ქართველმა უკანახაზელმა იტალიურ "კანტუსთან" კონტრაქტი 2012-13 წლების სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა

მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიურ "კანტუსთან" კონტრაქტი 2012-13 წლების სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ამ კლუბში კიდევ ორ სეზონს ითამაშებს.

შეიძლება, გაგიკვირდეთ, რა იყო მიზეზი მაინცდამაინც მაისში (სეზონის მსვლელობისას) ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისა. საქმე ისაა, რომ ქართველი უკანახაზელი "კანტუში" თავს კარგად გრძნობს, მწვრთნელ ანდრეა ტრინჩიერისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და გუნდის უფროსობაც სათანადოდ აფასებს.

სპორტულ დირექტორ ბრუნო არიჯონის დიდი გუნდის მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი, რომლის საფუძვლად მწვრთნელ ტრინჩიერის, მაარტენ ლეუნენს, ვლადიმირ მიკოვსა და მანუჩარ მარკოიშვილს მიიჩნევს. ვიდრე მანუსთან ხელახალ კონტრაქტს გააფორმებდა, დირექტორმა 2013 წლამდე გუნდში დარჩენაზე დაიყოლია მწვრთნელი, მიკოვი და ლეუნენი.

აი, რა წერია იტალიურ გამოცემა "სპორტში":

"ქართველი მანუჩარ მარკოიშვილი "კანტუში" 2009 წელს ჩაირიცხა და პირველივე სეზონში გულშემატკივრების დიდი სიყვარული დაიმსახურა. საწყის სეზონში იგი საშუალოდ 12.1 ქულასა და 3.2 მოხსნას აგროვებდა.

მიმდინარე სეზონში მანუმ ფეხის ცერი დაიზიანა, რის გამოც თვეზე მეტი გაუცდა, თუმცა ამის მიუხედავად გუნდისთვის მეტად სასარგებლოა, საშუალოდ 10.8 ქულას აგროვებს.

ქართველთან კონტრაქტის გაგრძელებას გამოეხმაურა "კანტუს" სპორტული დირექტორი ბრუნო არიჯონი:

- ლეუნენისა და მიკოვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაყოლიების შემდეგ ჩვენს მთავარ ამოცანად მარკოიშვილთან ხელახალი ხელშეკრულების გაფორმება იყო. იგი მაღალი კლასის კალათბურთელია, შრომისმოყვარეა, გუნდის ფუნდამენტური ნაწილია."

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა