გუშინ, ამერიკის ქალაქ სტენფორდში სრულად დაკომპლექტდა მეოთხედფინალური წყვილები. დარჩენილი მერვედფინალებიდან ორში მონაწილეობას მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ჩოგანი იღებდა.

გუშინ, ამერიკის ქალაქ სტენფორდში სრულად დაკომპლექტდა მეოთხედფინალური წყვილები. დარჩენილი მერვედფინალებიდან ორში მონაწილეობას მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ჩოგანი იღებდა.

სერბი ანა ივანოვიჩი, რომელმაც წარმატებული სტარტი აიღო სტენფორდში (ორ სეტში გაანადგურა რუსი ალისა კლეიბანოვა), მოქმედ ჩემპიონს, ფრანგ მარიონ ბარტოლის ხვდებოდა. ამჯერად ანას არანაირი შანსი არ ჰქონია უიმბლდონის ყოფილი ფინალისტის წინააღმდეგ - ბარტოლი პირველ სეტში ორი ბრეიკით დაწინაურდა - 4:1. ივანოვიჩმა გაიბრძოლა და ერთი ბრეიკი დაიბრუნა, შემდეგ ბრეიკ-პოინტიც მიიღო და ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ არ გაუმართლა და ბოლოს საკუთარი გეიმის წაგებით სეტიც დათმო - 3:6. მეორე პარტიის სტარტზე მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც საბოლოოდ უპირატესობა ფრანგის მხარეს გადავიდა. ივანოვიჩი ასე თუ ისე ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, ბრეიკ-პონტებს იგერიებდა, მაგრამ მეათე გეიმში მატჩბოლს ვერაფერი მოუხერხა და მორიგი ტურნირი ნაადრევ ეტაპზე დაასრულა.

რთული სათქმელია, კიდევ რამდენი ხანი დასჭირდება სერბს ძველი დონის დასაბრუნებლად. ისე ჩანს, რომ რომში წარმატებული გამოსვლა მხოლოდ დროებითი წარმატება იყო. თუმცა ივანოვიჩს თავის განცხადებებში მეტად ოპტიმისტური განწყობა აქვს და ჯერ დანებებას არ აპირებს.

ივანოვიჩისგან განსხვავებით, მარია შარაპოვა თანდათან აგვარებს ხანგრძლივი უთამაშებლობით გამოწვეულ პრობლემებს. მან დაალაგა თამაში და კვლავ შემოიკრიბა გარშემო უამრავი გულშემატკივარი. რუსს პროგრესი ჯერ კიდევ უიმბლდონზე ეტყობოდა და იქ ადრეულ ეტაპზე ამერიკელ სერენა უილიამსს რომ არ შეხვედროდა, სატურნირო ბადეში აუცილებლად უფრო შორს წავიდოდა. სტენფორდში მარიას მორიგი მეტოქე ბელარუსი ოლგა გოვორცოვა იყო, რომელიც WTA-ის ტურის საშუალო დონეს განეკუთვნება.

ბელარუსმა წარმატებით დაიწყო შეხვედრა - სტარტზე ბრეიკი აიღო, თუმცა შარაპოვამ იქვე დაიბრუნა დაკარგული და ამის შემდეგ, საკუთარი გეიმი აღარ დაუთმია, თუმცა პირველი მოწოდების სიზუსტის პროცენტული მაჩვენებელი (55) უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. გოვორცოვას კი საკუთარ მოწოდებაზე თამაში არ წაუვიდა. მან ორჯერ დათმო ბრეიკი, რაც პირველ სეტში ასეთ ანგარიშში გამოიხატა - 6:3 შარაპოვას სასარგებლოდ.

მეორე სეტი მარიამ კიდევ უფრო იოლად წარმართა. მის მოწოდებაზე ბრძოლა თითქმის არ ყოფილა - მთელი პარტიის განმავლობაში გოვორცოვამ მიღებაზე მხოლოდ ორი (!) ქულა აიღო. შარაპოვამ კი სტარტზევე ბრეიკი გაიფორმა, ბოლოს კი უფრო მოუმატა თამაშს და მეორედ იხეირა მეტოქის მოწოდებაზე - 6:3. მეოთხედფინალში ფინალში შარაპოვას თანამემამულე ელენა დემენტიევასთან მოუწევს შეხვედრა, ამ მატჩის გამარჯვებული კი რუს მარია კირილენკოსა და პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას შორის მოგებულს შეხვდება.

არ გაუმართლა ადგილობრივი პუბლიკის მთავარ იმედს - მელანი ოუდინს. ამ ჩოგბურთელმა შარშან ჯერ უიმბლდონზე აჩვენა კარგი თამაში, შემდეგ კი ნამდვილი სენსაცია მოახდინა ამერიკის ღია პირველობაზე, როცა ზედიზედ ოთხი რუსი (ანასტასია პავლიუჩენკოვა, დემენტიევა, შარაპოვა და ნადეჟდა პეტროვა) დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია. მაგრამ იქედან მოყოლებული, თითქმის მთელი წელი ახალგაზრდა ჩოგბურთელს განსაკუთრებული არაფერი უჩვენებია, მხოლოდ ფედერაციის თასზე გამოიჩინა თავი, რისი წყალობითაც ამერიკა ჯერაც შემორჩა მსოფლიოს არაოფიციალურ გუნდურ ჩემპიონატს. ოუდინი გუშინ ბელარუს ვიქტორია აზარენკას ხვდებოდა, რომელიც რეიტინგის საუკეთესო ათეულში დაბრუნებას ლამობს და როგორც ჩანს, კარგად არის მზად ამერიკული ტურნირებისთვის. ყოველ შემთხვევაში, იუდინთან მატჩში აზარენკამ მხოლოდ ოთხი გეიმი დათმო და დამაჯერებლად გაიმარჯვა - 6:3, 6:1.

"დღეს ძალიან კარგად ვითამაშე. მატჩის დასაწყისი საკმაოდ რთული გამოვიდა, მაგრამ პრობლემა მალე მოგვარდა და მოულოდნელად იოლად მოვიგე შეხვედრა. ყველა ქულისთვის ბოლომდე ვიბრძოდი, მიუხედავად იმისა, რა ანგარიში იყო გეიმში და სეტში. სწორედ ამის წყალობით შევძელი მოკლე დროში გამარჯვება", - ასეთი კომენტარი გაუკეთა შეხვედრას აზარენკამ.

WTA

Bank of the West Classic

სტენფორდი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 700 000 დოლარი

1/8 ფინალი

მარიონ ბარტოლი (საფ, 4)-ანა ივანოვიჩი (სერ) 6:3, 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-მელანი ოუდინი (აშშ) 6:3, 6:1; მარია კირილენკო (რუს)-შაარ პეერი (ისრ, 6) 6:4, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 5)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:3, 6:3.

1/4 ფინალი

სამანტა სტოსური (1)-იანინა ვიკმაიერი (7); ელენა დემენტიევა (2)-მარია შარაპოვა (5); აგნიეშკა რადვანსკა (3)-მარია კირილენკო; მარიონ ბარტოლი (4)-ვიქტორია აზარენკა (8).

II წრე

სამანტა სტოსური (ავსტრა, 1)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:1, 7:5; ელენა დემენტიევა (რუს, 2)-კიმიკო დატე (იაპ) 3:6, 6:3, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-ოლგა სავჩუკი (უკრ) 7:6(4), 6:2; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 7)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 6:1, 6:4.

ლელო

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?