საქართველოს ვეტერანთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან განაგრძობს. მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა ქართველმა ვეტერანებმა, რომლებიც ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე მუნდიალზე 50 წელს გადაცილებულთა კატეგორიაში ასპარეზობენ, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პოლონეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში – 59:54 დაამარცხეს და იტალიის შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს.

პოლონეთთან მატჩში 16 ქულით ბომბარდირი გახდა გულივერ ახალკაცი, 8 ქულა ჰქონდა ლევან წულაიას, 7 – ამროსი ორმოცაძეს, ხოლო პაატა გურასპულმა შეხვედრა 6 ქულით დაასრულა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში გამართული 3 მატჩიდან 2 მოიგო და მეორე ადგილი დაიკავა. პირველზე იტალია გავიდა, რომელმაც სამივე შეხვედრა მოიგო.

დებულების თანახმად, საუკეთესო 2 გუნდი პლეი-ოფში გავიდა. ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება, სადაც ჩვენი მეტოქეები ბრაზილიელები იქნებიან. შეხვედრა 31 ივლისს გაიმართება და გამარჯვებულს მეოთხედფინალში ურუგვაისა და რუსეთს შორის უმჯობესი ელის.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა