ჯერ ტიაგო სილვა, ვან ბომელი და რომა

"მილანის" გულშემატკივრები ჯერ კიდევ ზეიმობენ მოგებულ სკუდეტოს, კლუბის მესვეურები კი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ და ისეთ საქმეს მოკიდეს ხელი, რომელიც უკვე კარგა ხანია იტალიურ საფეხბურთო საზოგადოებაში განხილვის საგანია.

ლაპარაკია მოთამაშეებთან ხელშეკრულებების გახანგრძლივებაზე, პროცესზე, რომელიც არა და არ დაიწყო და უკვე ბევრი ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ "მილანს" წამყვანი ფეხბურთელები ტოვებენ. მეტწილად, ვეტერან ფეხბურთელებზეა საუბარი: კლარენს ზეედორფზე, ანდრეა პირლოსა და თვით კაპიტან მასიმო ამბროზინიზეც კი. თუმცა, რამდენჯერმე სატრანსფერო ჭორი ახალგაზრდა ფეხბურთელებზეც გავრცელდა, მეტწილად ეს ტიაგო სილვაზე ითქმის, რომელიც ინგლისური პრემიერლიგის გუნდებს, "მანჩესტერ სიტის" და ლონდონის 'ჩელსის" სურთ. გუშინ გავრცელებული ინფორმაცია "მილანის" გულშემატკივრებს უთუოდ გაახარებთ - კლუბის მესვეურებმა დაიწყეს ახალ კონტრაქტებზე მუშაობა და სამ ფეხბურთელს უკვე გაუმზადეს კიდეც ხელშეკრულება - ერთი ზემოთხსენებული ტიაგო სილვა გახლავთ, მეორე მარკ ვან ბომელი, ხოლო მესამე ფლავიო რომა.

"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვან ბომელს და რომას თითო-თითო წლით შესთავაზებენ თანამშრომლობის გაგრძელებას, აი სილვას კი ხუთწლიან ხელშეკრულებას დაუდებენ მაგიდაზე.

პირობების შესახებ ჯერჯერობით საინტერესო არაფერი თქმულა, მაგრამ ცხადია, რომ ბრაზილიელ მცველს როგორც მინიმუმ შეინარჩუნდება გასამრჯელო. "მილანის" დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლის, არიედო ბრაიდას თქმით, კონტრაქტების გახანგრძლივების პროცესი გაგრძელდება:

"ძალიან ბევრი უსაფუძვლო ჭორი გავრცელდა ჩვენ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომელთა აბსოლუტურ უმეტესობას სიმართლესთან არავითარი კავშირი არ აქვს. მესმის, რომ რამდენიმე ფეხბურთელს უმთავრდება ხელშეწკრულების ვადა, მაგრამ მათ გახანგრძლივებასთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობთ და არა მგონია, პრობლემა შეიქმნას. ტიაგო სილვას მართლაც შევთავაზეთ ახალი კონტრაქტი და ჩემი ინფორმაციით, მზად არის ნებისმიერ დროს მოაეწეროს ხელი. ბრაზილიელს პაოლო მალდინის ნაკვალევზე სურს სიარული და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. რაც შეეხებათ ვეტერან ფეხბურთელებს, ბევრი რამე მასიმილიანო ალეგრიზეა დამოკიდებული, რომელსაც სეზონის დასრულების შემდეგ დაველაპარაკებით და დანარჩენს უკვე მასთან შეთანხმებით გავაკეთებთ. ვფიქრობ, რომ ხელშეკრულებათა გახანგრძლივების პროცესი გაგრძელდება".

ვეტერანებში ზემოთხსენებული პირლო, ამბროზინი, ზეედორფი და გნებავთ ჯენარო გატუიზო მოიაზრებიან, ფეხბურთელები, რომლებმაც უკან მოიტოვეს საუკეთესო წლები და ძველებურად მაღალ სისწრაფეებზე აღარ ძალუძთ თამაში. თუმცა, იგივე ზეედორფი ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სეზონში და დიდი წვლილი შეიტანა "მილანის" გაჩემპიონებაში. თავად კლარენსი პრესასთან საუბარში ადრიანო გალიანისთან გამართული შეხვედრის შესახებ საუბრობს:

"გალიანის მართლაც შევხვდი და დიდ ხანს ვისაუბრეთ. ძირითადად განვლილი სეზონი გავიხსენეთ და რა თქმა უნდა, სამომავლო თანამშრომლობასაც შევეხეთ. როგორ სენიორ ადრიანომ მითხრა, პირადად მას ძალიან უნდა ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება, თუმცა ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ, მასიმილიანო ალეგრისთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდება. ისიც კარგად ვიცი, რომ ალეგრი კარგად არის ჩემს მიმართ განწყობილი და მენდობა, ასე რომ, ჩემი "მილანში" დარჩენის ალბათობა დიდია. თუმცა, ჯერ მაინც არაფერია გადაწყვეტილი და წინასწარ თავს ვერაფერზე დავდებ".

ცნობილი ამბავია, რომ ზეედორფს ძალიან უყვარს ბრაზილია და გამომდინარე აქედან, სამხრეთამერიკიდან არაერთი შეთავაზება მიიღო. კარგა ხანს ლაპარაკობდნენ "კორინთიანსის" შესახებ, ბოლო დროს კი წინა პლანზე "ბოტაფოგოს" ვარიანტმა წამოიწია. მედიაში იმის შესახებაც ითქვა, კლარენსი ამ კლუბის მესვეურებს შეხვდა და მათთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიაო. ჰოლანდიელი ამ ინფორმაციას უარყოფს: "მორიგი ჭორი, "ბოტაფოგოს" მესვეურებს ნამდვილად არ შევხვედრივარ და თუ ვინმე სხვამ გააკეთა ეს ჩემს მაგივრად, ვერაფერს გეტყვით. ისე კი, ვიცი, რომ ჩემით ბრაზილიური კლუბები არიან დაინტერესებულნი და ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. თუმცა, ჯერჯერობით "მილანის" ფეხბურთელი ვარ და მსურს კარიერა ამ გუნდში გავაგრძელო".

უკვე თამამად შეგვიძლია იმაზე საუბარი, რომ მომდევნო სეზონიდან "მილანის" ამუნიციას ფილიპ მექსე მოირგებს - ფრანგი უკანახაზელი პრესასთან შემდეგ კომენტარს აკეთებს: "რომიდან აბარგების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ზამთარში მივიღე და ვფიქრობ, რომ არც შევცდარვარ. ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონე და მივხვდი, რომ დრო იყო გარემო გამომეცვალა. პატარა აღარ ვარ და მსურს ტიტულები მოვიგო, რისი შესაძლებლობაც "მილანში" მომეცემა. "როსონერი" მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული გრანდია, ისეთი, როგორიც "რეალი", "მანჩესტერი" და "ბარსელონა" - ასე რომ, შეთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი".

ამასობაში, ნიგერიელი მცველი ტაიე ტაივოა მილანში ჩასული და დღე დღეზე "როსონერისთან" სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. 26 წლის მარცხენა მცველს "მარსელთან" უმთავრდება ხელშეკრულების ვადა და ლომბარდიულ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის. ბუნებრივია, ადრიანო გალიანის ეს გარემოება შესანიშნავ ხასიათზე აყენებს. მისი თქმით, ტაივო ბრწყინვალე ფეხბურთელია და გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს.

"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა