საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში ხორვატიას (7:7 პენ 4:3) სძლია.

სენსაცია რომელსაც არავინ მოელოდა!

ქართველმა ბიჭებმა უდიდესი სენსაცია გამოაცხვეს. ხორვატიაში წყალბურთი თუ რა დონეზეა და მათი ნაკრები ევროპულ თუ მსოფლიო დონეზე რა წარმატებებს აღწევს, ალბათ, სპორტის მოყვარულებისათვის უცხო არაა. კიდევ ერთხელ დაანახეს ყველას თუ რაოდენ დიდი პროგრესს განიცდის ეს სპორტის სახეობა საქართველოში და ალბათ, სულ მალე აღნიშნული სახის წარმატებას და კიდევ უფრო მეტს ჩვენი დიდი ნაკრებიც მიაღწევს ასეთი ნიჭიერი თაობის ხარჯზე.

მთელი მატჩი დიდი დაძაბულობით გამოირჩეოდა. არც ერთი გუნდი უპირატესობის დათმობას არ აპირებდა. პირველი ბურთი პირველივე წუთზე იაკობ ცოტაძემ გაიტანა და საქართველო დააწინაურა, პერიოდის ბოლოსწინა წუთზე მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მალე გიორგი კოზაშვილმა საქართველო კვლავ წინ გაიყვანა და პერიოდიც ასე დასრულდა.

მეორე პერიოდის საწყის წუთებში ხორვატებმა 2 გოლის გატანა შეძლეს და დაწინაურდნენ 3:2, მაგრამ გიორგი კირიაკიდმა და ბესარიონ ახვლედიანმა ასევე ორი გოლით უპასუხეს და ორი პერიოდის შემდეგ უპირატესობა კვლავ შეიარჩუნეს.

მესამე პრეიოდის საწყისი წუთები კვლავ მეტოქის აღმოჩნდა და 2 გატანილი გოლით ისევ წინ გავიდნენ, მაგრამ ამით ვერ შეძლეს ქართველი ბიჭების გატეხვა, მათაც იგივე გაიმეორეს - ბესარიონ ახვლედიანმა და სანდრო ვასაძემ 6:5 წინ გაიყვანეს გადამწყვეტი პერიოდის წინ საკუთარი გუნდი. მეოთხე პერიოდის საწყის წუთებზე ლუკა ჩიქოვანმა საქართველოს ნაკრები 2 ბურთით გაიყვანა წინ (7:5), რასაც თითქოს უნდა გაეტეხა ხორვატები, მაგრამ მათ მტკიცე ნერვები აღმოაჩნდათ და შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.

ბოლო 2:48 წუთი ისე გაილია, გოლი აღარ გასულა და გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდა პენალტების სერიის დანიშვნა, სადაც მშვენივრად ითამაშა ნაკრების მეკარემ გიორგი ჩაგელიშვილმა და 2 პენალტი მოიგერია, რითაც ჩვენს ბიჭებს ტურნირზე მე-6 ადგილი გაუნაღდა. ამას კი ჩემპიონატის დაწყებამდე ვერავინ წარმოიდგენდა.

ვულოცავთ ჩვენს "ოქრო ბიჭებს" ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მე–5 ადგილისათვის მატჩში სერბებთან ასევე წარმატებულად ეთამაშოთ.

საქართველო – ხორვატია (7:7 პენ 4:3)

საქართველო: გიორგი ჩაგელიშვილი, გიორგი კოზაშვილი (1), ალექსანდრე მიქაუტაძე, ,არჩილ ბაგაშვილი, გუგა გელაშვილი, საბა ტყეშელაშვილი, ბესარიონ ახვლედიანი (2, კაპ), სანდრო ვასაძე (1), დავით გორგოძე, გიორგი კირიაკიდი(1) , ლუკა ჩიქოვანი (1), იაკობ ცოტაძე(1), ნიკოლოზ ტყეშელაშვილი

პენალტები გაიტანეს: ჩიქოვანმა, ცოტაძემ, ახვლედიანმა, კოზაშვილმა

2 მოგერიებული პენალტი: ჩაგელიჩვილი

მომზადებულია საქართველოს საწყალოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ფეისბუქის გვერდის მიხედვით

rigiti
ვაჟკაცები!!!!!!!!!!!!!!!!
magaria!
ხორვატებზე წყალბურთში მოგება არაა ხელწამოსაკრავი საქმე!......წინვლა და წარმატებები,კაცებო!!!
შალვა 73
გილოცავთ ყველას და მადლობა ბიჭებს. იმედია ეს გამარჯვება ქართული წყალბურთის აღორძინების დასაწყისი იქნება.
zaza
რათქგინდა მერე ჩომახიძის მშობლიურ ქალაქს ერთი კინკილა აუზიც არააქ.დდ სამაგიეროდ ოდნავ წარმატებაზე კი იჩითებიან მთავრობის წევრები და პოლიტიკოსები ეკრანებთან ყვარყვარეებივით
emigranti
სერიოზული წარმატებაა და რათქმაუნდა იმედის მომცემი. გილოცავთ! იმედია შრომას არ დაიშურებთ და არაერთხელ გაგვახარებთ.
სოსო
სიზმარია? დაჯერება მიჭირს.ამას უკვე ვეღარც ვიოცნებებდი.ყოჩაღ ბიჭებო,ლომები გვეზრდებით.
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ბარკალოვის საერთაშორისო მემორიალზე იასპარეზებს
U15. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე ადგილი დაიკავა
15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან ფრედ ითამაშა
U15. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეოთხედფინალში საბერძნეთთან დამარცხდა
საქართველოს U15 წყალბურთელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა მწვრთნელი: რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ შანსები გვაქვს