ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სად წავა ალბერტო კონტადორი?

სად წავა ალბერტო კონტადორი?

სეზონის მთავარი ველორბოლის დასრულებიდან სულ რაღაც სამი დღის შემდეგ, ტურ დე ფრანსის სამგზის ტრიუმფატორმა ალბერტო კონტადორმა ოფიციალურად გამოაცხადა გუნდის შეცვლის გადაწყვეტილება

სეზონის მთავარი ველორბოლის დასრულებიდან სულ რაღაც სამი დღის შემდეგ, ტურ დე ფრანსის სამგზის ტრიუმფატორმა ალბერტო კონტადორმა ოფიციალურად გამოაცხადა გუნდის შეცვლის გადაწყვეტილება. სახელგანთქმულმა ესპანელმა ველომრბოლმა არ მოისურვა ყაზახურ "ასტანასთან" კონტრაქტის გახანგრძლივება და მომავალ სეზონში, სავარაუდოდ, დანიური Team Saxo Bank-ის შემადგენლობას გააძლიერებს. ბოლო ორი სეზონია სწორედ ეს გუნდია ასტანელთა მთავარი კონკურენტი. ახალ სამუშაო ადგილზე თანამედროვეობის საუკეთესო მრბოლელი დაიკმაყოფილებს ფინანსურ მოთხოვნილებებს და თან თავიდან აიშორებს საორგანიზაციო პრობლემებს, რომელიც თან სდევდა ყაზახური დროშის ქვეშ გამოსვლას.

კონტადორის კონტრაქტს "ასტანასთან" ამ წლის ბოლოს გასდის ვადა, მაგრამ ყაზახური გუნდი თავის ლიდერს მომავალი სეზონისთვის გადაწყვეტილების მიღებას აჩქარებდა. გასული წლის შემოდგომიდან აგორდა ჭორები იმის შესახებ, რომ ესპანელი სხვა გუნდებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ამიტომაც "ასტანა", რაც შეიძლება მოკლე დროში აპირებდა სიტუაციის გარკვევას. ტურ დე ფრანსის დროს, ალბერტოს უფროსი ძმა და მენეჯერი - ფრან კონტადორი დაძაბულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ყაზახებთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რომელიც წელიწადში 4-5-მილიონიან ხელფასს ითვალისწინებდა. მაგრამ საბოლოოდ, გარიგება არ შედგა. "მშვიდად განვიხილავ მომავალი სეზონის შესახებ ყველა წინადადებას. ახლა არ შეიძლება არანაირი ვარიანტის გამორიცხვა", - განაცხადა ველომრბოლმა მას შემდეგ, რაც "ასტანასთან" დაშორება გამოაცხადა.

"კონტადორის გადაწყვეტილება არანაირად არ არის დამოკიდებული ჩვენი გუნდის მოქმედებაზე - ის სხვა გუნდებისგან წამოსულ შეთავაზებებს უკავშირდება, - წერია "ასტანას" ოფიციალურ განცხადებაში. - ჩვენ ვაფასებთ მის გადაწყვეტილებას და ალბერტოს წარმატებას ვუსურვებთ. სამი წლის განმავლობაში ყაზახური გუნდი ცდილობდა მისთვის მაქსიმალური დახმარება გაეწია უმაღლესი შედეგების მისაღწევად. მასზე ზეწოლა არ ყოფილა. ჩვენი წინადადება გაცილებით აღემატებოდა მოქმედი კონტრაქტის პირობებს, მხოლოდ ვთხოვეთ მას, რაც შეიძლება სწრაფად მოეწერა ხელი ხელშეკრულებაზე".

ალბერტო კონტადორი "ასტანაში" 2007 წლის ბოლოს გუნდ "დისკავერის" დაშლის შემდეგ გადავიდა. სამი სეზონის განმავლობაში ყაზახური გუნდის მაისურით მან სამივე გრანდ-ტური მოიგო - თითოჯერ ჯირო დ'იტალია და ვუელტა და ორჯერ - ტურ დე ფრანსი. გასულ სეზონში "ასტანას" მწვავე ფინანსური კრიზის ჰქონდა, რის შემდეგაც გუნდი დატოვა სახელგანთქმულმა მენეჯერმა იოჰან ბრუნელმა და თითქმის მთლიანმა შემადგენლობამ, რომელიც ხელფასის დაგვიანებით იყო უკმაყოფილო. მათ მიბაძვას აპირებდა კონტადორიც - მან რამდენიმე სარფიანი შეთავაზება მიიღო, მაგრამ კონტრაქტის გაწყვეტისთვის სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევდა. ალბერტოს პოტენციურმა დამქირავებლებმა ჯარიმის საკუთარ თავზე აღება არ მოისურვეს და ესპანელს კიდევ ერთი წელი მოუწია "ასტანაში" დარჩენა.

ესპანელმა პატიოსნად გამოიმუშავა საკუთარი მილიონები - მოიგო სეზონის მთავარი სტარტი. მაგრამ წლევანდელ ტურ დე ფრანსზე კონტადორს გუნდის მიმართ კიდევ უფრო მეტი პრეტენზია გაუჩნდა. გადამწყვეტი განცალკევებითი რბოლის დროს ალბერტოს "ბრმად" მუშაობა მოუწია, რადგან პირველი შვიდი კილომეტრის შემდეგ მისი რადიო მწყობრიდან გამოვიდა. ასეთი რამ სეზონში ერთხელ ნებისმიერ მრბოლელს ემართება, მაგრამ წელს კონტადორს თითქმის ყველა განცალკევებით რბოლაში შეექმნა მსგავსი პრობლემა. საინფორმაციო უზრუნველყოფამ "ასტანას" ერთ-ერთი პირენეული ეტაპის დროსაც უღალატა. გასაკვირი არ არის, რომ ესპანელმა უარი თქვა აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში საშინაო ვუელტაზე გამოსვლა. სავარაუდოდ, ის "ასტანას" შემადგენლობაში რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვან რბოლაში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ საერთო ჯამში, კონტადორის ეპოქა ყაზახურ გუნდში დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ.

ახლა ყველა ექსპერტი ერთხმად აცხადებს, რომ ალბერტო Team Saxo Bank-ის წევრი გახდება. გარდა ამისა, კონტადორის მისაღებად მზად არის იოჰან ბრუნელი, რომელიც ამჟამად ლენს არმსტრონგის გუნდ RadioShack-ში მუშაობს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ კონტადორი "ასტანადან" თავისი ერთგული გრეგარების მთელი ჯგუფის წაყვანას აპირებს, ხოლო ამდენი ახალი კონტრაქტისთვის ამერიკულ საჯინიბოს ფული არ ეყოფა.

Team Saxo Bank-ის ფინანსური მდგომარეობა უფრო მყარია. სხვათა შორის, ამ გუნდს ტურ დე ფრანსის ყოფილი ჩემპიონი, დანიელი ბიარნე რიისი უდგას სათავეში. ცნობილია, რომ ამ სეზონის შემდეგ დანიურ საჯინიბოს ტოვებენ მისი ამჟამინდელი ლიდერები - ძმები ანდი და ფრენკ შლეკები, რომლებსაც ახალ საჯინიბოში - ლუქსემბურგის SKY-ში სურთ ძალების მოსინჯვა. ასე რომ, Team Saxo Bank აქტიურად ეძებს ლუქსემბურგელების შემცვლელს. რიისეს კონტადორთან მოლაპარაკებებისკენ სპონსორი - ამერიკული კომპანია Specialized უბიძგებს, რომელიც Saxo Bank-თანაც თანამშრომლობს და კონტადორთანაც. ახლა ერთადერთი საკითხია - დათანხმდება თუ არა ალბერტო ხელფასის შემცირებას. საქმე ისაა, რომ "ასტანაში" ესპანელის ჯამაგირი დღევანდელი საზომით ძალიან მაღალია და ევროპული გუნდები ამხელა თანხის გადახდას, ალბათ, ვერ შეძლებენ.

ლელო

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს

ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა