ვლადიმერ კლიჩკოს შემდეგ, მომავალი მეტოქის ვინაობა გაარკვია სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტულის მფლობელმა ვიტალი კლიჩკომ.

ვლადიმერ კლიჩკოს შემდეგ, მომავალი მეტოქის ვინაობა გაარკვია სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტულის მფლობელმა ვიტალი კლიჩკომ. მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა შენონ ბრიგსმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა უკრაინელთან საჩემპიონო ბრძოლის კონტრაქტს. ბრიგსის თქმით, ბრძოლა 16 ოქტომბერს გაიმართება, შეხვედრის მასპინძლობის უფლებას კი, სავარაუდოდ, გერმანიის ქალაქი ჰამბურგი მოიპოვებს. ჯერჯერობით უკრაინულ მხარეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

38 წლის ბრიგსი გულშემატკივრებს უფროსი კლიჩკოს პენსიაში გაშვებას ჰპირდება. ამერიკელი საკუთარ თავს "ისტორიაში საუკეთესო მოკრივეს" უწოდებს და კლიჩკოს დამარცხების შემდეგ, WBA-ის ჩემპიონთან, ბრიტანელ დევიდ ჰეისთან ჩხუბს აპირებს.

ამერიკელი ერთხელ უკვე იყო მსოფლიოს ჩემპიონი - 2006 წელს მან ბელარუსი სერგეი ლიახოიჩის დამარცხების შემდეგ WBO-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა, 2007 წელს კი ტიტული რუს სულთან იბრაჰიმოვს დაუთმო.

ამჟამად ბრიგსი მერვე ადგილს იკავებს WBC-ის კლასიფიკაციაში. 2010 წელს მან უკვე სამი ბრძოლის გამართვა მოასწრო ნაკლებად ცნობილ მოკრივეებთან და სამივეში ნოკაუტით გაიმარჯვა. სულ პროფესიულ რინგზე 57 ბრძოლა ჩაატარა, 51 მოიგო (45 - ნოკაუტით), ხუთი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.

რაც შეეხება კლიჩკოს, თავის დროზე მან განაცხადა, რომ მორიგ ბრძოლას ოქტომბერში გამართავს. ივლისის შუაში უკრაინელის მრჩეველმა ბერნდ ბენტემ კლიჩკოს სავარაუდო მეტოქეები დაასახელა - ბრიგსი, რუსი ნიკოლაი ვალუევი, პოლონელი ტომაშ ადამეკი და კუბიელი ოდლანიერ სოლისი.

ლელო

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა