საინტერესო რეიტინგი შეადგინა ამერიკელმა სპორტულმა ჟურნალმა Sports Illustrated-მა. გამოკითხულ გულშემატკივრებს უნდა დაესახელებინათ "სპორტის ისტორიაში ყველაზე საძულველი" გუნდი.

საინტერესო რეიტინგი შეადგინა ამერიკელმა სპორტულმა ჟურნალმა Sports Illustrated-მა. გამოკითხულ გულშემატკივრებს უნდა დაესახელებინათ "სპორტის ისტორიაში ყველაზე საძულველი" გუნდი. საბოლოოდ, ჟურნალმა 25-გუნდიანი სია შეადგინა, რომლებიც ყველაზე მეტად არ მოსწონთ სპორტის მოყვარულებს.

პირველ ადგილზე აღმოჩნდა 1986 წელს მაიამის უნივერსიტე

ტის ამერიკული ფეხბურთის გუნდი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მაიამელი მოთამაშეები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ "დაემცირებინათ და დაეშინებინათ მეტოქეები".

მეორე ადგილი ერგო NBA-ის კლუბ "დეტროიტ პისტონზს", კერძოდ ამ გუნდის 1988-89 წლების შემადგენლობას. მესამეზე გავიდა ამერიკული ფეხბურთის კლუბის - "დალას კოვბოის" 1992 წლის შემადგენლობა.

რეიტინგში ერთადერთი საფეხბურთო გუნდი აღმოჩნდა "მანჩესტერ იუნაიტედი". 1998-99 წლებში ინგლისელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" მსაჯის მიერ დამატებულ დროში გატანილი ორი გოლით დაამარცხეს. "მანჩესტერს" სიაში მე-10 ადგილი უკავია.

ჰოკეის გუნდებიდან ყველაზე მაღლა რეიტინგში 1974-75 წლების "ფილადელფია ფლაიერზი" აღმოჩნდა. ეს გუნდი, ისევე როგორც სიის უმეტესი ნაწილი, კლასიფიკაციაში უხეში თამაშის გამო მოხვდა. კერძოდ, Sports Illustrated აღნიშნავს, რომ "ფილადელფია" პირველი კლუბია NHL-ში, რომელმაც ტაქტიკად მეტოქეთა დაშინება აირჩია.

აღსანიშნავია საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრების მე-14 ადგილი. 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადაზე საბჭოელებმა ფინალში ამერიკის ნაკრებს ბოლო წამზე ბელოვის ლეგენდარული ტყორცნის შემდეგ მოუგეს. მანამდე აშშ-ის არასოდეს წაეგო ოლიმპიადის ფინალში. Sports Illustrated წერს, რომ ამერიკელ ფანებს "ეზიზღებოდათ ყველაფერი, რაც სსრკ-ს უკავშირდებოდა: მათი პოლიტიკა, წითელი ფორმა, თამაშის სტილი და მოღუშული სახეები".

ლელო

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა