ფოტო: fcdinamo.ge

1-ელ აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის "დინამომ" "გაბალას" 3:0 სძლია.

პირველ შეხვედრაში "დინამომ" მეტოქე აშკარად დაჯაბნა, 2:0 მოუგო და წყვილში გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად აზერბაიჯანშივე გადაწყვიტა.

ყველა ტურნირზე "დინამომ" ზედიზედ 10 მატჩში იმარჯვა, საუკეთესო ფორმაშია და დღევანდელ შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი შექმნა - კუხიანიძის დარტყმული ბურთი მეტოქის მცველს მოხვდა და კარს ოდნავ ასცდა. მერე შენგელიას მეკარე ნაზიროვმა არ დაანება გოლის გატანა. მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე თვალშისაცემი გახდა.

შემდეგ ტრავმები იაშვილმა და ზუნიჩმა მიიღეს (ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი). პაუზის მერე თამაშის ტემპი ოდნავ დაეცა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა სწრაფი შეტევებით დაიწყო და სტუმართა გოლკიპერმა კუტალიასა და ქავთარაძის დარტყმული ბურთები მოიგერია.

თამაშს "დინამო" სრულად აკონტროლებდა, მატჩი მისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და შენგელიას დარტყმული მეკარემ მოიგერია.

68-ე წუთზე კი შენგელიამ ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ ანგარიში გახსნა. შემდეგ შეცვლაზე შესულმა კარიკარიმ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, დაფემაც და 88-ე წუთზე შენგელიამ თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა. ბოლოს კარიკარიმაც დალაშქრა მეტოქის კარი და 3:0.

"დინამომ" "გაბალას" ბარიერი უპრობლემოდ გადალახა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება - პირველი მატჩი 8 აგვისტოს როტერდამში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 15 აგვისტოს თბილისში.

თბილისი. "დინამო არენა"

დინამო - გაბალა 3:0

გოლები: 1:0 შენგელია (68), 2:0 შენგელია (88), 3:0 კარიკარი (90+3)

დინამო: პერალესი, მონხილი, კობოური, იაშვილი (რუხაია 36), პაპავა, კუხიანიძე, ქიმაძე, ნინუა, ქავთარაძე (დაფე 70), შენგელია, კუტალია (კარიკარი 77)

გაბალა: ნაზიროვი, სეიდიევი, ზუნიჩი (გულიევი 40), რამალდანოვი, ალიევი, ვოლკოვი, ბაუკე, მამადოვი, კუაკუ, ლოპესი (ისკანდაროვი 71), გიგაური

ვალა ვაისი
რადგან შენ ითხოვ, არის შეფ!!!
maxo
გაბალამ ითამაშა სუსტად თითქოს სავარჯიშოდ იყვნენ გამოსულები დინამოს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევდნენ,სულ ეს არის,თუ არა და ფეინოორდთან გამოჩნდება.
Si
Saqartvelos nakrebs ukve sami dzlieri fexburteli yavs, esenia: chakvetadze, kvaracxelia da shengelia. Madloba Roman fifias
სოსო
ვულოცავ დინამოს გამარჯვებას და ლამაზ გოლებს,მაგრამ დაცვას გაძლიერება უნდა,თუმცა უკვე გვიანია.კარიკარმა მეორე გოლზე,საგოლე გადაცემა გაუკეთა და ამაზე არავინ ამბობს,17 წუთში გოლი და პასი,მშვენიერი შედეგია
მინდია
მე მგონი კარიკარი ქავთარაძის ადგილზეა დასაყენებელი, ძალიან ინერტულად მეჩვენება ქავთარაძე, ნაკლებად ამწვავებს მარცხენა ფლანგს
დ.გ
ყველა გოლზე ის სამხედრო ფორმიანი კაცი ტრიბუნებისკენ რატო იყურება კაცო?პირიქით რო იყუროს ვერა?
giorgi
შენგელიას ნაკრებში რატო არ იძახებენ ვერ გავიგე არ არის ეს ბიჭი ღირსი ნაკრების?
aburjga
ეს შენგელია რა გვყოლია კაცოო!!! აღფრთოვანებული ვარ! ახლა ცოტა მიკლია და ვიტყვი, რომ დიდებულ რამაზ შენგელიაზე მაგარია! მეორე ბურთი რომ გაიტანა, აი იმაზე მესიც სიამოვნებით მოაწერდა ხელს! ძალიან გახარებული ვარ!!!
ნონა
ვულოცავთ ჩვენს დინამოს კარგ და დამსახურებულ მოგებას! ეს ერთი და სხვა მრავალი! შემდეგ ეტაპზე მარტო გამარჯვება, სხვა ვარიანტი არ განიხილება!
ტორპედო ქუთაისი
რა უსამართლობაა, გაბალამ "სუსტ დინამოსთან" ისევ წააგო. ეს ალბათ სპეციალურად გააკეთეს როტერდამში ჩასვლა არ უნდოდათ, შევრცხვებითო. ახლა სერიოზულად ყველას გილოცავთ დინამოს გამარჯვებას, ვინც საქრთველოს გულშემატკივრობთ, ბიჭებმა კარგად ითამაშეს თუმცა მოყვარეს პირში უძრახეო. დაცვაში ხშირია ბავშვური შეცდომები და ფეინოორდი კი გაბალა არ არის რომ მასეთი შეცდომები გვაპატიოს. მეტი ყრადღება და კონცენტრაციაა საჭირო. არ დაივიწყოთ, როცა ევროსარბიელზე გადიხართ თქვენ საქართველოს წარმოადგენთ და არა რომელიმე კლუბს. დაშლილმა ტორპედომ კინაღამ მოუგო ორდაბასს და მადლობა მათ. საჩხერემ გუშინ პირველად წააგო დიდი ანგარიშით და გული დამწყდა. წააგო საბურთალომ, მაგრამ მაქსიმალურად იბრძოლეს ბიჭებმა და თავს ზემოთ ძალა არ არის. დინამო ჯერჯერობით კარგად მიდის, მაგრამ მეტი გვინდა. ფეინოორდი გამოაგდეთთქო ვერ მოგთხოვთ, მაგრამ არ მეწყინება :) თუ ვერ მოუგებთ ღირსება არ დაკარგოთ. იბრძოლეთ ბოლომდე და რა იცი რა ხდება. ყველას წარმატებას გისურვებთ.
სააკაძე
სამივე მაგარი გოლი გაიტანეს ბიჭებმა, შენგელიას პირველ გოლზე შეგეძლოთ უფრო კარგად დაგეწერათ, მხოლოდ დრიბლინგი კი არა ნახევარი გაბალას ფეხბურთელები მოატყუა და მარცხენა დაბალ კუთხეში აუღეელო დარტყმით გაუშვა ბურთი
Vakhtang Lobzhanidze
ვულოცავ ყველას გამარჯვებას, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ - ძალიან სუსტ მეტოქეს მოვუგეთ..ძალიან
emigranti
გილოცავთ გამარჯვებას და რაც მთავარია აზერბაიჯანში ჩატარებული უღიმღამო თამაშის შედარებაც არ შეიძლება დღევანდელთან. ცოტა იმედი გამიჩნდა ფეიენოორდთან რომ არ შევრცხვებით...როგორ უნდა ააშენოს გუნდი ფიფიამ, ვინც კი ცოტა თავი გამოიჩინა და დიდი პოტენციალი უკვე ეტყობა ყველას ყიდის, ფეხებზე კიდია დინამო. შენგელიაც უკვე გაყიდულია. ჯგუფშიც რომ მოვხვდეთ, არ გვეყოლება. მოკლედ გაგვიშრო სისხლი ამ უღვთომ. ისე რა გუნდის გაკეთება შეიძლება წარმოიდგინეთ ჩაკვეტაძე, შენგელია, და რუბინის ქართველები. რას დააწიოკებდნენ დაცვას ერთ გუნდში?! დაცვასა და ჩამშლელებზეც შეიძლება ამის თქმა. დროა ამ ბიჭებმა ნაკრებში გამოცადონ ძალა, ევროპის ამ ციკლში შანსი მაინც არა გვაქვს ვაისის ხელში. არ შემიძლია არ ვთქვა ვიდეორგოლში არსებულ ერთ კადრზე, სადაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მხნე ვაჟკაცი სიგარეტით პირში ტაშს სცემს. პირველი არხის ოპერატორებს თქვენი გვერდის საშუალებით მინდა მივმართო, რომ თავი შეიკავონ ამგვარი კადრების პირდაპირ ეთერში ჩვენებისაგან. სპორტულ არენაზე მოწევას კი არა მხატვრული ფილმების ჩვენების წინ აფრთხილებენ მაყურებელს სიგარეტის შესახებ. P.S.: ისე ლამის 50 წელია ვეწევი:) P.P.S.: მოკითხვა რომან ფიფიას ახლობლებს. ადმინ აბა შენ იცი, დაბლოკე.
კიჭო
ჩიხურა მოკვდა
ჭაღარა
Feinoords shi 1 gold gautant fsio
დავით 67
ვაისს სკაიპი აქვს გაფუჭებული! ვერ ნახავს. ) აჩვენონ კი არა საერთოდ გასაშვებია. კაცი მარტო თამაშებზე ჩამოდის თბილისში.
DAVE
ძალიან კარგი, ვულოცავ ყველას. ასე გავაგრძელოთ
Jango
ვულოცავ დინამოს ამ ლამაზ გაამრჯვებას ახლა მთავარია როტერდამში არ დავმარცხდეთ,და საპასუხოში თბილისში რაიმეს მოვიფიქრებთ! სამწუხაროა რომ 1-ლ ტაიმს ჩიხურა აგებს 2-0,არადა მას 2-2 აწყობს, გაიტანს კი 2-ს ????
მინდია
აჩვენეთ ვაისს ეს თამაში და იქნებ დაფიქრდეს შენგელიაზე, მერებაშვილს არ ჯობია?
ბოკინიო
ვითხოვ პაპავას და ნინუას ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში გამოძახებას!!!
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
[VIDEO] წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
კიდევ დიდი ხნით ლონდონში - "არსენალი" არტეტას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა