საოცარია, ჩემპიონის ტიტულისთვის ქართველიც იბრძვის: 23 წლის მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) 9-1 ბალანსი აქვს
ტოკიოში ზაფხულის ბაშოს ორი მესამედი გაილია და პირდაპირ გასაოცარი ამბავია - ჩემპიონის ტიტულისთვის ქართველი სუმოისტი იბრძვის: 23 წლის მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) 9-1 ბალანსი აქვს. მან ბაშოს დიდი ნაწილი ისე განვლო, რომ მხოლოდ ოს სუმოისტ არანთან დამარცხდა.

სუპერტურნირის დასრულებამდე ხუთი დღე რჩება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ამ ხუთ დღეში, თანდათან ჩვენებურის მეტოქეთა რანგი გაიზრდება, შესაბამისად, მასაც გაუჭირდება, მაგრამ ფაქტი სასიხარულოა - დღეისათვის, ტოჩინოშინს მხოლოდ დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო სჯობს.

გუშინ ძალზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა გაიმართა, ლევანი პროფესიულ დოჰიოზე პირველად (მოყვარულებში უჭიდავიათ) გადაეყარა ბრაზილიელ დებიუტანტ კაისეის, რომელსაც აქამდე 9-0 ბალანსი ჰქონდა. ელიტაში ასეთი სტარტი თანამედროვე სუმოში არავის ჰქონია. ასე რომ, ქართულ-ბრაზილიური დუელი ერთობ საინტერესო გახლდათ - ტოჩინოშინმა ცაციათი მეტოქის მავაში იგდო ხელთ, კაისეი თიხნარიდან "აგლიჯა" და შემდეგ მიწოლით გაიყვანა რკალიდან.

მართალია, ტოჩინოშინის დღევანდელი მეტოქე ტოიოჰიბიკი მხოლოდ მე-12 მაეგაშირაა, მაგრამ ის სუმოს სამყაროში გამორჩეული რიკიშია, თან 170 კილოგრამს იწონის და ასე იოლად ძვრას ვერ უზამ - ლევანსაც უარყოფითი ბალანსი აქვს მასთან - 2:4, თუმცა ბოლო ორი დუელი ქართველმა მოიგო.

მაკუუჩის დივიზიონის მე-14 ნომერ გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) კი ერთობ უჭირს ზაფხულის ბაშოზე. გუშინ მან ტოსაიუტაკასთან დათმო და 4-6 ბალანსი გაუხდა. ყველაზე მძიმე სუმოისტის დღევანდელი მეტოქე 36 წლის მონღოლი კიოკუტენჰოა, რომლისთვისაც გაგამარუს ჯერ არ მოუგია - 0:2.

კოკაიმ (ლევან ცაგურია) დროებით უმაღლეს დივიზიონში იჭიდავა და "რობოტ პოლიციელ" ტაკამისაკარისთან დათმო. ახლა "შავ ზღვას" 3-7 ბალანსი აქვს და დღეს მასურაუმის შეხვდება.

ნაცუ ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი ჰაკუჰო გუშინ ჩვენებურმა გახადა (მას შემდეგ, რაც აქამდე დაუმარცხებელ კაისეის მოუგო) - დიდმა მონღოლმა ზედიზედ მე-10 გამარჯვება იზეიმა, ამჯერად მან სეკივაკე კისენოსატო დაამარცხა. 9-9 მოგება სწორედ ტოჩინოშინს და კაისეის აქვთ. დადებითი ბალანსი ამ ტრიოს გარდა ოძეკი ბარუტოს და სეკივაკე კოტოშოგიკუს დაბევებული აქვთ.

X დღე

მაკუუჩი: ჰაკუჰო-კისენოსატო (ოშიდაში), ტაკეკაძე-კაიო (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-ბარუტო (სუსოჰარაი), არანი-კოტოოშუ (ჰატაკიკომი), კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი (ოშიდაში), გოეიდო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), კაკურიუ-ჰომაშო (ჰატაკიკომი), ამინიშიკი-ტამავაში (ჰატაკიკომი), ოკინოუმი-კიტატაიკი (ოშიდაში), ვაკანოსატო-შოტენრო (ოკურიდაში), ტოჩინოშინი-კაისეი (იორიკირი), ტოკიტენკუ-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), ვაკაკოიუ-კიოკუტენჰო (ჰატაკიკომი), ასასეკირიუ-ტოჩინონადა (იორიკირი), ტოსაიუტაკა-გაგამარუ (იორიკირი), მიაბიამა-ტოჩინოვაკა (ჰიკიოტოში), კიმურაიამა-ტოიოჰიბიკი (ოშიდაში), ტაკამისაკარი-კოკაი (ჰიკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა

10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

9-1: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 6), კაისეი (მ 16).

8-2: ბარუტო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე).

... 4-6: გაგამარუ (მ 14).

XI დღე

მნიშვნელოვანი ბრძოლები - მაკუუჩი: ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ბარუტო-ოკინოუმი, კაიო-ჰარუმაფუჯი, კოტოოშუ-კისენოსატო, კაკურიუ-ტოჩიოძანი, ტოიონოშიმა-კიტატაიკი, გოეიდო-ჰომაშო, ამინიშიკი-არანი, ტაკეკაძე-ტამავაში, ვაკანოსატო-ტოსაიუტაკა, ტოჩინოშინი-ტოიოჰიბიკი, იოშიკაძე-კაისეი, კიოკუტენჰო-გაგამარუ; ძურიო: კოკაი-მასურაუმი.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს