ფოთის "კოლხეთის" 19 წლის ნახევარცველმა უმაღლეს ლიგაში თამაშით თავი ბევრს დაამახსოვრა
ყველა გუნდს თავისი მიზანი აქვს. ზოგი ჩემპიონობისთვის იბრძვის, ზოგიც გადარჩენისთვის, ზოგსაც ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებებისთვის ფეხბურთელების გაზრდა ესახელება. ალბათ, ფოთის "კოლხეთი" წლეულს უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს და, რაც მთავარია, გუნდმა თავი იმით დაგვამახსოვრა, რითაც წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთს ემსახურებოდა - რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა წარმოაჩინა.

19 წლის ლაშა გვალიამ უამღლეს ლიგაში თამაშით ბევრს დაამახსოვრა თავი. თბილისის "დინამოსთან" და რუსთავის "ოლიმპთან" მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო - თბილისელებს ეროვნულ სტადიონზე ულამაზესი გოლი გაუტანა, ბოლო ტურში კი, რუსთავში ის საგოლე კომბინაცია წამოიწყო, რომლითაც ფოთელებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.

საერთოდაც, მკვირცხლი და სწრაფი ნახევარმცველი ასაკისთვის უჩვეულო გონიერებით და დახვეწილი ტექნიკით გამოირჩევა.

ლაშა 34-ე ტურის ერთ ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და ამიტომაც გავესაუბრეთ.

"თამაში ფოთში დავიწყე, ბოლო წლებში თბილისის "ოლიმპში" ვვარჯიშებდი და მერე "კოლხეთში" ამიყვანეს. 18 წლიდან ამ გუნდში ვარ. ჩემს ასაკში მწვრთნელი ფეხბურთელს ძირითადში იშვიათად აყენებს, მაგრამ მე გამიმართლა, ბესიკ შეროზიაც მენდობოდა და სოსო ფილიაც - წელს თითქმის ყველა შეხვედრა ჩავატარე და 3 გოლი გავიტანე. ვცდილობ, მწვრთნელები იმედები გავუმართლო" - ამბობს გვალია.

ის დარწმუნებულია, რომ "კოლხეთი" უმაღლესი ლიგიდან არ გავარდება:"კოლხეთი" ურიგო გუნდი არ არის, თავიდან კარგადაც დავიწყეთ და ოთხეულშიც ვიყავით. ხომ გახსოვთ, რუსთავის "ოლიმპს" 5:1 მოვუგეთ, ეს სენსაციად ჩათვალეს. ვერ ვიტყვი, რომ სენსაცია არ იყო, მაგრამ ძალიან კარგი შემადგენლობა შეიკრიბა და დარწმუნებული ვარ, ხუთეულში მოხვედრასაც შევძლებდით, რომ არა ფინანსური გაჭირვება, რომელმაც პირველი ეტაპის ბოლოს კინაღამ დაგვშალა.

საბედნიეროდ, მეორე წრეში მდგომარეობა გამოსწორდა და გუნდიც უკეთ ათამაშდა. თუ ზამთარში გადათამაშებაში მოხვედრასაც სასურველად მივიჩნევდით, ახლა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პირდაპირ დარჩენის დიდი შანსი გვაქვს. რა თქმა უნდა, წინასწარ ამის მტკიცება ძნელი იქნება, რადგან ზუგდიდის "ბაიასთან" და ცხინვალის "სპარტაკთან" რთული შეხვედრები გველის. მაგრამ ჩვენი გუნდის პოტენციალი და ბოლო ტურების ნაჩვენები შედეგები მაიმედებს, რომ არ გავვარდებით. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული".

გვალია იმედოვნებს, რომ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელთა ყურადღებას დაიმსახურებს:

"იყო დრო, გელა შეყილაძე 19-წლამდელთა ნაკრებში მიწვევდა, ესპანეთთან და ბელარუსთან მათამაშა კიდეც, მაგრამ მერე ნაკრებში მიწვევა აღარ მიმიღია. თუმცა ახლა იმედი დამიბრუნდა, რადგან უმაღლეს ლიგაში თამაშმა ბევრი შემძინა, ხალხმა გამიცნო. იმედია, წლევანდელი გამოსვლით ყურადღებას დავიმსახურებთ. ვიიც, ნაკრებში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია და მოხვედრა ადვილი არ იქნება, მაგრამ საამისოდ ყველაფერს ვაკეთებ.

საერთოდ, ამბობენ, შემტევ ქართველ ნახევარმცველებს სიზარმაცე ახასიათებთო, მაგრამ არა მგონია, ეს ჩემზეც ითქმოდეს, რადგან რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ და ვარჯიში არ მეზარება. რაც უნდა კარგად ვითამაშო, კმაყოფილი არასოდეს ვარ. კარგ მწვრთნელთანაც ვვარჯიშობ. სოსო ფილია ისეთ წვრილმანებს მასწავლის, რაც ფეხბურთელს გახსნაში ეხმარება. "კოლხეთში" ამიტომაც გაიხსნა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი".

BEQA
გვალია ნაკრებს ჭირდება !!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს