ბულგარულ ბურგასში გრძელდება 15-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 16 გუნდის მონაწილეობით.

22 ივლისს საქართველოს ნაკრები პირველობის ერთ-ერთ ფავორიტ იტალიასთან ოთხი ბურთის სხვაობით დამარცხდა, არადა, შესვენებამდე ვერავინ იტყოდა, ამ მატჩში ვინ გაიმარჯვებდა.

საქართველო-იტალია 8:12

3:2, 2:3, 1:5, 2:2

საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი (2), მიქაუტაძე, ბაგაშვილი, გელაშვილი, ს. ტყეშელაშვილი (1), ახვლედიანი (2), ვასაძე, გორგოძე, კირიაკიდი (1), ჩიქოვანი (2), ცოტაძე, ნ. ტყეშელაშვილი.

მატჩი ქართველთა იერიშებით დაიწყო და მე-4 წუთზე საბა ტყეშელაშვილმა თანაგუნდელები დააწინაურა. ნახევარი წუთის შემდეგ ჩეზარომ წონასწორობა აღადგინა. პირველი პერიოდის ბოლომდე ჩვენების ორ გოლს (ჩიქოვანი, ახვლედიანი) იტალიელებმა ერთი ბურთით (აგოლეტი) უპასუხეს. მეორე რვაწუთიანი მონაწკვეთის დასრულებამდე 80 წამით ადრე ქართველები ორი ბურთით წინ იყვნენ - 5:3, მაგრამ დარჩენილ დროში აპენინელებმა ანგარიშის გაქვითვა მოახერხეს.

შესვენების შემდეგ იტალიელებმა ხელთ იგდეს ინიციატივა და მესამე პერიოდში ერთბაშად ხუთი ბურთი შეაგდეს ჩაგელიშვილის კარში, რითაც მატჩში გარდატეხა შეიტანეს და საბოლოოდ ჩემპიონატში მეორე გამარჯვება იზეიმეს - 12:8.

დღეს მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ჰოლანდიას შეხვდება. ჩვენებს საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად, სულ მცირე, ფრე სჭირდებათ. შეგახსენებთ, რომ ჯგუფებიდან პირველადგილოსნები პირდაპირ მეოთხედფინალში გადიან, ხოლო მეორე-მესამეადგილოსნები მეოთხედფინალის დანარჩენი ოთხი საგზურისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მეორე ტურის შედეგები

A ჯგუფი: რუმინეთი-სლოვაკეთი 5:6, უნგრეთი-ხორვატია 8:9

თ მ ფ წ ბ ქ

ხორვატია 2 2 0 0 21:13 6

უნგრეთი 2 1 0 1 28:15 3

სლოვაკეთი 2 1 0 1 12:25 3

რუმინეთი 2 0 0 2 10:18 0

B ჯგუფი: ესპანეთი-საბერძნეთი 5:6, ბულგარეთი-თურქეთი 7:17

თ მ ფ წ ბ ქ

საბერძნეთი 2 2 0 0 30:9 6

ესპანეთი 2 1 0 1 19:15 3

თურქეთი 2 1 0 1 26:21 3

ბულგარეთი 2 0 0 2 11:41 0

C ჯგუფი: იტალია-საქართველო 12:8, რუსეთი-ჰოლანდია

თ მ ფ წ ბ ქ

იტალია 2 2 0 0 25:15 6

რუსეთი 2 1 1 0 21:19 4

საქართველო 2 0 1 1 17:21 1

ჰოლანდია 2 0 0 2 17:25 0

D ჯგუფი: ბელარუსი-სლოვენია 9:14

თ მ ფ წ ბ ქ

სერბეთი 1 1 0 0 22:4 3

მონტენეგრო 1 1 0 0 19:7 3

სლოვენია 2 1 0 1 18:21 3

ბელარუსი 2 0 0 2 16:33 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
საქართველოს ნაკრები ინგლისელმა მწვრთნელმა დატოვა
მსოფლიო ჩემპიონატზე გუბანოვამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
სალაჰმა გამოაცხადა, რომ "ლივერპულს" ტოვებს
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
დატოვებს მამარდაშვილი "ლივერპულს"? - ვითარებას ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტი განმარტავს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება