მსოფლიო რაგბმა 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებისთვის მსაჯთა ბრიგადები შეარჩია.

ბორჯღალოსნები იაპონიაში პირველ მატჩს 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავენ. ქალაქ ტოიოტაში რეფერი ინგლისელი ლუკ პირსი იქნება, რომელიც 2017 წელს საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრას სჯიდა. ის 2014 წლის ნოემბერში ირლანდიასთან ტესტისას გვერდითი მსაჯი იყო.

უელსთან პირსს კიდეებიდან ახალ ზელანდიელი ბენ ოკიფი და ინგლისელი მეთიუ ქერლი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ასევე ინგლისელი როან კიტი იქნება.

29 სექტემბერს, კუმაგაიაში საქართველოსა და ურუგვაის შეხვედრას ასევე ინგლისელი უეინ ბარნსი განსჯის. ბარნსი ნაიჯელ ოუენსთან ერთად მსოფლიო რაგბში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივცემული მსაჯია. ის საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების ერთობლივი ვარჯიშისას მსაჯად იყო მიწვეული. მას კიდეებიდან ახალ ზელანდიელი პოლ უილიამსი და ფრანგი ალექსანდრ რუიზი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი სამხრეთ აფრიკელი მარიუს იონკერია.

პოლ უილიამსი, 3 ოქტომბერს, საქართველოსა და ფიჯის შეხვედრაში უკვე ცენტრალური მსაჯი იქნება. მას კიდეებიდან სამხრეთ აფრიკელი ჯაკო ფეიფერი და ინგლისელი მეთიუ ქერლი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ინგლისელი გრეემ ჰიუსია. თამაში ოსაკაში ჩვენი დროით 09:15 საათზე დაიწყება.

ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს შიზუოკაში, ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ და რეფერი ფრანგი პასკალ გოზეა, რომელმაც 2014 წელს საქართველო-ტონგას ტესტ-მატჩი იმსაჯა. მას კიდეებიდან ასევე ფრანგი ჟერომი გარსეზი და იაპონელი სუჰეი კუბო დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი სამხრეთ აფრიკელი მარიუს იონკერია.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

fraternity
უელსთან ინგლისელი მსაჯი, ფიჯისთან ზელანდიელი. რატომ? პირიქით არ შეიძლებოდა?
გულშემატკივარი
რა პრინციპით არჩევენ მსაჯებს?
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის