<p>მიუხედავად იმისა, რომ "ინტერი" ახლოს არის კიდევ ერთხელ მოიგოს იტალიის თასის გათამაშება, სეზონი გუნდისთვის მაინც წარუმატებლად უნდა მივიჩნიოთ. <br> მიუხედავად იმისა, რომ "ინტერი" ახლოს არის კიდევ ერთხელ მოიგოს იტალიის თასის გათამაშება, სეზონი გუნდისთვის მაინც წარუმატებლად უნდა მივიჩნიოთ. იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, თუ ვის გადაბირებას აპირებს ზაფხულში მასიმო მორატი და ზოგადად, რა გეგმები აქვს სატრანსფერო პერიოდში. "ნერაძურიში" გადასვლას ძირითადად ორ ფეხბურთელს უწინასწარმეტყველებენ: ხავიერ პასტორეს 'პალერმოდან" და ალექსის სანჩესს "უდინეზედან". მოვუსმინოთ სენიორ მასიმოს:</p><p>"პასტორე და სანჩესი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელები არიან და ბუნებრივია, რომ მათ მიმართ ინტერესი ჩვენც გვაქვს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორივეს გადაბირება მოვახერხოთ და არჩევანს ერთ-ერთზე შევაჩერებთ. რომელზე? - სანჩესი ძალიან ძვირია და თუ "უდინეზემ" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, მისი შეძენა პრაქტიულად შეუძლებელი იქნება. ამიტომ, პასტორეს მიმართულებით ალბათ უფრო აქტიურები ვიქნებით. "პალერმოს" პრეზიდენტმა განაცხადა კიდეც, რომ მზად არის ხავიერს შეელიოს, რაც მოლაპარაკებებში ჩაბმის სტიმულს გვაძლევს. კიდევ ვის გადაბირებას ვისურვებდი? - ერთია სურვილი და მეორე რეალობა. ჩემი ნება რომ იყოს, აუცილებლად ლიონელ მესის ვიყიდიდი, მაგრამ 10-ბალიანი შეფასებით ამის შანსი ნულია. იგივე შეიძლება ითქვას, კრიშტიანო რონალდოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩზე".</p><p>ამასობაში, სულ უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კლუბს ვეტერანი ფეხბურთელები: დიეგო მილიტო და დეიან სტანკოვიჩი დატოვებენ. ეს უკანასკნელი გაოცებულია გავრცელებული ჭორებით და შემდეგს აცხადებს: "არ ვიცი საიდან ვრცელდება ასეთი ინფორმაციები, მაგრამ ფაქტია, რომ მოლაპარაკებებს არავისთან ვმართავ და არც კლუბის გამოცვლა მაქვს განზრახული. "ინტერში" თავს კომფორტულად ვგრძნობ და მსურს, რომ კარიერა ამ გუნდში დავასრულო. როგორც ვიცი, არც კლუბის მესვეურები არიან ამის წინააღმდეგნი, რაც ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს. ასე რომ, მილანიდან ჩემი აბარგება პრაქტიკულად წარმოუდგენელია".</p>
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"