დამარცხება, რომელთა შედეგები გრუნტზე უკეთესია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- თქვენ გაიმარჯვეთ "დიდი სლემის" სამ ჩემპიონატში, მაგრამ ამასთან, მხოლოდ ორი ტურნირი გქონდათ მოგებული გრუნტზე: ამელია-აილენდსა და შარშან სტრასბურში. რომში გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ გრუნტზე თამაში ისწავლეთ?

- დიახ, რა თქმა უნდა. როგორც უკვე ვთქვი, შევძელი იმ ჩოგბურთელების დამარცხება, რომლებიც გრუნტზე ყოველთვის კარგად გამოიყურებოდნენ. იგივე სამანტამ შარშან როლან გაროსის ფინალში ითამაშა. ველოდი, რომ ფინალში დაძაბული ბრძოლა იქნება და პირველიდან ბოლო გათამაშებამდე უშეღავათო დუელისთვის მოვემზადე. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამანტას მისი საფირმო თამაშის ჩვენების საშუალება არ მივეცი. ვგრძნობ, რომ სულ უფრო უკეთ ვთამაშობ და ამ ტრიუმფის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.

- გამოდის, კმაყოფილი ხართ ნახევარფინალსა და ფინალში საკუთარი თამაშით?

- იმის გათვალისწინებით, რომ გრუნტზე განსაკუთრებული შედეგი არასოდეს მქონია, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. მაინც და მაინც არ მიყვარს გრუნტზე თამაში, მაგრამ ჩემმა ბოლო მატჩებმა დაგვანახა, რომ ჩოგბურთში ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელმაც შეიძლება მატჩის ბედი გადაწყვიტოს.

- ნახევარფინალში თუ გახსოვთ ის მომენტი, როცა სახით გრუნტზე დაეცით?

- გრუნტის სეზონში ადრე თუ გვიან ხდება პირველი დაცემა. ჩემს შემთხვევაში ეს სწორედ ვოზნიაცკისთან შეხვედრაში მოხდა.

- ვიღაცას იმედი ჰქონდა, რომ ამის შემდეგ კაბას გამოიცვლიდით, მაგრამ ეს არ გააკეთეთ.

- პირდაპირ კორტზე?

- დიახ...

- ეს პირადად თქვენი იდეაა თუ ვინმემ გიკარნახათ?

- დიახ, ჩემი.

- შესანიშნავია, გამოდის გარყვნილი ადამიანი ხართ.

- თითქმის ერთი წელი გავიდა თქვენს მიერ ბოლოს მოპოვებული ტიტულიდან. ეს ერთგვარად სიმბოლური დაბრუნება იყო...

- მე არ მახასიათებს წარსულისკენ ყურება და ძველი და ახალი თამაშის შედარება. ახლა ვგრძნობ, რომ ყოველ მომდევნო მატჩში ვუმატებ თამაშს. სულერთია, როგორი იყო ჩემი დონე ადრე: მთავარია, რომ დღეს უნდა დავიპყრო ახალი მწვერვალები და მუდმივად ვიზრუნო სრულყოფაზე.

- ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მოკრძალებულად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები მოახლოებულ როლან გაროსზე. არადა, რომში დაამარცხეთ მსოფლიოს პირველი ჩოგანი და ტურნირის შარშანდელი ფინალისტი. მე მგონი ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

- მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ კრიტიკა, შედეგების პროგნოზირება და ფავორიტების ამორჩევა - ჩემი საქმე არ არის. ეს ჟურნალისტების სამუშაოა, ჩემი ამოცანა კი იმაში მდგომარეობს, რომ კორტზე გავიდე, ბოლომდე ვიბრძოლო და ტურნირის მოგება ვცადო. საფრანგეთის ღია პირველობაზე ნებისმიერი მატჩი ძალიან რთული იქნება.

- როდის აღნიშნავთ გამარჯვებას თქვენს საქმროსთან?

- არ ვიცი ზუსტად როდის არის ჩემს განრიგში გამოსასვლელი დღე. წინ კიდევ ბევრი საქმეა. როცა შესაძლებლობა მექნება, ალბათ, გავივლი მაღაზიებში ან სხვა გასართობს მოვნახავ.

- აქამდე სტოსურთან არასოდეს წაგიგიათ. შეგიძლიათ ამ სერიის საიდუმლო გაგვიმჟღანოთ?

- პირველად შევხვდით გრუნტზე. სამანტა ძალიან კარგ ჩოგბურთს თამაშობს და მისი სტილისთვის ეს საფარი იდეალურია. ბოლომდე უნდა დამედო თავი კორტზე და არ უნდა მეფიქრა იმაზე, როგორ საფარზე მიდიოდა თამაში. ეს რთული იყო, მაგრამ გამომივიდა.

- როგორ იკვებებით იტალიაში სტუმრობისას თუ თავად ამზადებთ კერძებს?

- იტალიაში ყველაზე კარგი სწორედ ის არის, რომ აქ თავად არაფრის დამზადება არ გიწევს, რადგან გარშემო უამრავი გემრიელი კერძია. ზუსტად ვიცი, რომ საკვების ხარისხი აქ უბრალოდ საოცარია, ბევრი აქაური კერძი მომწონს და საერთოდ იტალიური სამზარეული - ერთ-ერთი საყვარელია.

- ფინალს ესწრებოდა მონიკა სელეში. სხვათა შორის, კორტზე პირველმა ყვირილი მან დაიწყო. ეს მისგან ისწავლეთ?

- მონიკა დიადი ჩემპიონია და მე მას ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობი. თუმცა ჩემს ყვირილს კორტზე მასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

- გყავთ მეგობრები მოთამაშეებს შორის?

- თქვენც იცით, რომ ტურში რთულია გყავდეს მეგობრები. მაგალითად ჩემთვის მიუღებელია ერთ საღამოს ივახშმო ადამიანთან, ორი დღის შემდეგ კი მის წინააღმდეგ კორტზე გახვიდე. სპორტი - ცალკე ცხოვრებაა, ჩვენ ერთმანეთს ვეჯიბრებით და სავსების ნორმალურია, რომ ყველა ცდილობს დანარჩენის დამარცხებას. ჩვენ ხომ ერთი გუნდი არ ვართ, რომ ვინმესთან დამეგობრდე. მე შესანიშნავი გუნდი მყავს, ბავშვობიდან ჩემი ნათესავები ყველაფერში მეხმარებოდნენ და ეს გზა ერთად გავიარეთ. სიამოვნებით ვატარებ დროს მათთან ან ჩემი გუნდის წევრებთან. სხვა ყველა ურთიერთობა ტურში - უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გატარების ერთ-ერთი ხერხია.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა